სტომატოლოგიური კონფერენცია სამეგრელოს რეგიონში

2013 წლის 7 დეკემბერს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. “რადიქსის” ხელმძღვანელობამ  რეგიონული წარმომადგენელი, ექიმი სტომატოლოგი, ფარმაცევტი თამარ ჩიხლაძე წარადგინა. პრეზენტაციას სასწავლო უნივერსიტეტმა “ევროპული აკადემია” უმასპინძლა. კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის რეგიონული წარმომადგენელი, პროფესორი გია დანელია, “რადიქსის” პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და ქ-ნი თამარ ჩიხლაძე წარსდგნენ. პრეზენტაცია სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მოხსენებებით…

“სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” | ქუთაისი

2013 წლის 2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში “რადიქსის” მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია “სტომატოლოგია ადამიანის ჯანმრთელობისთვის” ჩატარდა. კონფერენცია ორგანიზებული იყო სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრისა და სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო ცენტრ “ცედექსის” მიერ. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვებით საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ, ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პროფსორმა ქეთევან…

ზურაბ ალხანშვილი

გადაცემა ” სხვა შუადღე” | სტომატოლოგია | რუსთავი 2 | 29.10.13

“სხვა შუადღე” ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გადაცემების “შუა დღისა” და “სხვა ამბების” ერთობლივი პროექტია. 2013 წლის 29 ოქტომბერს, წამყვანებმა სტომატოლოგებს უმასპინძლეს. გადაცემის სტუმრები: ☞ ზურაბ ალხანიშვილი (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”, პრეზიდენტი) ☞ მამუკა მარგველაშვილი (ექიმი სტომატოლოგი, პროფესორი) ☞ ეკა ქაჯაია (კომპანია “პრეზიდენტის” სამედიცინო წარმომადგენელი)

მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია ქუთაისში (პროგრამა)

2013 წლის 2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში “რადიქსის” მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია ორგანიზებულია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრისა და სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო ცენტრ “ცედექსი” მიერ. წინასწარი პროგრამა: 11:00-11:15   “რადიქსი – შენი პროფესიული წარმატებისთვის” – გვანცა ტაბაღუა ( ს.კ.ც. “რადიქსის” გენერალური მდივანი) 11:15-11:45   “პირის ღრუს ინფექციური დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები”…

თელავში კახეთის მესამე სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდა

2013 წლის 5 ოტომბერს კახეთის მესამე სამეცნიერო კოფერენცია გაიხსნა. კონფერენცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა, ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტების მიმოხილვით გახსნა, შემდეგ კი სტომატოლოგიური პერსონალის პროფესიული პასუხისმგებლობის დაზღვევის პროგრამებზე ისაუბრა. აღნიშნული პროგრამა საქართველოს ექმთა ასოციაციის და დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტოს მიერ შემუშავებული პროექტია, რომელიც დღეიდან კახეთის რეგიონშიც იფუნქციონირებს. კონფერენციის პირველი დღე ექიმ სტომატოლოგებს დაეთმოთ. მოხსენებებით…

Fair Trees და ბოლსების ფონდის აქცია ამბროლაურის რაიონში

Fair Trees ასე ჰქვია დანიურ კომპანიას, რომელიც უკვე რამდენიმე წელია საქართველოში, ამბროლაურის რაიონში გირჩის თესლის ბიზნესითაა დაკავებული. ბოლსების საშობაო ნაძვის ხეები რაჭის ტყიდანაა და ისინი მთელ ევროპაში იყიდება.  კომპანიის წარმომადგენლებმა რაჭის მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა იკისრეს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. კომპანიის წარმომადგენლებმა რაჭის მოსახლეობის მიმართ სოციალური პასუხისმგებლობა იკისრეს და სხვადასხვა პროექტებს ახორციელებენ. 2013 წლის მაისში  ექიმების…

Zurab Alkhanishvili

“პროფესიული არჩევანი” – ლიდერთა სახლის პროექტი იუსტიციის სახლში

ლიდერთა სახლი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული კლუბია, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება. პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და გულისხმობს ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა მიწოდებაც მონაწილეთათვის, სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით ეტაპობრივად განხორციელდება. 2013 წლის 11 მარტს, იუსტიციის სახლში, ლიდერთა…

ლექცია-მასტერკლასები დენტალურ იმპლანტოლოგიაში

2012  წლის 16-17 ნოემბერს, სასტუმრო D-პლაზაში, კომპანია Implant Line Georgia-ს ორგანიზებით და რადიქსის მხარდაჭერით,  ჩატარდა ლექცია-სემინარი იმპლანტოლოგიაში, რომელსაც უძღვებოდა ყბა-სახის ქირურგი, ქირურგი-იმპლანტოლოგი, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, მოსკოვის დიპლომის შემდგომი სწავლების ქირურგიული სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის კათედრის ასისტენტი არტურ ზაქარიანი. ბატონი არტური, როგორც მან აღნიშნა, მუშაობს იმპლანტოლოგიაში 1993 წლიდან. რამაც მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვა. ლექცია…

რადიქსის საბავშვო პროგრამა თბილისის 158-ე საჯარო ბაგა-ბაღში

რადიქსის ბავშვთა პროგრამის ფარგლებში, 2012 წლის 20 ნოემბერს,  RADIX-ის ექიმი სტომატოლოგები,  “ქოლგეით-პალმოლივის” ექიმი ბაჭიები და რვაფეხა “ჰენდი” თბილისის 158-ე ბაგა-ბაღს ეწვივნენ. კომპანია “ქოლგეითმა საჩუქრად კბილის პასტები, ჯაგრისები, და სხვა სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.  აღსაზრდელებს სპეციალური, სიმბოლური,  სერტიფიკატები იმის  დასტურად გადაეცათ, რომ  ჰიგიენური მოვლის უნარ-ჩვევებს წარმატებით დაეუფლნენ.

მალე: ჯანმრთელი ღიმილის ერთი თვე საქართველოში (ანონსი)

2012 წლის 15 ოქტომბრს კომპანია “ქოგეით-პალმოლივის” ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციისა და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, “ჯანმრთელი ღიმილის თვე” დაიწყება. აქცის ფარგლებში ჩატარდება შემდეგი ღონსძიებები: ორი მობილური კლინიკა ყოველდღიურად მოემსახურება პაციენტებს. სერვსი გულისხმობს უფასო კონსულტაციას, მკურნალოს დაგეგმარებასა და საჩუქრებს კომპანია ქოლგეითისგან. მობილური კლინიკები განთავსებული იქნება საბურთალოს გუდვილსა და სავაჭრო ცენტრ “ჯი-თი-სი-ში” 15 ოქტომბრიდან 24 ოქტომბრის…