ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი 2017

2017 წლის 23 აპრილს, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფრაგლებში, ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორიოს ფორუმი გაიმართა. წელს ფორუმზე რეკორდული რაოდენობის 31  აბსტრაქტი დარეგისტრირდა. ახალგაზრდა კონკურსანტებს წესისამებრ ობიექტურად შერჩეული ჟიური აფასებდა: თეა ჩუბინიძე, მაია გურგენიძე, ნათია ჯანელიძე, გოჩა თავართქილაძე, თინათინ თოფურიძე და ნატა ხარატიშვილი.

ფორუმში მონაწილეობას სხვადასხვა სასწავლო დაწესებულებები იღებდა, კერძოდ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, დენტ-ივერი XXI, დენტექს-95, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი, კავკასიის შაერთაშორისო უნივერსიტეტი და სხვა.

ტრადიციულად წელს სარეზიდენტო ბაზების და  სტომატოლოგიური წიგნების გამოფენა გაიყიდვა გაიმართა.

წელს პირველად ფორუმში მონაწილეობდნენ ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტები, რომელთაც საკმაოდ საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს.

კონფერენცია რადიქსის ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული, კონფერენცია აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ნებიერიძემ გახსნა, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ რადიქსის პრეზიდენტი ნინო გვასალია.

ნინო ნებიერიძე

ახალგაზრდულ სექციას უძღვებოდნენ მარიამ ქურციკიძე და მარია მუშკუდიანი.

ღონისძიება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის”, კომპანია “Power & Beauty” და „ტკბილი ქვეყნის“ მხარდაჭერით ჩატარდა.

თბილისის მე-7 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესსზე კი ჟიურის სამი რჩეული გამოვლინდა.

ესენია :

ნინო ხარაზი – საჩუქრად გადაეცა რაქდიქსის ვაუჩერი მომავალი წლის საერთაშორისო კონგრესსზე უფასო დასწრება,სტომატოლოგიური აქსესუარების ხაზმა „ჩიპო“ სამახსოვრო საჩუქარი გადასცა გამრჯვებულს. ასევე საქართველოს ციფრული სტომატოლოგიის ასოციაციამ, ბათუმის კონგრესის მასტერ-კლასზე უფასო დასწრების ვაუჩერი გადასცა.

თამარ მაცაბერიძე – საჩუქრად გადაეცა რაქდიქსის ვაუჩერი მომავალი წლის საერთაშორისო კონგრესსზე უფასო დასწრება, კომპანია PSP-მ სასაჩუქრო კალათა გადასცა.

სოფიკო კაკრიაშვილი – საჩუქრად გადაეცა რაქდიქსის ვაუჩერი მომავალი წლის საერთაშორისო კონგრესსზე უფასო დასწრება.

კომპნია „Power & Beauty“-მ ჟიურის მიერ გამოვლენილი სამივე მომხსენებელი მიიწვია სპეციალურ პროგრამაზე, რომელსაც შვეიცარიელი წარმომადგენელი წარუძღვება.

ჰაკუშ ალექსაიანი და ნარინ მირზოიანი რადიქსის ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის ადაწყვეტილებით ერევანში ორგანიზაციის წარმომადგენლებად იქნენ არჩეულნი.

საქარლოს სტომატოლოგთა ასოციაციამ თავი ფავორიტს – თემურ შუკაკიძეს და გიორგი ბახუტაშვილს 2017 წლის კონგრესსზე უფასო დასწრების ვაუჩერი გადასცა.

სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ხელმძღვანელმა ქ-ნ ქეთევან გოგილაშვილმა ყველა მონაწილეს საჩუქრად „ბაზისური და კლინიკური პაროდონტოლოგიის“  სახელმძღვანელო გადასცა.

სექციაში შემდეგი მოხსენებები იყო წარმოდგენილი:

პროგრამა

10:30 გახსნა

11:00 კარიესის პროფილაქტიკის და მგრძნობელობის დამაქვეითებელი საშუალებების გამოყენება სტომატოლოგიაში

მომხსენებელი: ნანა გორდეზიანი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: მაია წიკლაური, ალბიუსის  სტომატოლოგიური აკადემიის   რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორანტი.

