მასტერ კლასები | TIDC 2015 | ანონსი

მასტერ კლასი

მასტერკლასი  იმპლანტოლგიაში ალოგენური მასალების გამოყენებით

ძვლოვანი ქსოვილის რეკონსტრუქციის მოწინავე მეთოდები ერთმომენტიანი (immediat implant placement)  და შორეული იმპლანტაციის (delayed implant placement) დროს.

მასტერკლასი ორგანიზებულია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის RADIX-ის მიერ თბილისის 5 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში.

თეორიული კურსის თემატიკა:

  • ძვლის ვერტიკალური აუგმენტაციის ახალი მეთოდები ალოგენური ძვლოვანი რგოლების გამოყენებით (BONE RING Technique)
  • ძვლის ვერტიკალური და ჰორიზონტალური აუგმენტაციის ახალი მეთოდები ალოგენური ძვლოვანი ბლოკების გამოყენებით (ARGON®)

მასტერკლასის პრაქტიკული ნაწილი:

კლინიკური დემონსტრაცია:

  • ოპერაციის ვიდეო დემონსტრაცია
  • შორეული კლინიკური შედეგების წარმოდგენა გრძელვადიანი საკონტროლო დაკვირვების საფუძველზე.

პრაქტიკა:

  • ძვლის მიმართული რეგენერაცია (GBR) ძვლოვანი რგოლების გამოყენებით (BONE RING Technique) ძვლის ვერტიკალური და ლატერალური აუგმენტაციისთვის
  • ძვლის მიმართული რეგენერაცია (GBR) ალოგენური ძვლოვანი მასალის გამოყენებით ერთმომენტიანი (immediat implant placement) და ორმომენტიანი იმპლანტაციის (delayed implant placement) დროს

ინფორმაცია მონაწილეებისთვის:

მასტერ კლასისთვის მონაწილეებმა სასურველია (თუმცა არაა აუცილებელი) იქონიონ გამადიდებელი სათვალეები.

ალოგენური ძვლოვანი რეგენერაციის და იმპლანტების სისტემა უზრუნველყოფილია ყველა მონაწილისთვის კომპანია ARGON®-ის მიერ.

მონაწილეებს შეუძლიათ გადმოტვირთონ მასტერ კლასზე წარმოდგენილი პრეზენტაციები ვებ-გვერდიდან http://www.curriculumparodontologie.de/. კურსზე დარეგისტრირების შემდეგ მონაწილეებს მიეცემათ ინფორმაცია პრეზენტაციების ხელმისაწვდომობის შესახებ. იქედან გამომდინარე, რომ მონაწილეებს არ მოუწევთ სალექციო ნაწილის დაკონსპექტება, ლექციის მიმდინარეობისას შეძლებენ სრულფასოვნად მოუსმინონ მომხსენებელს და მასტერკლასის დასრულების შემდეგ ჩამოტვირთონ სრული ინფორმაცია.

მასტერ კლასის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

  • 599 21 36 16
  • Email: Info@radix.ge; radixge@gmail.com
  • www.radix.ge
  • www.tidc.ge

ინფორმაცია სპიკერზე:

ვოლფ-დიტერ გრიმმ

DDS, PhD, MSc, პროფესორი პაროდონტოლოგიაში, ჯანდაცვის ფაკულტეტი, ვიტენ/ჰერდეკეს უნივერსიტეტი, გერმანია.

გერმანიისა და ევროპის პაროდონტოლოგთა ასოციაციების დიპლომირებული პაროდონტოლოგი.

Wolf-Dieter Grimmვოლფ-დ. გრიმმა 1968 წ. დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი. იგი მუშაობდა დრეზდენის ტექნიკურ უნივერსიტეტში და შვერინის პოსტდიპლომური სწავლების აკადემიაში. 1991 წლიდან მუშაობს ვიტენის უნივერსიტეტში ჯანდაცვის ფაკულტეტზე (გერმანია). პროფ. გრიმმი 1992 წ-დან სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე  პაროდონტოლოგიის განყოფილების გამგეა და 1993-97 წწ იყო ამავე უნივერსიტეტის სტომატოლოგიური კლინიკის დირექტორიც. 1997-2005 წწ მუშაობდა აშშ-ში (ჩაპელ-ჰილი), როგორც მოწვეული პროფესორი ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის პაროდონტოლოგიის განყოფილებაზე. მას აქვს მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილება პაროდონტის დაავადებათა დიაგნოსტიკასა და მიკროქირურგიული მეთოდებით მკურნალობაში.

პროფ. გრიმმის სამეცნიერო საქმიანობა დაკავშრებულია ცხოველებზე ექსპერიმენტულ კვლევებთან და 2006 წლიდან იგი მუშაობს პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიაში ღეროვანი უჯრედების გამოყენებაზე პაროდონტის ქსოვილების რეგენერაციის მიზნით. პროფესორი მის თანამშრომლებთან ერთად მუშაობს ალვეოლური ძლოვანი დეფექტების ვერტიკალურ და ჰორიზონტალურ აუგმენტაციის ახალ მეთოდებზე ალოგენური ძვლოვანი მასალებისა და სასიდან გამოყოფილი ადამიანის ექტო-მეზენქიმური ღეროვანი უჯრედებით გამდიდრებული ქსოვილების გამოყენებით.

