სტომატოლოგიური მომსახურების თანამედროვე სტანდარტები

2012 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, ლანჩხუთის რაიონში, გრიგოლეთში, სასტუმრო „ანდამატში“  სამეცნიერო კონფერენცია “სტომატოლოგიური მომსახურების თანამედროვე სტანდარტები” ჩატარდა. მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს გენერალური დირექტორი, საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი ნუცა ზურაბიანი და კონფერენციის ორგანიზატორი, საბჭოს გენერალური მდივანი ზურაბ ალხანიშვილი. ნუცა ზურაბიანმა…

საბავშვო პროგრამა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში

2012 წლის 24 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსას საბავშვო ბაღს  რადიქსის ექიმი სტომატოლოგები – ზურაბ ალხანიშვილი და ლანდა ლურსმანაშვილი ესტუმრნენ და აღსაზრდელებს ჰიგიენური მოვლის საშუალებებსა და აუცილებლობაზე ესაუბრნენ. აღსაზრდელებს კომპანია ქოლგეით-პალმოლივის მიერ დაწესებული კბილის პასტები და ჯაგრისები გადაეცათ. სემინარი საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმით “კბილების სამეფოთი” დასრულდა.

რადიქსის საბავშვო პროგრამა თბილისის 144-ე საჯარო ბაგა-ბაღში

2012 წლის 20 ივნისს რადიქსი თბილისის 144-ე ბაგა-ბაღს ეწვია. რადიქსის ექიმებთან ერთად, ბავშვებმა ბევრი იმხიარულეს, საინტერესო ზღაპრები მოისმინეს, კბილების გამოხეხვის სწორი ტექნიკა ისწავლეს და ერთმანეთს ასწავლეს.  სტუმრად “ქოლგეით-პალმოლივის” ექიმი ბაჭია და რვაფეხა “ჰენდიც” მოიწვიეს, რომლებმაც ჰიგიენური მოვლის საშუალებებით ყველა მონაწილე დაასაჩუქრეს. შეხვედრა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმით “კბილების სამეფოთი” დასრულდა. აღსაზრდელებს სპეციალური, სიმბოლური  სერტიფიკატები იმის  დასტურად გადაეცათ, რომ  ჰიგიენური მოვლის უნარ-ჩვევებს წარმატებით დაეუფლნენ.

1 ივნისი მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში

“ჩვენ ბავშვებისთვის” ამ სახელწოდების საინიციატივო ჯგუფი, ბექა პაპელაშვილის ხელმძღვანელობით, მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოლოგიისა და ჰემატოლოგიის დეპარტამენტის პაციენტებისთვის სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებითაა დაკავებული. ჯგუფში ასზე მეტი ადამიანია გაერთიანებული. მათი უმეტესობა ახალგაზრდაა, ძირითადად – სტუდენტები.  პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, საინიციატივო ჯგუფის წამოწყებას რადიქსიც შეუერთდა. რადიქსის ექიმები ლევკემიით დაავადებულ ბავშვებს ესტუმრნენ და ქოლგეით-პალმოლივის მიერ…

რადიქსი რედიქსში

2011 წლის 8 დეკემბერს, ბავშვთა პროგრამის ფარგლებში,რადიქსი რედიქსის საბავშვო ბაღს ეწვია. სასიამოვნოდ გაგვაოცა ბაღის ფიზიკურმა გარემომ, აღმზრდელებმა და

რადიქსის ბურთები

რადიქსის ფეისბუქის გვერდი გთავაზობთ ახალ კონკურსს “რადიქსის ბურთები” 6 დეკემბრიდან, ყოველ დღე, ფეისბუქის გვერდის ამ ალბომში ( ბმულზე გადასასვლელად

RADIX საბავშვო ბაღებში

რადიქსის ბავშვთა პროგრამის ფარგლებში, 2011 წლის 2 ნოემბერს,  RADIX-ის იქიმი სტომატოლოგები,  “ქოლგეით-პალმოლივის” ექიმი ბაჭიები და რვაფეხა “ჰენდი” თბილისის 91-ე ბაგა-ბაღს ეწვივნენ.

RADIX “მთიებში”

რადიქსის ბავშვთა პროგრამის ფარგლებში, 2011 წლის 27 ოქტომბერს სემინარი საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღ “მთიებში” ჩატარდა. RADIX-ის იქიმი სტომატოლოგები,  “ქოლგეით-პალმოლივის” ექიმი ბაჭიები და რვაფეხა “ჰენდი” ბავშვებს ჰიგიენური მოვლის საშუალებებს ასწავლიდნენ.