FIND US ON FACEBOOK

RADIX

მიზნები

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის დონის ამაღლება მედიცინის მეცნიერებების უახლესი მიღწევების შესახებ; ახალგაზრდა მეცნიერების საგანმანათლებლო, სამეცნიერო და პრაქტიკული მუშაობის წახალისება, ხელშეწყობა, რეალიზება და პოპულარიზაცია რეგიონულ, რესპუბლიკის და საერთაშორისო დონეზე; ახალგაზრდა მეცნიერების საერთაშორისო ინტეგრირების ხელშეწყობა; ეფექტური ახალგაზრდული პოლიტიკის შემუშავება და კომპეტენციის ამაღლება არაფორმალური განათლების მიდგომების დანერგვისა და პოპულარიზაციის საშუალებით. პროცესში მომავალი მეცნიერების მაქსიმალური ჩართვით, როგორც ორგანიზების და მართვის, ასევე კვლევითი საქმიანობის წახალისების თვალსაზრისით;

საქმიანობის ფორმები

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX: ეწევა საგანმათებლო – შემეცნებით საქმიანობას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და პარტნიორი სასწავლებლების სტუდენტების, ასევე სხვა ახალგაზრდა მეცნიერების პროფესიულ დაოსტატებისა და კვალიფიკაციის ამაღლებისათვის; ეწევა სამეცნიერო და კვლევით საქმიანობას; თანამშრომლობს ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მათ შორის პროფესიულ გაერთიანებებთან; ქმნის ორგანიზაციულ სტრუქტურულ ერთეულს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე; თანამშრომლობს კერძო და სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებთან; ორგანიზაციის უმაღლესი ხელმძღვანელი ორგანოა ორგანიზაციის წევრთა საერთო კრება. ორგანიზაციის ხელმძღვანელი პირი არის პრეზიდენტი. წევრთა საერთო კრების გადაწყვეტილებით 2009 წლის 26 აგვისტოდან ორგანიზაციის პრეზიდენტია – ზურაბ ალხანიშვილი. გამგეობის წევრები – რადიქსის I ვიცე-პრეზიდენტი ლანდა ლურსმანაშვილი და II ვიცე-პრეზიდენტი – ნინო გვასალია.

მიმართულებები

რადიქსი მუშაობს სამი მიმართულებით – ბავშვებთან, სტუდენტებთან და მეცნიერებთან/პრაქტიკოსებთან.  ხორციელდება საბავშვო  და სოციალური პროგრამები, რომელიც ჯანსაღი სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას ემსახურება; არაფორმალური განათლების პროექტების ხელშეწყობით, ხდება სტუდენტების სამეცნიერო მუშაობის წახალისება. ზრუნავს მეცნიერთა და პრაქტიკოსთა უწყვეტი განათლების პროგრამების ხელშეწყობასა და განხორციელებაზე.

წევრობა

ორგანიზაციის წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ადამიანი, რომელიც იზიარებს ორგანიზაციის მიზნებს.

ორგანიზაციის წევრობის მსურველი დადგენილი ფორმის წერილობითი განცხადებით მიმართავს ორგანიზაციის პრეზიდენტს, რომელიც შემდგომ განიხილავს ამ განცხადებას შემოსვლიდან არაუგვიანეს 1 თვისა.

ორგანიზაციის წევრს უფლება აქვს:

მონაწილეობა მიიღოს სართო კრების მუშაობაში; კვალიფიკაციისა და შესაძლებლობების შესაბამისად მონაწილეობდეს ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ პროექტებში; ორგანიზაციის წევრები ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროექტებში მიიღებენ მნიშვნელოვან შეღავათებსა და პრივილეგიებს.

ორგანიზაციის წლიური საწევრო შენატანი განისაზღვრება 12 ლარით.

საბანკო რეკვიზიტები:
მიმღები ბანკი..საქართველოს ბანკი
ფილიალის კოდი: 220101502
მიმღები ანგარიშის ნომერი: 874599300
ბენეფიციარი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX
დანიშნულება: საწევრო შენატანი

საწევრო შენატანის გადახდისთანავე, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ!

პირი, რომელიც აქტიურად უჭერს მხარს ორგანიზაციის საქმიანობას, ორგანიზაციის დამფუძნებელთა გადაწყვეტილებით შეიძლება მიღებულ იქნას ორგანიზაციის საპატიო წევრად. RADIX – ის პირველი საპატიო წევრი, 2009 წლის 26 ნოემბრიდან, გახლავთ პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი.