„რადიქსის“ რეგიონული კონფერენცია 2016

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. ცენტრის რეგიონული გაძლიერების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და დღეისათვის საქართველოში რადიქსის 4 რეგიონული ორგანიზაცია ფუნქციონირებს. პროგრამის მიზანია მედიცინის სფეროს ნოვაციების გავრცელება და რეგიონების წარმომადგენელი ექიმებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.

2016 წლის 2-3 აპრილს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები იმერეთსა და სამეგრელოში ჩატარდა.ნინო გვასალია

იმერეთში ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა. კონფერენცია “რადიქსის” პრეზიდენტმა ნინო გვასალიამ, იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა ლევან მორჩაძემ და პროფესორმა თენგიზ ლობჟანიძემ გახსნეს.

კონფერენციაზე მოხსენებით “ანტიბიოტიკოთერაპია და ანტიბიოტიკორეზისტენტობა სტომატოლოგიაში” მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი წარსდგა. “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტმა, გვანცა ტაბაღუამ ენდოდონტიურ პრაქტიკაში ანტიმიკრობული მოქმედების სპეციფიკის ალგორითმი წარმოადგინა.

სტომატოლოგიური კლინიკების მენეჯმენტის, ადმინისტრირების, დოკუმენტაციის წარმოებისა და სახელმწიფოს წინაშე აღებულ ვალდებულებებზე საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, ზურაბ ალხანიშვილმა ინტერაქტიული სემინარი ჩაატარა.

პროფესორმა მამუკა გოგიბერიძემ კბილის აღდგენის მეთოდების შერჩევისას დენტალური იმპლანტაციის პრიორიტეტების განსაზღვრის მექანიზმი, ორთოდონტმა ლალი კოჭლაშვილმა კი ორთოდონტული კურნალობის მეთოდები, სიაახლები და თავისებურებები განიხილა.

კონფერენცია ბავშვთა ასაკში ენდოდონტიური მკურნალობის ბოლო გაიდლაინების შესახებ პროფესორ სოფიო სამხარაძის მოხსენებით დასრულდა.

სამეგრელოს რეგიონში კი მოწვეული იყო სპეციალური სპიკერი, ყბა-სახის ქირურგი გოჩა თავართქილაძე.

სამგრელოში კონფერენცია “რადიქსის” რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, თამარ ჩიხლაძემ გახსნა და მისასალმებელი სიტყვა ორგანიზაციის პრეზიდენტს, ნინო გვასალიას და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორს, პროფესორ თეონა ხოფენიას გადასცა. “ეს კონფერენცია არის სასიამოვნო საჩუქარი ჩემთვის” – აღნიშნა ქ-ნ-მა თეონამ.
კონფერენციები შემოდგომას სხვა რეგიონებში გაგრძელდება.


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>