11:10 ცერებრული დამბლის მქონე პაციენტების სტომატოლოგიური მომსახურების ფიზიკური და სოციალური ბარიერები

მომხსენებელი: ვიქტორია ტოკლიკიშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში, თსუ-ის დოქტორანტი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით, სტომატოლოგიის  ცენტრ ალბიუსის მენეჯერი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის  ვიცე-პრეზიდენტი

11:20    პაროდონტის დაავადებების მკურნალობის სოციალურ-ეკონომიკური ასპექტები                            .თბილისის პოპულაციაში

მომხსენებელი: თემურ შუკაკიძე, გიორგი ბახუტაშვილი, , სტომატოლოგიური კლინიკა „დენტექს-95“ , რეზიდენტები

ხელმძღვანელი: მარიკა ზურმუხტაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

11:30ქრონიკულ მორეციდივე აფთოზური სტომატიტის მკურნალობა 10 წამში

მომხსენებელი: თამარ ჯიბუტი, თამარ დანელია, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტები, მე-5 კურსი

ხელმძღვანელი: თეა ნაცვლიშვილი, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა ალბიუსის ხელმძღვანელი

 

11:40 რა პასუხი აქვს მტკიცებით სტომატოლოგიას ოზონოთერაპიაზე?კლინიკური შედეგი და   ღირებულებები

მომხსენებელი: მელიტა ბასილაია,  სტომატოლოგიის ცენტრი  „ალბიუსი“,რეზიდენტი

ხელმძღვანელი: მაია წიკლაური, ალბიუსის  სტომატოლოგიური აკადემიის   რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორანტი

11:50 სტომატოლოგიური მომსახურების თავისებურებები    ნერვული სპექტრის აშლილობის      მქონე პაციენტებში

მომხსენებელი: მარიამ პაპიძე, , სტომატოლოგიის ცენტრი „ ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ლიკა გოგილაშვილი, პაროდონტოლოგი, ქეთევან გოგილაშვილი სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი.

12:00 ფესვის არხში ჩატეხილი ინსტრუმენტები, ჩატეხვის მიზეზები, ამოღების ტაქტიკა, ინსტრუმენტის ჩატეხვის პრევენცია

მომხსენებელი: ჯანიტა შამათავა, სტომატოლოგიური კლინიკა „დენტექს-95“ რეზიდენტი

ხელმძღვანელი: მარიკა ზურმუხტაშვილი,  ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

12:10 ფესვის არხის სამგანზომილებიანი ობტურაციის ალგორითმები ბიფილ 2-1 ში აპარატის გამოყენებით.

მომხსენებელი: ანა არაბული, ოთარ ბახტაძის სახ. სტომატოლოგიური  სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“ , რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ნესტან შონია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ექიმი თერაპევტი, ო.ბახტაძის სახელობის სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრის  სარეზიდენტო ჯგუფის ლოკალური ხელმძღვანელი.

12:20 პაროდონტის ქსოვილების თერაპიული და ორთოპედიული მკურნალობის სწორი დაგეგმარება

მომხსენებელი: ლევან ბორტიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სტუდენტი, მე-4 კურსი

ხელმძღვანელი: რუსუდან დევნოზაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული  პროფესორი.

12:30 რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში

მომხსენებელი: ნინო ხუჯაძე,  სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი ,ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში, თსუ-ის დოქტორანტი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით, სტომატოლოგიის  ცენტრ ალბიუსის მენეჯერი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის  ვიცე-პრეზიდენტი

12:40 მიკროსკოპის გამოყენება თანამედროვე სტომატოლოგიაში

მომხსენებელი: მარიამ ხაჩატურიანი, ქრისტინე დათუაძე, ოთარ ბახტაძის სახ. სტომატოლოგიური  სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“ , რეზიდენტები

ხელმძღვანელი: მადონა ჩალაძე, ო.ბახტაძის სახელობის სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრის  დენტ-ივერი XXI ექიმი

     12:50 -13:20 შესვენება

13:20 კურაპროქსის პრეზენტაცია

 

13:30 რეგენერაცია სტომატოლოგიაში

მომხსენებელი: ათირ კარიმ აბდულაზეზ, საქართველოს უნივერსიტეტი, სტუდენტი

ხელმძღვანელი: ვერიკო თევზაძე, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი, მარია ჭელიძის სტომატოლოგიური  ცენტრი

13:50 ტრადიციული ქირურგია vs ენდოდონტიური მიკროქირურგია როდის და როგორ?!

