“სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” | ქუთაისი

2013 წლის 2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში “რადიქსის” მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია “სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” ჩატარდა. კონფერენცია ორგანიზებული იყო სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრისა და სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო ცენტრ “ცედექსის” მიერ.RADIX

კონფერენცია მისასალმებელი სიტყვებით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ, ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პროფსორმა ქეთევან გოგილაშვილმა,  აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ ლობჟანიძემ, “რადიქსის’ პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა და რეგიონულმა წარმომადგენელმა, ლევან მორჩაძემ გახსნეს.”რადიქსის” გენერალურმა მდვივანმა, ილიას უნივერსიტეტის დოქტორანტმა და მკვლევარმა, გვანცა ტაბაღუამ ორგანიზაციის მიზნები, განხორციელებული, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები  გააცნო დამსწრე საზოგადოებას. ქ-ნმა გვანცამ წარადგინა მოხსენებაც „სიცოცხლისათვის საშიში ალერგიული დაავადებების პრევენცია და მენეჯმენტი სტომატოლოგიურ პრაქტიკაში”, რომელმაც აუდიტორიაში დისკუსიები გამოიწვია.560100_10151991911607744_604326919_n

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა, პროფესორმა, სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრ “ცედექსის” კლინიკურმა ხელმძღვანელმა ქეთევან გოგილაშვილმა ორი მოხსენება წარმოადგინა: “პირის ღრუს ინფექციური დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები” და კარიესული დავადების მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპები – FDI-ს და COLGATE -ის ერთობლივი გაიდლაინის კონცეფცია”.

ოქტომბერი დაუნის სინდრომის შესახებ ცნობიერების ამაღლების საერთაშორისო თვეა. სწორედ ამიტომ, “რადიქსის” პრეზიდენტი, ჯანმრთელობის ხელშეწყობისა და ჯანმრთელობითი განათლების მაგისტრი ზურაბ ალხანიშვილი წარსდგა მოხსენებით  სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები დაუნის სინდრომის მქონე პაციენტებში – სისტემური ფაქტორების ზეგავლენა, კვლევა და კლინიკური ასპექტები”.ზურაბ ალხანიშვილი

სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი მენაბდემ აპიკალური ანთებითი პროცესების კლინიკური შემთხვევები მიმოიხილა,  დიაგნოსტიკა და მკურნალობის თანამედროვე მეთოდები.

3M სარესტავრაციო მასალების, მათთან მუშაობის პრაქტიკული რეკომენტაციების შესახებ ისაუბრა მედიცინის დოქტორმა, პროფესორმა სოფიო სამხარაძემ. ქალბატონმა სოფიომ მიმოიხილა  სხვადასხვა თაობის ადგეზიური სისტემებიც.სოფიო სამხარაძე

ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრის ექიმებმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანმა ლევან მორჩაძემ და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტმა ნათია ლობჟანიძემ თავისი კვლევები, სადისერტაციო ნაშრომების მოკლე მიმოხილვა წარმოადგინეს.გიორგი მენაბდე

კონფერენციაზე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ფარმაცევტული კომპანიაც. კომპანია “დენტალ ჯორჯიამ” სტომატოლოგიური მასალები წარმოადგინა, კომპანია ქოლგეით-პალმოლივმა კი ახალი პროდუქტი – “Colgate Total PRO GUM HEALTH”. კომპანია “პრეზიდენტის” წარმომადგენელმა  ეკა ქაჯაიამ და ლაკალუტის მწარმოებელი კომპანია DR. THEISS Naturwaren-ის წარმომადგენელმა ავთანდილ კვინიკაძემ თავიანთი კომპანიების პროდუქტები გააცნეს დამსწრე საზოგადოებას.Zviad Tsikolia

მონაწილე კომპანიები: 

  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
  • სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”
  • ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრი
  • სტომატოლოგიური ჟურნალი “GSAnews”
  • ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  • “ლაკალუტის მწარმოებელი კომპანია “Dr Theiss Naturwaren”
  • პირის ღრუს მოვლის საშუალებები “პრეზიდენტი”
  • კომპანია “დენტალ ჯორჯია”
  • კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>