ჩვენ შესახებ
FIND US ON FACEBOOK
თბილისის I საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი
RADIX-ის ორგანიზებით, საფუძველი მორიგ ტრადიციას ჩაეყარა. 2011 წლის 30 აპრილს თბილისის პირველი საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიხსნა! კონგრესის პირველი დღე პაროდონტის დაავადებების კომპლექსური მკურნალობის პრინციპებს დაეთმო. მისასალმებელი სიტყვით RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი მენაბდე, აზერბაიჯანის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზდენტი რამიზ აჰმედბეილი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი წარსდგნენ.
კონგრესის ოფიციალური ნაწილი პროფესორ ქეთევან გოგილაშვილის მოხსენებით „პაროდონტის დაავადებათა მკურნალობა - თანამედროვე სტომატოლოგიის აქტუალური პრობლემა“ გაიხსნა.
საინტერესო მოხსენება წარმოადგინა ჰაჯეტეპეს უნივერსიტეტის პროფესორი ჯავიდ აჰმედბეილმა – „პლასტიკური პერიოქირურგია ღრძილის რეცესიის დროს „.
კლინიკა „ცედექსის“ ექიმმა-ორთოდონტმა, ლალი კოჭლაშვილმა პაროდონტის დაავადებათა კომპლექსურ მკურნალობაში ორთოდონტის როლზე ისაუბრა.
კლინიკა „დენტექსი 95-ს ექიმმა-სტომატოლოგმა მარიამ ზურმუხტაშვილმა პაროდონტის დაავადებათა სამკურნალო-პროფილაქტიკური თერაპიული მოვლის საშუალებები მიმოიხილა.
ლიმბახის დიაგნოსტიკის ევროპული ჯგუფის, „მრჩეველის“ წარმომადგენელმა, სოფიო მეტრეველმა მათი ლაბორატორიის ნოვაციური შეთავაზება -პაროდონტიტის დიაგნოსტიკის ახალი ტექნოლოგიები წარმოადგინა.
Lasser Fusing – სიახლე მეტალის კარკასის დამზადების ტექნოლოგიაში. კონგრესზე CAD/CAM სისტემის პრეზენტაცია კომპანია „ალფა-დენტის“ დირექტორმა, ემზარ კაკიაშვილმა გააკეთა.
კონგრესის პირველი დღე პროფ. ზურაბ ჩიჩუას საინტერესო კლინიკური შემთხვევების გაცნობით დასრულდა.
კონგრესის მეორე დღე, კორპორაცია Dentsply -ის ექიმ-კონსულტანტის, ნათია რუსაძის ლექცია-მასტერკლასით გაიხსნა. ნათია რუსაძემ თანამედროვე ნიკელ-ტიტანის მბრუნავი ინსტრუმენტებით მუშაობის მასტერ-კლასი კონფერენციის ყველა მონაწილესთვის ადგილზე ჩაატარა.
მოხსენებით წარსდგნენ ასოც. პროფესორი მანანა კალანდაძე და პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი ლექციით: “საინტერესო შეკითხვები ბავშვთა თერაპიულ სტომატოლოგიაში “ და „Pro-Argin ტექნოლოგიით დამზადებული ჰიპერმგრძნობელობის სამკურნალო პროფესიული ხაზი – Colgate Sensitive Pro-Relief;“ კომპანია „ქოლგეით-პალმოლივმა“ კი Colgate Sensitive Pro-Relief-ის პროფესიული კბილის პასტა კონგრესის ყველა მონაწილეს საჩუქრად გადასცა.
პროფესორ რუსუდან ქარსელაძის მოხსენება „ალერგია – გლობალური პრობლემა (მედიკამენტური ალერგიის შემთხვევები სტომატოლოგიაში)“ და მ.დ. მანანა სოსიაშვილის მასტერკლასი ალერგიული სინჯებზე ყველაზე სადისკუსიო თემები აღმოჩნდა.
არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება ქსეფოკამი (ლორნოქსიკამი) წარმოადგინა კომპანია “ნიკომედის“ პრეპარატების სპეციალისტმა მანანა ძაძუამ.
ბავშვთა ფსიქოლოგია, ექიმის და პაციენტის ურთიერთობის ფსიქოლოგია – მოხსენებით წარსდგა NLP-ს საერთაშორისო ოსტატი, გეშტარდ თერაპევტი, ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ერიქსონის ჰიპნოზის სერტიფიცირებული სპეციალისტი მარინა გოქსაძე.
ექიმის შეცდომით მიყენებული ზიანის ანაზღაურების წინაპირობებზე კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ, ქალბატონმა ნუნუ კვანტალიანმა ისაუბრა.
სტუდენტური სექცია კლინიკა „Cedex –ის“ რეზიდენტმა, გვანცა ტაბაღუამ გახსნა მოხსენებით “განლეული ალვეოლური მორჩის აღდგენა ხელოვნური ძვლისა და ღეროვანი უჯრედების საშუალებით ექსპერიმენტში თეთრ ლაბორატორიულ ვირთაგვებზე. ექსპერიმენტული კვლევის ხელმძღვანელები გახლდნენ პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი და პროფ. ირაკლი ამირანაშვილი. 
„ღია დიზოკლუზიის მკურნალობის პრინციპები და თავისებურებები ასაკობრივ ასპექტში“ წარმოადგინეს ანი ზურაბაშვილმა და თამუნა ლიპარტელიანმა; (ხელძღვანელი: მედიცინის დოქტორი, ასისტენტ პროფესორი ოთარ დარჯანია;)
„კამპერისა და ფრანკფურტის ხაზების მონაცემების შეფარდება ქართულ პოპულაციაში“ – ლილე კვაცაშვილი, თამარ ნიბლაძე; (ხელმძღვანელი: სრული პროფ. სოსო მღებრიშვილი;)
„საინტერესო კლინიკური შემთხვევა ყბა-სახის ქირურგიაში“ - ლიკა გასანოვა; (ხელმძღვანელები: პროფ. დინარა კასრაძე, პროფ. ალექსანდრე თავართქილაძე;)
„დენტალური იმპლანტაცია- ახალი ფურცელი სტომატოლოგიაში“ -მომხსენებელი: ნინო ცინცაძე; (ხელმძღვანელი – პროფ. ვლადიმერ მარგველაშვილი)
„ ყბა-სახის მიდამოს თანდაყოლილი ნაკლის მძიმე შემთხვევები“- ანა ბოკუჩავა; (ხელმძღვანელები: პროფ. დინარა კასრაძე, პროფ. ალესანდრე თავართქილაძე )
სტუდენტების და რეზიდენტების ნაშრომებს აფასებდა ჟიური შემდეგი შემადგენლობით:
ასოც. პროფ. მანანა კალანდაძე; ასოც. პროფ. სოფიო სამხარაძე, ექიმი-ორთოდონტი ლალი კოჭლაშვილი, ექიმი-სტომატოლოგი რუსუდან ივანიშვილი, მედიცინის დოქტორი ნატალია შონია.
სამი გამარჯვებული: ნინო ცინცაძე (თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი), ანა ბოკუჩავა (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი) და გვანცა ტაბაღუა ( სტ. კლინიკა „ცედექსი“) კომპანია „ალფა-დენტმა“ დააჯილდოვა.
კონგრესის მიმდინარეობისას გაიმართა სტომატოლოგიური მასალების, ტექნიკის და ფარმაცევტული კომპანიების პროდუქციის გამოფენა.



