ინტერკონფესიური ბანაკი “იმედი”| აქცია ყვარლის რაიონში

საერთაშორისო ორგანიზაცია  WORLD VISION და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში, რამდენიმე წელია, ყვარლის რაიონში სხვადასხვა სოციალურ პროექტებს ახორციელებენ.  მათ შორისაა ინტერკონფესიური, ინტეგრირებული ბანაკი “იმედი”, სადაც მოხალისეები სოციალური მსახურების იდეით ერთიანდებიან – ურთიერთობა – ინტერაქტიური თამაშები, მუსიკა, თამაშები სპორტული ელემენტებით, ექსკურსიები, ერთმანეთზე ზრუნვა; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშთა ბანაკს რამდენიმე წლის წინ “რადიქსიც” სტუმრობდა.

2013 წლის მიწურულს, ზემოაღნიშნული ორგანიზაციების ორგანიზებით მორიგი აქცია ყვარლის რაიონში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის კულტურის სახლში ჩატარდა. ადგილობრივ მოსახლეობას (ბავშვებს) წარმოდგენა საქართველოს სახელმწიფო პანტომიმის თეატრმა შესთავაზა. რადიქსის გენერალურმა მდივანმა, გვანცა ტაბაღუამ კი პირის ღრუს თერაპიული საშულებების შესახებ გააკეთა მოხსენება.

სტუმრებს საჩუქრები კომპანია “ქოლგეით-პალმოლივმა” გადასცა.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>