სტომატოლოგიური კონფერენცია სამეგრელოს რეგიონში

2013 წლის 7 დეკემბერს სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. “რადიქსის” ხელმძღვანელობამ  რეგიონული წარმომადგენელი, ექიმი სტომატოლოგი, ფარმაცევტი თამარ ჩიხლაძე წარადგინა. პრეზენტაციას სასწავლო უნივერსიტეტმა “ევროპული აკადემია” უმასპინძლა. კონფერენცია საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის რეგიონული წარმომადგენელი, პროფესორი გია დანელია, “რადიქსის” პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და ქ-ნი თამარ ჩიხლაძე წარსდგნენ.

პრეზენტაცია სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. მოხსენებებით წარსდგნენ “რადიქსის” გამგეობის წევრები: ზურაბ ალხანიშვილი, ნინო გვასალია, გვანცა ტაბაღუა და ლანდა ლურსმანაშვილი. მათ ცენტრის ბაზაზე ჩატარებული კვლევები და შექმნილი გაიდლაინები წარმოადგინეს. მოხსენებით წარსდგა “დენტოკლუბის” ექიმი სტომატოლოგი, კორპორაცია “დენტსპლაის” სერტიფიცირებული ტრენერი  ნათია რუსაძე: “წარმატების გზები ენდოდონტიურ მკურნალობაში”.  ქ-ნა ნათიამ ჩაატარა მასტერ-კლასიც.Dentistry for Human health Samegrelo

ექიმმა ორთოდონტმა ლალი კოჭლაშვილმა ორთოდონტული მკურნალობის პროცესში კომპლექსური მიდგომის აუცილებლობაზე ისაუბრა და კლინიკური შემთხვევები წარმოადგინა.

ფარმაცევტულმა კომპანიებმა “პრეზიდენტმა”,  DR. THEISS Naturwaren-მა  (ლაკალუტის მწარმოებელი კომპანია), “ჯი-პი-სიმ” თავიანთი პროდუქცია წარმოადგინეს.collage dentistry for human health

მონაწილე კომპანიები: 

  • სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია
  • სტომატოლოგიური ჟურნალი “GSAnews”
  • კბილთა რესტავრაციის სკოლა
  • “ლაკალუტის მწარმოებელი კომპანია “Dr Theiss Naturwaren”
  • პირის ღრუს მოვლის საშუალებები “პრეზიდენტი”
  • ფარმაცევტული კომპანია “ჯი-პი-სი”
  • კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია სამეგრელოს რეგიონში სტომატოლოგიურ ღონისძიებებს რამდენიმე წელია,  logo livepress.geრეგულარულად ატარებს. 7 დეკემბრის კონფერენცია “რადიქსის” და ასოციაციის პირველი ერთობლივი ღონისძიება გახლდათ.

იხილეთ “ნიუსი”  “ლაივპრესზე”: http://bit.ly/1cs6Wcg

კონფერენციის პროგრამა ამ ბმულზე:  სამეგრელო, პროგრამა

programa samagrelo


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>