ესთეტიკის ანალიზი, კომუნიკაცია სტომატოლოგიურ ლაბორატორიასთან, ციფრული სტომატოლოგიის გამოწვევები

2016 წლის 7-8 მაისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“  ჩატარდა.

კონგრესზე ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებული ყველა აქტუალური პრობლემა, კლინიკური შემთხვევები, პრეპარატები და მკურნალობის უახლესი მეთოდები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მოესმინა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისათვის.

უამრავ საინტერესო თემას შორის გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა თენგო ბინიაშვილისა (ექიმი ორთოპედი; კლინიკა ALBIUS, და KERAMICO) და იაროსლავ სტელმახის (CAD/CAM სპეციალისტი, კომპანია SIRONA-ს სერტიფიცირებული სპიკერი, კბილის ტექნიკოსი) საერთო ლექცია და შემდგომ მასტერ კლასს, რომელიც საქართველოს ციფრული სტომატოლოგიის ასოციაციის GDDA-ს მიერ იყო ორგანიზებული. ლექცია ეძღვნებოდა “ესთეტიკის ანალიზსა და კომუნიკაციას სტომატოლოგიურ ლაბორატორიასთან”  და ”ციფრულ სტომატოლოგიურ ლაბორატორიას”. ლექციის მსვლელობისას განხილული იყო ესთეტიკის ის უტყუარი პარამეტრები, რომელთა ცოდნაც თითოეულ ექიმს ესაჭიროება სასურველი შედეგის მისაღწევად.  Yaroslav Stelmah, ALBIUS

თენგო ბინიაშვილმა მსმენელს მისცა საშუალება, კბილთა მწკრივი სულ სხვა თვალით დაენახა, აღმოეჩინა აქამდე უცნობი და ძალზედ მნიშვნელოვანი ნიუნსები. მისმა ინდივიდუალურმა მიდგომამ და კლინიკურმა შემთხვევებმა აღაფრთოვანა დამსწრე საზოგადოება. მის მიერ დაწყებული თემა ღირსეულად განაგრძო ქართველი მსმენელისთვის უკვე კარგად ნაცნობმა და საყვარელმა უკრაინელმა სტუმარმა – იაროსლავ სტელმახმა. ამჯერად SIRONA-ს სერტიფიცირებული სპიკერი გვესაუბრებოდა ციფრული სტომატოლოგიური ლაბორატორიის შესაძლებლობებზე – თუ როგორ ხდება ექიმის მიერ შეგროვებული და გადაგზავნილი ინფორმაციის მიღება, დამუშავება და შესრულება თანამედროვე CAD/CAM ლაბორატორიში. მის მიერ დემონსტრირებულ შემთხვევებში ნათლად ჩანს თუ რაოდენ მიზერულია შეცდომის დაშვების შესაძლებლობა. იაროსლავმა წარუდგინა ქართველ მსმენელს კბილის ფერის განსაზღვრის სულ ახალი მეთოდი, რომელიც ანგრევს ჩვენთვის აქამდე ცნობილ ყველა სტერეოტიპს, განიხილა თანამედროვე კომპიუტერული პროგრამები, რომლელთა საშუალებითაც იქმნება ესთეტიკურად და ფუნქციურად დახვეწილი ღიმილი. სპიკერმა აგრეთვე ისაუბრა დენტალურ ფოტოგრაფირებაზე, თანამედროვე მასალებზე, ხელსაწყოებსა და დანადგარებზე, რომლებიც მას საშუალებას აძლევს, მიიღოს უნაკლო შედეგი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო საქართველოში პირველი პრეცენდენტი, როცა ორთოპედიული სამუშაოს შექმნის ყველა ნაბიჯი განხილული იქნა, როგორც კლინიკური, ისევე ლაბორატორიული კუთხით.

მასტერ კლასი სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსში” ჩატარდა. სტელმახი კონგრესს მომავალ წელსაც ეწვევა.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>