მომხსენებელი: სალომე ქალდანი, სტომატოლოგიის ცენტრი „ ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: თინათინ სვანიშვილი, ალბიუსის  სტომატოლოგიური აკადემიის   რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი

14:00 პულპის დაცვა

მომხსენებელი: მუჰამედ ალზუბაირ,  საქართველოს უნივერსიტეტი, სტუდენტი, მე- 3 კურსი

ხელმძღვანელი: მარინა აბულაძე, მარინა აბულაძის სტომატოლოგიური კლინიკა, საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი

14:20 ნერვ-კუნთოვანი მიდგომის ეფექტურობის შეფასება ოკლუზიურ თერაპიაში

მომხსენებელი: ჰაკუშ ალექსანიანი, ერევნის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული სტომატოლოგიის და ორთოდონტიის კათედრა, რეზიდენტი

ხელძღვანელი: გრანტ ტერ-პოღოსიანი, პედიატრიული სტომატოლოგიის და ორთოდონტიის კათედრის ხელმძღვანელი, D.D.S., Ph.D., M.S.

 

14:40 მინაბოჭკოვანი მასალის  გამოყენება  კბილთა დეფექტების რესტავრაციის მიზნით

მომხსენებელი: ამირან მესარკიშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, სტუდენტი, მე-4 კურსი

ხელმძღვანელი: რუსუდან დევნოზაშვილი,კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის სტომატოლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული  პროფესორი

 

14:50 პულპის ღეროვანი უჯრედები ახალი სიტყვა რეგენერაციულ მედიცინაში

მომხსენებელი: ირაკლი ბერიძე, , თბილისის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტი, მე-3 კურსი

ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მკვლევარი, დოქტორანტი, სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ექიმი სტომატოლოგი, ალბიუსის სტომატოლოგიური აკადემიის ლოკალური ხელმძღვანელი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი

15:00 ენდოდონტიური მკურნალობის დროს დაშვებული შეცდომები და გართულებები

მომხსენებელი: მუჰამედ ალაიობ,  საქართველოს უნივერსიტეტი სტუდენტი, მე-3 კურსი

ხელმძღვანელი: მარინა აბულაძე, მარინა აბულაძის სტომატოლოგიური კლინიკის ექიმი, საქართველოს უნივერსიტეტი

 

15:20 ვიზაჟიზმი- ინოვაციური ციფრული ტექნოლოგიებით ესთეტიკური რესტავრაციების შექმნა

მომხსენებელი: ნინო ხარაზი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ნატა რამიშვილი, ექიმი ორთოპედი, სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი, საქართველოს ციფრული სტომატოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ხელმძღვანელი: თენგო ბინიაშვილი,  ორთოპედი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“

15:30 პირის ღრუს კიბოს არაინვაზიური სკრინიგ სისტემები

მომხსენებელი: მარიამ ტუხაშვილი, ნინო იოანიძე,  სტომატოლოგიის ცენტრი  ალბიუსი, რეზიდენტები

ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მკვლევარი, დოქტორანტი, სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ექიმი სტომატოლოგი, ალბიუსის სტომატოლოგიური აკადემიის ლოკალური ხელმძღვანელი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი

15:40 არხების მექანიკური დამუშავება საფ (თვითადაფტირებადი) სისტემით.

