თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი 10 წლისაა! საზეიმო კონგრესი 2020 წლის 2-3 მაისს გაიმართება.

 

წინასწარი პროგრამა

ინტეგრირებული ლექცია | ოკლუზიის კონცეფცია

  • პაროდონტოლოგიური და ორთოდონტიული კომპლექსური მკურნალობა ოპტიმალური ესთეტიკის მიღწევაში – სტეფანო პარმაბენფენატი, ტორინოს და პარმას უნივერსიტეტების პროფესორი, იტალია
  • ტრავმული ოკლუაზია: მითი თუ რეალობა – თეა ნაცვლიშვილი, “რადიქსის” ვიცე – პრეზიდენტი, ალბიუსის პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი
  • ორთოგნათიული ქირურგიის შესაძლებლობები – დავით ბახტურიძე, ყბა-სახის ქირურგი, ონკოლოგი

ინტეგრირებული ლექცია | გართულებები სტომატოლოგიაში

  • გართულებები სტომატოლოგიაში – რისკი და პრევენცია – ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოცაიციის ვიცე-პრეზიდენტი
  • ალერგიული რეაქციების მართვა სტომატოლოგიაში – ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი. ალერგიის და იმუნოლგიის ცენტრის კლინიკური გავითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
  • გადაუდებელი დახმარების ბაზისური ალგორითმი – არჩილ მარშანია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. პირველადი გადაუდებელი დახმარების და ტრავმის მართვის ინსტრუქტორი

ინტეგრირებული ლექცია | ვირუსული ჰეპატიტები და სტომატოლოგია

  • ვირუსული ჰეპატიტების ეპიდემიოლოგია და ინფექციის კონტროლი – მაია ბუწაშვილი, ჯანმრთელობის კვლევის კავშირის დირექტორი
  • ვირუსული ჰეპატიტების პრევენცია და მართვა – ჯაბა ზარქუა, სამედიცინო ცენტრი “მრჩეველი”

ინტეგრირებული ლექცია | ანტიბიოტიკების გამოყენება სტომატოლოგიაში 

  • როდის და როგორ გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები სტომატოლოგიაში – ქეთევან გოგილაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თსუ-ის მედიცინის ფაკულტეტის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი
  • სტომატოლოგიაში გამოყენებული ანტიბიოტიკების ფარმაკო-დიმანიკა და ფარმაკო-კინეტიკა – თამარ კეზელი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის ფარმაკოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. მედიცინის მეცნიერეათა დოქტორი, პროფესორი
  • გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები ფრთხილად! –  დავით წერეთელი, მედიცინის დოქტორი, ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მთავარი სპეციალისტი

ინტეგრირებული ლექცია | ენდოდონტიური მკურნალობიდან ხელოვნურ გვირგვინებამდე – პედიატრიული სტომატოლოგიის თანამედროვე მიდგომები

  • ენდოდონტიური მკურნალობა და პოსტენდოდონტიური რესტავრაციები ბავშვთა ასაკში –  სოფიო სამხარაძე, მედიცინის დოქტორი, პროფესორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი;
  • ხელოვნურ გვირგვინების გამოყენება პედიატრიულ სტომატოლოგიაში – ელენე ხარაშვილი, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

სიმპოზიუმი

  • სამედიცინო მითები – სად გადის ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის არჩილ მარშანია, ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი. პირველადი გადაუდებელი დახმარების და ტრავმის მართვის ინსტრუქტორი.
  • რა სურს მომხმარებელს – ონლაინ კავშირის მნიშვნელობა, ინფორმაციაზე ხელმოსაწვდომობა და ციფრული ტექნოლოგიების მხარდაჭერა ბიზნეს მარკეტინგში – თინი ოსეფაშვილი, ციფრული მარკეტინგის ექსპერტი
  • სტომატოლოგიურ მომსახურებასთან ასოცირებული საკომუნიკაციო გამოწვევების გადალახვა თანამედროვე სამყაროში – ლელა აბდუშელიშვილი, განათლების მეცნიერებათა დოქტორი, კომუნიკაციის სპეციალისტი, შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი

რეგისტრაცია

  • რეგისტრაცია დაიწყება რამდენიმე დღეში ვებ გვერდზე – ticket.ge

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

514 00 00 16

555 777 895

Email: radixge@gmail.com