რადიქსის პარტნიორი ორგანიზაციები არიან:

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია (GSA)

2010 წელის 21 იანვარის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციას (რომელსაც წარმოადგენდა ასოციაციის პრეზიდენტი გიორგი მენაბდე) და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ს (რომელსაც წარმოადგენდა ცენტრის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი) შორის გაფორმდა მემორანდუმი თანამშრომლობის შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები შეთანხმდნენ, ერთობლივად იმოქმედონ საკუთარი კომპეტენციისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით და უზრუნველჰყონ:

ა) ფუნდამენტალური და პრაქტიკული მნიშვნელობის მეცნიერულ კვლევათა ორგანიზება და ხელშეწყობა სტომატოლოგიაში; ბ) მხარეთა მოქმედების კოორდინაცია და ხელშეწყობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან საქმიანი და სამეცნიერო ურთიერთობებისა და თანამშრომლობისათვის; გ) კავშირის დამყარება სხადსხვა ასოციაციებთან და ცენტრებთან სამეცნიერო ინფორმაციის გაცვლისა და სამედიცინო პერსონალის მომზადების მიზნით; დ) თემატური და პოლიპროფილური სამეცნიერო_პრაქტიკული კონფერენციების ორგანიზება; ე) საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესების, კონფერენციების, შეხვედრების მოწყობის ორგანიზება, დაინტერესებულ პირთა ინფორმირება საერთაშორისო სტომატოლოგიური ფორუმების შესახებ, მათ მიერ საზღვარგარეთის კონგრესებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მიღების ხელშეწყობას; ვ) სხვა საქმიანობა, რომელიც ხელს შეუწყობს მხარეთა წინაშე დასმული ამოცანების განხორციელებას, რომელიც არ ცვლის საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და ა.ა.ი.პ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის მიზნებსა და ამოცანებს ან/და არ ეწინააღმდეგება კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებს.

2009 წლის 24-27 ნოემბერს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის ორგანიზებით ჩატარდა შემოდგომის სამეცნიერო სემინარები. აღნიშნულ ღონისძიებაზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტს, პროფესორ ქეთევან გოგილაშვილს, გადაეცა RADIX-ის საპატიო წევრის დიპლომი თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის.

2014 წლის 11 ოქტომბერს, მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში, საერთაშორისო კონფერენცია “დენტალ თბილისობა 2014” ჩატარდა.

კონფერენციაზე განახლებულ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა ქეთევან გოგილაშვილმა მოაწერეს.

GSA Website

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

1992 წელს დაფუძნდა კერძო უნივერსიტეტი “ალმა მატერი“. 1995 წლიდან უნივერსიტეტ ,,ალმა მატერს”, აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე, მიენიჭა გრიგოლ რობაქიძის სახელი, დაარსდა სტომატოლოგიის ფაკულტეტი, სადაც, პირველად საქართველოში, დაინერგა სწავლების ახალი, საფანტომო-ტრენაჟორული სისტემა, შეიქმნა საფანტომო ლაბორატორია, საუნივერსიტეტო სტომატოლოგიური კლინიკა.

2006 წელი – საქართველოს მთავრობამ განიხილა საკითხი ”სახელმწიფო სასერტიფიკაციო და ერთიანი დიპლომის შემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდების შედეგების” შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ უნივერსიტეტი პირველ ადგილზეა საქართველოს სახელმწიფო და კერძო უმაღლეს სასწავლებლებს შორის, ექიმ-სტომატოლოგთა მომზადების დონით.

2007 წელი – უნივერსიტეტი იწყებს უპრეცენდენტო პროექტის განხორციელებას, ქართულ-ბრიტანულ-უნგრული პროგრამით სტუდენტთა მიღებას, რაც ნიშნავს ერთდროულად ოქსფორდის ბრუკის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მინიჭებას.

2008 წელი – უნივერსიტეტი აფართოვებს საერთაშორისო თანამშრომლობას. იწყება ქართულ-ამერიკული პროგრამის განხორციელება, რაც გულისხმობს აშშ ჯონსის

უნივერსიტეტთან ონლაინ რეჟიმში სწავლას და, ერთდროულად, ამ უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის და გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის აკადემიური ხარისხისა და დიპლომის მიღებას.

2009 წელი – გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის ერთ-ერთი დამფუძნებელია. უნივერსიტეტი იღებს ვალდებულებას, ხელი შეუწყოს ორგანიზაციის საქმიანობას, დაეხმაროს მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. RADIX-ის იღებს ვალდებულებას, აწარმოოს უნივერსიტეტის ფრომოუშენი როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.

Gruni Website

საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება

RADIX მჭიდროდ თანამშრომლობს საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოებასთან. დაფუძნებიდან დღემდე არაერთი ერთობლივი პროექტი განხორციელდა.

2010 წლის 20 თებერვალს, ბაკურიანის ზამთრის სემინარზე საზეიმოდ გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ მხარეებმა აიღეს ვალდებულება, ხელი შეუწყონ ერთმანეთს არაკომერციული საქმიანობის წარმოებაში, კერძოდ: კონფერენციების, კონგრესების, პრეზენტაციების, სემინარების ორგანიზებაში, სამეცნიერო-კვლევით და კლინიკურ საქმიანობაში.

SASS Website

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი” მადლობას უხდის მურმან ვაშაკიძეს , კონსტანტინე ბერულავას და ლადო ლომიძეს გაწეული დახმარებისათვის.

საქართველოს ექიმთა ასოციაცია

2014 წელს ურთიერთთანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი “რადიქსის” პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ და ექიმთა ასოციაციის თავმჯდომარემ, პროფ. გია ლობჟანიძემ მოაწერეს.

ირლანდიის სტომატოლოგთა ასოციაცია

თბილისის მე-4 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე, 2014 წელს, გახსნის ცერემონიაზე ტომ ფინმა (ევროპის წარმომადგენლობის პრეზიდენტი სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯში, ირლანდიის სტომატოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი) რადიქსის და ირლანდიის სტომატოლოგთა ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგინა, რაც სურპრიზი აღმოჩნდა როგორც გამგეობის წევრებისთვის, ისე კონგრესის დელეგატებისთვის. მემორანდუმს ხელი საზეიმო ვითარებაში მოეწერა

კბილთა რესტავრაციის სკოლა

კბილთა რესტავრაციის სკოლა, რომელიც ექიმ სტომატოლოგთა უწყვეტი პროფესიული განათლების პროგრამებს ახორციელებს, დაფუძნების დღიდან აქტიურად თანამშრომლობს რადიქსის ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტთან. წლების განმავლობაში სკოლამ და “რადიქსმა” არაერთი ერთობლივი პროექტი განახორციელეს. 2015 წელს, თბილისის მე-5 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე კი სკოლის ხელმძღვანელი, ზურაბ გერსამია რადიქსის საპატიო წევრად იქნა არჩეული.