იმპლანტაციის სასწავლო კურსი დომინიკის რესპუბლიკაში

UFHEC უნივერსიტეტი, (სანტო დომინგო, დომინიკის რესპუბლიკა) ქართველ მოქმედ და მომავალ  იმპლანტოლოგებს ახალ სასწავლო პროგრამას სთავაზობს/ სასწავლო კურსების პროგრამა პირის ღრუს ქირურგიის და საბაზისო იმპლანტოლოგიის პროგრამა. A – 2 დღე თეორიული კურსი – ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხების  თეორიულად განხილვა. – ვიდეოპროექტირება,სხვადასხვა პრაქტიკული ოპერაცისების ნახვა. – ანატომიის დეპარტამენტი. მნიშვნელოვანი ანატომიური სტრუქტურების იდენტიფიცირებაზე მუშაობა,(მაქსიმალურად პრაქტიკული თვალსაზრისით) როგორც საწყისი ეტაპი,…

სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია (TIDC 2014) – პირობები

თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე (TIDC) მეოთხე წელია, სტუდენტების და რეზიდენტების სექცია არსებობს. სექციის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევარების წახალისება შემდგომი სამეცნიეროო მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით. სექციის თემა თავისუფალია, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს წარმოდგენილი კრიტერიუმებიდან რომელიმეს: 1. წარმოდგენილი უნდა იყოს საინტერესო კლინიკური შემთხვევა; 2. თემატიკა ეხებოდეს სტომატოლოგიის კავშირს მედიცინის სხვა მიმართულებებთან; 3. წარმოდგენილი იყოს კლინიკური კვლევითი ნაშრომი; 4. წარმოდგენილი იყოს…

კონკურსი რესტავრაციულ სტომატოლოგიაში – II სეზონი

კბილთა რესტაცრაციის სკოლა, რადიქსის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისის მეოთხე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, იწყებს კონკურსს რესტავრაციულ სტომატოლოგიაში; კონკურსის მიზნები: – ნიჭიერი ახალგაზრდა სტომატოლოგების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; – საღეჭი კბილების რესტავრაციის თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიის პოპულაცია; – სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის; – საზოგადოებაში სტომატოლოგიური საქმიანობის იმიჯის ამაღლება; – სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების…

SYSSA – ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენუტრი სამეცნიერო ასოციაცია (SYSSA) გიწვევთ – “სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენციაზე” (უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს X სამეცნიერო კონფერენცია) მონაწილეობის მისაღებად. მოწვეული იქნებიან სტუდენტები ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტიდან, ყაზახეთის ყარაგანდის უნივერსიტეტიდან და ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტიდან. ასევე სიტყვით გამოვლენ მოწვეული სპიკერები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ, PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის,…

ბაკურიანის ზამთრის სემინარი 2014 | პროგრამა | GYDS

Berlin Chemie “how to rule pain”საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით და კომპანია „ჯიპისის“ გენერალური სპონსორობით, ტარდება სტომატოლოგთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო სემინარი,“ბაკურიანი 2014“. სემინარის მასპინძელი იქნება სასტუმრო “თბილისი”. სპიკერები მოწვეული არიან როგორც საქართველოდან, უკრაინასა და რუსეთიდან. სმეინარი ჩატარდება 28 თებერვალს, 1 და 2 მარტს. სემინარში მონაწიელბის საფასური შეადგენს 300 ლარს, რომელშიც შედის სრული პაკეტი (მგზავრობა, 3 დღე სასტუმროში განთავსება,…

1 st Eurasian Multidisciplinary Forum, EMF 2013

ევრაზიის პირველი მულტიდისციპლინური ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) ურთიერთთანამშრომლობით ჩაატარდა ევრაზიის პირველ მულტიდისციპლინარული ფორუმი. ფორუმი გახსნა სასტუმროში “Holiday Inn” 2013 წლის 24 ოქტომბერს. ქართველი და უცხოელი მეცნიერების გარდა, გახნის ცერემონიალს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი და სხა მოწვეული სტუმრები. ფორუმი…

Alpha-Bio-ს მასტერ კლასი დენტალურ იმპლანტაციაში | 29-30.11.13

2013 წლის 29-30 ნოემბერს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით და კომპანია “იმპლადენტის” ორგანიზებით, ჩატარდება მასტერ კლასი დენტალურ იმპლანტაციაში. პროგრამა: 29 ნოემბერი 9:30-10:00   რეგისტრაცია  10:00         „Alpha-Bio”-ს კომპანიის და პროდუქციის პრეზენტაცია. მომხსენებელი ალექს პუპკო (Alex Pupko), კომპანია „Alpha-Bio”-ს გაყიდვების დირექტორი რუსეთსა და დსთ ქვეყნებში 10:20         ძვლის რეგენერაციის პრინციპები და შინაარსი (GBR). • გამოყენებული მასალა: ძვლის გრაფტი, მემბრანები • შემთხვევების სწორი არჩევა რეგენერაციული თერაპიის…

მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია ქუთაისში (პროგრამა)

2013 წლის 2 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში “რადიქსის” მეორე სტომატოლოგიური კონფერენცია ჩატარდება. კონფერენცია ორგანიზებულია სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” იმერეთის რეგიონული წარმომადგენლობის, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრისა და სტომატოლოგიური კლინიკისა და სასწავლო ცენტრ “ცედექსი” მიერ. წინასწარი პროგრამა: 11:00-11:15   “რადიქსი – შენი პროფესიული წარმატებისთვის” – გვანცა ტაბაღუა ( ს.კ.ც. “რადიქსის” გენერალური მდივანი) 11:15-11:45   “პირის ღრუს ინფექციური დაავადებების მართვის თანამედროვე პრინციპები”…

ევრო-აზიის მულტიდისციპლინური ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსტეტი 2013 წლის 24-26 ოქტომბერს, ევროპულ სამეცნიერო ინსტიტუტთან (მაკედონია) და აზორეს (პორტუგალია) უნივერსიტეტთან ერთობლივად ატარებს ევრო-აზიის მულტიდისციპლინარულ ფორუმს. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობას მიიღებენ და წარმოადგენენ კვლევებს მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები. საქართველოდან კვლევით ნაშრომებს შემდეგი მეცნიერები წარმოადგენენ: დავით სიხარულიძე &  ვასილ კიკუტაძე ზურაბ ალხანიშვილი, სოფიო სამხარაძე & მაია ოსიპოვა-შონაი რევაზ კორინთელი…

XXI საერთაშორისო ორთოდონტული სიმპოზიუმი პრაღაში

უკვე მეთერთმეტე წელია, ევროპის ცენტრში,  პრაღაში ტარდება ორთოდონტული სიმპოზიუმი. დაახლოებით 20 ქვეყნიდან შეკრებილი სპეციალისტები უსმენენ საქვეყნოდ ცნობილ ლექტორებს, მათთან ერთად მსჯელობენ თანამედროვე პრობლემებზე, უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და თანამედროვე კვლევის თუ მკურნალობის მეთოდებს. სიმპოზიუმი გამოირჩევა მეგობრული და უშუალო ატმოსფეროთი. წელს პირველად სიმპოზიუმთან ერთად  ევროაზიის ორთოდონტთა  აკადემიის პირველი შეხვედრა გაიმართება, რის ფარგლებშიც წარმოდგენილი იქნება მასტერ კლასები 27, 28 ნოემბერს და 1…