პორფ. გრიმმი 3 ჯერ იყო დაჯილდოვებული Colgate-Research Award-ით. 2010 წლიდან იგი ექიმ M.A. Vukovic-თან ერთად არის კერძო კლინიკის “Praxisteam Hasslinghausen” მფლობელი, რომელიც სპეციალიზირებულია პაროდონტოლოგიასა და იმპლანტოლოგიში. 2014 წ. სექტემბრიდან დამატებით მუშაობს სტავროპოლის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში (რუსეთი)  Gottfried Herder Exchange Program პროგრამის   (გერმანია) დამსახურებული სტომატოლოგი პროფესორის რანგში.

ექიმი გრიმმის რედაქციით გამოქვეყნდა წიგნი და ასევე არის სხვადასხვა წიგნის 17 თავის, 87 სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია გერმანიისა და საზღვარგარეთის რეფერირებად ჟურნალებში. იგი არის 3 სამეცნიერო ჟურნალის რედაქციის წევრი და 2 სტომატოლოგიური ასოციაციის პრემიის ლაურიატია.

______________________________________________________________

განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობა

არხების განბჟენის საკვანძო მომენტები და ინსტუმენტის მოტეხილი ფრაგმენტების მოცილება

ნიკელ-ტიტანის ინსტრუმენტების და ულტრაბგერის როლი განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობისას

 4-5 მაისი

ენდოდონტიური მკურნალობის ამოცანები

ულტრაბგერა

  • ულტრაბგერის ფიზიკური მახასიათებლები, სასარგებლო და საშიში. პაროდონტოლოგიური და ენდოდონტიური ულტრაბგერითი მოწყობილობების განმასხვავებელი პარამეტრები.
  • ულტრაბგერის გამოყენების ჩვენებები განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის დროს. სხვადასხვა მანიპულაციების ჩატარების ალგორითმი განმეორებითი მკურნალობის ეტაპებზე: ვიბრაციის სიხშირის და აპარატის სამუშაო თავის შერჩევის თავისებურებები.
  • ენდოდონტიური მისადგომის პრობლემა განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობისას, ულტრაბგერის როლი მის გადაწყვეტაში.
  • ობლიტირებული არხების და მათი შესასვლელების აღმოჩენა და გავლა.
  • არხშიდა კონსტრუქციის მოცილება,მუშაობის ტაქტიკა მარტივი და რთული შემთხვევევის არსებობისას. შესაძლო გართულებები და მათი პრევენციის მეთოდები.
  • განსხვავებული მასალით ობტურირებული არხების განბჟენის თავისებურებები.
  • ინსტრუმენტის ფრაგმენტების ამოღება. შედეგის პროგნოზირება, მანიპულაციების ჩატარების წესები, ფესვთა სისტემის ანატომიასთან დაკავშირებული ნიუანსები.
  • ირიგანტების პასიური ულტრასონირება, რას გულისხმობს? როდის და როგორ მუშაობს ის? უსაფრთხოების ტექნიკის წესები.

ნიკელ-ტიტანის ინსტრუმენტები

  • ნიკელ-ტიტანის ინსტრუმენტების როლი განმეორებითი ენდოდონტიური მკურნალობის დროს.
  • სხვადასხვა ეტაპზე მათი გამოყენების ალგორითმი.
  • ეფექტური და უსაფრთხო მუშაობის პრინციპები.

  პრაქტიკული ნაწილი-მასტერკლასი 

მონაწილეები შეიძენენ შემდეგ უნარებს:

  • არხების ობტურაცია თერმოპლასტიური გუტაპერჩით კომბინირებული მეთოდით.
  • ნიკელ-ტიტანის ინსტრუმენტების გამოყენება არხების განბჟენისა და პრეპარირებისათვის.
  • ულტრაბგერის (VDW Ultra) გამოყენება არხების განბჟენისა და ინსტრუმენის მოტეხილი ფრაგმენტის ამოღებისათვის.

Tamara Shpak

მასტერ-კლასი ცატარდება 4-5 მაისს. ერთ კურსზე დამსწრეთა რაოდენობა -12 .

ამ მასტერ-კლასში კომბინირებულია ორი სხვადასხვა მასტერ კლასი.  მასტერ კლასის ხანგრძლივობა –  5 საათი.

კურსის ღირებულება – 150 ევროს ექვივალენტი ლარში.

10 აპრილამდე გადახდის შემთხვევაში – 135 ევრო.

ტამარა შპაკი

  • სამეცნიერო კონსლუტანტი VDW GmbH (გერმანია).
  • სამეცნიერო კონსულტანტი კომპანიათა ჯგუფი“ფარმგეოკომი“
  • ევროპელ სტომატოლოგ- მიკროსკოპისტთა საზოგადოების წევრი
  • საავტორო კურსების ლექტორი ენდოდონტიაში.
  • უმაღლესი კატეგორიის ექიმი
  • ენდოდონტიის სასწავლო  სახელმძღვანელოების ავტორი.

დამატებიტი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით კომპანია “ნიუ ლაინ დენტალს”:

მობ: 599 973498; 599 172170;

Email: new-line@new-line.com.ge
sergo@new-line.com.ge
sergioangelika@hotmail.com

______________________________________________________________

მოსახსნელი პროთეზები – ბუნებრივი კბილების იმპლანტაცია, CAD/CAM ტექნოლოგია

მარკო ვანინი (იტალია)

  • ”Vita Ceramic კურსი (ხარისხი)
  • “Bepi Spina Color”კურსი (ხარისხი)
  • Vita HI-Ceramic კურსი(ხარისხი)

მარკო ვანინი სხვადასხვა Hands-on კურსებსა და მასტერ კლასებს  კბილის ტექნიკოსტებისთვის  და პრაქტიკოსი ექიმებისთვის იტალიასა და 50-ზე მეტ ქვეყანაში უძღვება. სპიკერი და დემონსტრატორი სტომატოლოგიურ სკოლებსა და სამედიცინო ფაკულტეტზე (Live დემონსტარცია პაციენტებზე)

ვანინი თბილისის მეხუთე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ჩაატარებს მასტერ კლასს თემაზე “მოსახსნელი პროთეზები – ბუნებრივი კბილების იმპლანტაცია, CAD/CAM ტექნოლოგია”

კურსის ხანგრძლივობა 6 საათი.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

597 11 90 07

RADIX

______________________________________________________________

მასტერ კლასი

მინაბოჭკოვანი ტექნოლოგიები – ადჰეზიური ხიდის დამზადება.მორყეული კბილების შინირება

მასტერკლასს ატარებს :

ირენ ზენტეკი

ირენ ზენტეკი
ირენ ზენტეკი

სტომატოლოგიური ცენტრი „ელიტი“ – ს ექიმი – რესტავრატორი, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგი, კომპანია “Coltene”–ს კლინიკური კონსულტანტი.

სპეციალიზაცია:

პირდაპირი და კომბინირებული მეთოდის რესტავრაციები თანამედროვე კომპოზიციური მასალების გამოყენებით და სისტემა Componeer – ით.

თემა:  მინაბოჭკოვანი ტექნოლოგიები – ადჰეზიური ხიდის დამზადება. მორყეული კბილების შინირება.

მასტერკლასი გათვალისწინებულია ექიმ–რესტავრატორებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა ამ სფეროში.

                      

თეორიული ნაწილი

  • მინაბოჭკოს თვისებები
  • გამოყენების ჩვენებები
  • მინაბოჭკოს სახეობები
  • მინაბოჭკოვანი კონსტრუქციების სახეობები
  • მინაბოჭკოს ბიოინტეგრაცია სარესტავრაციო კონსტრუქციაში
  • მინაბოჭკოვანი წკირების გამოყენება
  • კარიესული ღრუს არმირება მინაბოჭკოვანი თასმით
  • მორყეული კბილების შინირება მინაბოჭკოვანი თასმით
  • ჩართული დეფექტების აღდგენა მინაბოჭკოვანი თასმის გამოყენებით პირდაპირი მეთოდით
  • ჩართული დეფექტების აღდგენა მინაბოჭკოვანი თასმის გამოყენებით არაპირდაპირი მეთოდით

პრაქტიკული ნაწილი

პრაქტიკული ნაწილი ჩატარდება მონიტორზე ვიდეოტრანსლაციის ფორმატით. ყველა მონაწილეს საშუალება ექნება  დამოუკიდებლად იმუშაოს ფანტომურ მოდელზე, მოახდინოს მორყეული კბილების შინირება სპეციალურად აღჭურვილ სამუშაო ადგილზე მინაბოჭკოვანი თასმისა და თანამედროვე კომპოზიციური მასალის გამოყენებით გამოცდილი ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ.

მორყეული კბილების შინირება

  1. ჩვენება და უკუჩვენება
  2. კბილების პრეპარირება შინირებისთვის
  3. მინაბოჭკოვანი თასმის ფიქსაცია
  4. კბილების აღდგენა
  5. არტაშანის ფინალური დამუშავება

 

მასტერკლასის დასრულებისას გაიცემა სერტიფიკატი

ჯგუფში ადგილების რაოდენობა – 10 კაცი

მასტერკლასის ღირებულება 150 ლარი

ინტერნებისა და რეზიდენტებისთვის გათვალისწინებულია 10% იანი ფასდაკლება

მასტერკლასი ჩატარდება სტომატოლოგიურ ცენტრ „ელიტ“-ში

დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით რესტავრაციის სკოლას:  

ტელ.: 222 30 51 ; 568 915 226


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>