დენტალ თბილისობა 2014

2014 წლის 11 ოქტომბერს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონფერენცია”დენტალ თბილისობა 2014″ ჩატარდა. კონფერენცია მსოფლიო სტომატოლოგთა ფედერაციის უწყვეტი სტომატოლოგიური განათლების პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად ტარდება. კონფერენცია ასოციაციის გენერალურმა მდივანმა, ვლადიმერ მარგველაშვილმა გახსნა. მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის პრეზიდენტი, ქეთევან გოგილაშვილი წარსდგა. FDI-ის სპიკერმა მარსია სეგუმ წარადგინა მოხსენება “საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია”. ორსულობის დროს დედის პირის ღრუს მდგომარეობის ბავშვის პირის…

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის X საერთაშირისო კონგრესი

2014 წლის 25-26 ივლისს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მე-10 საიუბილეო საერთაშორისო კონგრესი, სამეცნიერო – კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით ჩატარდა.On July 25-26, 2014, with the support of RADIX, 10th International Congress of Georgian Dental Association was held. Up to 500 participants attended the Congress.

თბილისის IV საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მეოთხე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი, 12-13 აპრილს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, სასტუმრო „დიპლაზაში“ ჩატარდა. კონგრესი რეტრო ანსამბლმა „ჯორჯიამ“ გახსნა (ხელმძღვანელი სერგო ტყაბლაძე). მისასალმებელი სიტყვით „რადიქსის“ პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი წარსდგნენ. კონგრესის გახსნის ფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდა ცენტრის ახალი პრეზიდენტი – ნინო გვასალია, რომელმაც დამსწრე…

მასტერ კლასები თბილისის IV სტომ. კონგრესზე

 კბილთა რესტავრაციის სკოლის მიერ ორგანიზებული მასტერ-კლასები 11 აპრილი «კბილის აღდგენა წკირზე ან წკირის გარეშე» ქსენია ლაზარევა ექატრემალური რესტავრაციები. გამოვიყენოთ თუ არა წკირი? თეორიული ნაწილი: • დევიტალური კბილების აღსადგენი კონსტრუქციის ანალაზი • დევიტალური კბილების ბიომექანიკა • წკირების ნაირსახეობა და მათი გამოყენება პირდაპირ ან არაპირდაპირ რესტავრაციის დროს • კბილის აღდგენის ალგორითმი მინაბოჭკოვან წკირზე • კბილის აღდგენის ეტაპები წკირის გარეშე • წკირის…

თბილისი IV საერთ. სტომატოლოგიური კონგრესი (პროგრამა)

2014 წლის 12-13 აპრილს თბილისის მეოთხე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი ჩატარდება. კონგრესს, ტრადიციულად, სასტუმრო “დიპლაზა” უმასპინძლებს. იხილეთ კონგრესის ფარგლებში მიმდინარე ღონისძიებები: კონკურსი კბილთა რესტავრაციებში; სტუდენტების და რეზიდენტების პრაქტიკული კონფერენცია; წინასწარი პროგრამა: 10:00 – 11:00 გახსნის ცერემონია. 11:00 – 11:30 კბილთა რესტავრაციის კონკურსის გამარჯვებულის გამოვლენა, დაჯილდოვება. 11:30 – 12:15 „ბასრი ინსტრუმენტით მიყენებული ტრავმის შედეგად ვირუსების სისხლის გზით გადაცემის რისკის…

იმპლანტაციის სასწავლო კურსი დომინიკის რესპუბლიკაში

UFHEC უნივერსიტეტი, (სანტო დომინგო, დომინიკის რესპუბლიკა) ქართველ მოქმედ და მომავალ  იმპლანტოლოგებს ახალ სასწავლო პროგრამას სთავაზობს/ სასწავლო კურსების პროგრამა პირის ღრუს ქირურგიის და საბაზისო იმპლანტოლოგიის პროგრამა. A – 2 დღე თეორიული კურსი – ოპერაციასთან დაკავშირებული საკითხების  თეორიულად განხილვა. – ვიდეოპროექტირება,სხვადასხვა პრაქტიკული ოპერაცისების ნახვა. – ანატომიის დეპარტამენტი. მნიშვნელოვანი ანატომიური სტრუქტურების იდენტიფიცირებაზე მუშაობა,(მაქსიმალურად პრაქტიკული თვალსაზრისით) როგორც საწყისი ეტაპი,…

სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია (TIDC 2014) – პირობები

თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე (TIDC) მეოთხე წელია, სტუდენტების და რეზიდენტების სექცია არსებობს. სექციის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევარების წახალისება შემდგომი სამეცნიეროო მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით. სექციის თემა თავისუფალია, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს წარმოდგენილი კრიტერიუმებიდან რომელიმეს: 1. წარმოდგენილი უნდა იყოს საინტერესო კლინიკური შემთხვევა; 2. თემატიკა ეხებოდეს სტომატოლოგიის კავშირს მედიცინის სხვა მიმართულებებთან; 3. წარმოდგენილი იყოს კლინიკური კვლევითი ნაშრომი; 4. წარმოდგენილი იყოს…

კონკურსი რესტავრაციულ სტომატოლოგიაში – II სეზონი

კბილთა რესტაცრაციის სკოლა, რადიქსის და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, თბილისის მეოთხე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, იწყებს კონკურსს რესტავრაციულ სტომატოლოგიაში; კონკურსის მიზნები: – ნიჭიერი ახალგაზრდა სტომატოლოგების შემოქმედებითი საქმიანობის წახალისება; – საღეჭი კბილების რესტავრაციის თანამედროვე მეთოდების, ტექნოლოგიის პოპულაცია; – სტომატოლოგიური დახმარების აღმოჩენა სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის; – საზოგადოებაში სტომატოლოგიური საქმიანობის იმიჯის ამაღლება; – სტომატოლოგიური მომსახურების ხარისხის კონტროლის მექანიზმების…

SYSSA – ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენცია

დავით ტვილდიანის სახელობის სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენუტრი სამეცნიერო ასოციაცია (SYSSA) გიწვევთ – “სტუდენტთა და ახალგაზრდა მეცნიერთა მეორე სამეცნიერო კონფერენციაზე” (უმაღლესი სამედიცინო სკოლა „აიეტი“-ს X სამეცნიერო კონფერენცია) მონაწილეობის მისაღებად. მოწვეული იქნებიან სტუდენტები ლიტვის კლაიპედას უნივერსიტეტიდან, ყაზახეთის ყარაგანდის უნივერსიტეტიდან და ჩეხეთის ჩარლზის უნივერსიტეტიდან. ასევე სიტყვით გამოვლენ მოწვეული სპიკერები. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დიპლომამდელ, PhD სტუდენტებსა და ახალგაზრდა მეცნიერებს მედიცინის,…

ბაკურიანის ზამთრის სემინარი 2014 | პროგრამა | GYDS

Berlin Chemie “how to rule pain”საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით და კომპანია „ჯიპისის“ გენერალური სპონსორობით, ტარდება სტომატოლოგთა შორის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საერთაშორისო სემინარი,“ბაკურიანი 2014“. სემინარის მასპინძელი იქნება სასტუმრო “თბილისი”. სპიკერები მოწვეული არიან როგორც საქართველოდან, უკრაინასა და რუსეთიდან. სმეინარი ჩატარდება 28 თებერვალს, 1 და 2 მარტს. სემინარში მონაწიელბის საფასური შეადგენს 300 ლარს, რომელშიც შედის სრული პაკეტი (მგზავრობა, 3 დღე სასტუმროში განთავსება,…