რადიქსი ინტერკონფესიურ ინტეგრირებულ ბანაკ “იმედში”

ინტერკონფესიური, ინტეგრირებული ბანაკი  “იმედი”   ქ.ყვარელში,  რაიონის განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვებს და მოხალისეებს  2 კვირის მანძილზე მასპინძლობდა. მონაწილეთა შორის იყვნენ ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები, მათ შორის 5 მართლმადიდებელი ეკლესიიდან, 4 ევანგელურ-ბაპტისტური, 5 სომეხთა სამოციქულო, 6 ევანგელურ-ლუთერული და ა.შ. ბანაკში იმყოფებოდნენ მათი დედმამიშვილები, მშობლები და აღმზრდელებიც

მოხალისეები გაერთიენებულნი იყვნენ სოციალური მსახურების იდეით – ურთიერთობა – ინტერაქტიური თამაშები, მუსიკა, თამაშები სპორტული ელემენტებით, ექსკურსიები;

ინტერკონფესიურ, ინტეგრირებულ ბანაკს კურირებდა ექიმი-ფსიქოლოგი, ემსახურებოდა ტრანსპორტი.

მხარდაჭერებს შორის იყვნენ – WORLD VISION, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში და სამცნიერო-კვლევითი ცენტრი RADIX.

2011 წლის 16 აგვისტოს, RADIX-ის ექიმები: ნინო გვასალია, ზურაბ ალხანიშვილი, გიორგი აფხაძე, ლილე კვაცაშვილი და ლანდა ლურსმანაშვილი ბანაკს ესტუმრნენ. სალექციო მასალა მიზნად სწორი ჰიგიენური უნარ-ჩვევების გამომუშავებას და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ისახავდა. სამედიცინო კონსულტაცია მიიღო ბანაკის ყველა მონაწილემ, მათმა ოჯახის წევრებმა და აღმზრდელებმა. სემინარის ბოლოს, მასპინძლებს კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის” თერაპიული მოვლის საშუალებები გადაეცათ და მოეწყო ანიმაციური ფილმის “ლეგენდა კბილების სამეფოს შესახებ” ჩვენება.

პროექტის კოორდინატორები: მამისაშვილი ირინა (საერთაშორისო არასამთავრებო ორგანიზაცია  ” WORLD VISION ” საქართველოში); სოლეი ირინა (პასტორი, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია საქართველოში)


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *