მასტერ კლასები | TIDC 2015 | ანონსი

მასტერ კლასი მასტერკლასი  იმპლანტოლგიაში ალოგენური მასალების გამოყენებით ძვლოვანი ქსოვილის რეკონსტრუქციის მოწინავე მეთოდები ერთმომენტიანი (immediat implant placement)  და შორეული იმპლანტაციის (delayed implant placement) დროს. მასტერკლასი ორგანიზებულია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის RADIX-ის მიერ თბილისის 5 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში. თეორიული კურსის თემატიკა: ძვლის ვერტიკალური აუგმენტაციის ახალი მეთოდები ალოგენური ძვლოვანი რგოლების გამოყენებით (BONE RING Technique) ძვლის ვერტიკალური და ჰორიზონტალური აუგმენტაციის…

სტომატოლოგია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში

2015 წელი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია შეუერთდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქციას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი” და 2015 წლის 24 იანვარს, C ჰეპატიტის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისა და პრევენციის პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია “სტომატოლოგია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში” ჩაატარა. კამპანიას შეუერთდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსიც“ და კონფერენციის მონაწილეებს, „რადიქსის“ ვიცე…

ინტერკონფესიური ბანაკი “იმედი”| აქცია ყვარლის რაიონში

საერთაშორისო ორგანიზაცია  WORLD VISION და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში, რამდენიმე წელია, ყვარლის რაიონში სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ახორციელებენ.  მათ შორისაა ინტერკონფესიური, ინტეგრირებული ბანაკი “იმედი”, სადაც მოხალისეები სოციალური მსახურების იდეით ერთიანდებიან – ურთიერთობა – ინტერაქტიური თამაშები, მუსიკა, თამაშები სპორტული ელემენტებით, ექსკურსიები, ერთმანეთზე ზრუნვა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშთა ბანაკს რამდენიმე წლის წინ “რადიქსიც” სტუმრობდა. 2013 წლის მიწურულს, ზემოაღნიშნული ორგანიზაციების ორგანიზებით მორიგი…

სტომატოლოგიური კონფერენცია სამეგრელოს რეგიონში

2013 წლის 7 დეკემბერს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. “რადიქსის” ხელმძღვანელობამ  რეგიონული წარმომადგენელი, ექიმი სტომატოლოგი, ფარმაცევტი თამარ ჩიხლაძე წარადგინა. პრეზენტაციას სასწავლო უნივერსიტეტმა “ევროპული აკადემია” უმასპინძლა. კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის რეგიონული წარმომადგენელი, პროფესორი გია დანელია, “რადიქსის” პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და ქ-ნი თამარ ჩიხლაძე წარსდგნენ. პრეზენტაცია სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მოხსენებებით…

“სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” | ქუთაისი

2013 წლის 2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში “რადიქსის” მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია “სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” ჩატარდა. კონფერენცია ორგანიზებული იყო სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრისა და სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო ცენტრ “ცედექსის” მიერ. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვებით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ, ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პროფსორმა ქეთევან…

ზურაბ ალხანშვილი

გადაცემა ” სხვა შუადღე” | სტომატოლოგია | რუსთავი 2 | 29.10.13

“სხვა შუადღე” ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემების “შუა დღისა” და “სხვა ამბების” ერთობლივი პროექტია. 2013 წლის 29 ოქტომბერს, წამყვანებმა სტომატოლოგებს უმასპინძლეს. გადაცემის სტუმრები: ☞ ზურაბ ალხანიშვილი (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”, პრეზიდენტი) ☞ მამუკა მარგველაშვილი (ექიმი სტომატოლოგი, პროფესორი) ☞ ეკა ქაჯაია (კომპანია “პრეზიდენტის” სამედიცინო წარმომადგენელი)

მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია ქუთაისში (პროგრამა)

2013 წლის 2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში “რადიქსის” მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია ორგანიზებულია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრისა და სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო ცენტრ “ცედექსი” მიერ. წინასწარი პროგრამა: 11:00-11:15   “რადიქსი – შენი პროფესიული წარმატებისთვის” – გვანცა ტაბაღუა ( ს.კ.ც. “რადიქსის” გენერალური მდივანი) 11:15-11:45   “პირის ღრუს ინფექციური დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები”…

თელავში კახეთის მესამე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

2013 წლის 5 ოტომბერს კახეთის მესამე სამეცნიერო კოფერენცია გაიხსნა. კონფერენცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების მიმოხილვით გახსნა, შემდეგ კი სტომატოლოგიური პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამებზე ისაუბრა. აღნიშნული პროგრამა საქართველოს ექმთა ასოციაციის და დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტია, რომელიც დღეიდან კახეთის რეგიონშიც იფუნქციონირებს. კონფერენციის პირველი დღე ექიმ სტომატოლოგებს დაეთმოთ. მოხსენებებით…

Fair Trees და ბოლსების ფონდის აქცია ამბროლაურის რაიონში

Fair Trees ასე ჰქვია დანიურ კომპანიას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში, ამბროლაურის რაიონში გირჩის თესლის ბიზნესითაა დაკავებული. ბოლსების საშობაო ნაძვის ხეები რაჭის ტყიდანაა და ისინი მთელ ევროპაში იყიდება.  კომპანიის წარმომადგენლებმა რაჭის მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა იკისრეს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. კომპანიის წარმომადგენლებმა რაჭის მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა იკისრეს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. 2013 წლის მაისში  ექიმების…

Zurab Alkhanishvili

“პროფესიული არჩევანი” – ლიდერთა სახლის პროექტი იუსტიციის სახლში

ლიდერთა სახლი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული კლუბია, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება. პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და გულისხმობს ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა მიწოდებაც მონაწილეთათვის, სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით ეტაპობრივად განხორციელდება. 2013 წლის 11 მარტს, იუსტიციის სახლში, ლიდერთა…