მომხსენებელი: ლიკა ცისკარაშვილი, ანა გეთიაშვილი,  ო.ბახტაძის სახელობის სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი  დენტ-ივერი XXI , რეზიდენტები

ხელმძღვანელი: მადონა ჩალაძე, ო.ბახტაძის სახელობის სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი  დენტ-ივერი XXI

ხელმძღვანელი: ირმა იმნაძე , ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სარეზიდენტო ჯგუფის ლოკალური ხელმძღვანელი, სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ექიმი

15:50-16:20 შესვენება

 

16:20 რატომ ვითარდება იმპლანტის ირგვლივი ქსოვილების ანთება და შეგვიძლია თუ არა მისი პრევენცია ან მკურნალობა

მომხსენებელი: სოფიკო კაკრიაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: თეა ნაცვლიშვილი, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა ალბიუსის ხელმძღვანელი

 

16:30 დენტინის ჰერმეტიზაცია (DVL)

მომხსენებელი: გვანცა დიდია  , სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: მაია წიკლაური, ალბიუსის  სტომატოლოგიური აკადემიის   რეზიდენტურის ლოკალური ხელმძღვანელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის  დოქტორანტი

16:40 ჩამოუყალიბებელი ფესვის მქონე მუდმივი კბილების ენდოდონტიური მკურნალობის თავისებურებები

მომხსენებელი: ჯულიეტა  გომკციანი, ერევნის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული სტომატოლოგიის და ორთოდონტიის კათედრა, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ვარდან გევორქიანი, ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი

17:00 აივ ინფექციის მანიფესტაცია პირის ღრუში და გამოვლენილი დაავადებების მართვა

მომხსენებელი: მარიამ ხარძიანი, , თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი სტუდენტი, მე-4 კურსი

ხელმძღვანელი: ლალი ქოჩიაშვილი, ყბა-სახის ქირურგი, კლინიკა ,,დენსის” პაროდონტოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი, საქართველოს პაროდონტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, თსუ-ს დოქტორანტი.

 

17:10 ბიომექანიკური წონასწორობის თეორია სტომატოლოგიაში  ინტერდისციპლინური მეტაკოგნიცია

მომხსენებელი: თამარ მაცაბერიძე,  სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი,

ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მკვლევარი, დოქტორანტი, სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის ექიმი სტომატოლოგი, ალბიუსის სტომატოლოგიური აკადემიის ლოკალური ხელმძღვანელი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი

17:20 გენური მუტაციები და სტომატოლოგიური დარღვევები

მომხსენებელი: ნარინ მირზოიანი, ერევნის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, პედიატრიული    სტომატოლოგიის და ორთოდონტიის კათედრა, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ელენ ბადეიანი, მხითარ ხერაცის სახელობის ერევნის სახელწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, PhD

 

17:40 ენდოდონტიური ირიგაცია  მტკიცებითი მედიცინიდან კლინიკურ პრაქტიკამდე

მომხსენებელი: ელენე სახლთხუციშვილი, ნინო მარგველაშვილი სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტები

ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მკვლევარი დოქტორანტი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრ რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი

 

17:50 საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მტკივნეული დისფუნქციის სინდრომი

მომხსენებელი: ნინო სიჭინავა,  თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტი, მე-4 კურსი

ხელმძღვანელი:  ნინო ჭუჭულაშვილი,  ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ  პროფესორი

 

18:00 ბიოლოგიური სივრცის მნიშვნელობა ვარდისფერ ესთეტიკაში

მომხსენებელი: მარიამ ყურაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ნატა რამიშვილი, ექიმი ორთოპედი, სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი, საქართველოს ციფრული სტომატოლოგიის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი

ხელმძღვანელი: თენგო ბინიაშვილი,  ორთოპედი, სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი

 

18:10 ბავშვთა მიმართ ძალადობა სტომატოლოგიურ დაწესებულებებში  

მომხსენებელი: ვახო გოგუა, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი

ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი, ჯანმრთელობის ხელშეწყობის მაგისტრი, ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი ჯანდაცვის მენეჯმენტში, თსუ-ის დოქტორანტი კლინიკური და ტრანსლაციური მედიცინის მიმართულებით, სტომატოლოგიის  ცენტრ ალბიუსის მენეჯერი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის  ვიცე-პრეზიდენტი


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>