კონფერენცია | ტუბერკულოზის პრევენცია სტომატოლოგიაში

2015 წლის 30 მარტს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში საქართველოს კოალიციის ტუბერკულოზის წინააღმდეგ მიერ ორგანიზებული ტუბერკულოზისადმი მიძღვნილი პროგრამის ფარგლებში, სამეცნიერო კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია „ტუბერკულოზის პრევენცია სტომატოლოგიაში“.

001 Radixკონფერენციას უძღვებოდნენ სამეცნიერო კვლევით ცენტრ „რადიქსის“ წარმომადგენლები:  ნინო ნებიერიძე, ანკა მაჩაიძე, ლიკა გოგილაშვილი და მარიამ ქურციკიძე.

Nino Nebieridze

მისასალმებელი სიტყვით სამეცნიერო კვლევით ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი ნინო გვასალია, საქართველოს კოალიციის ტუბერკულოზის წინააღმდეგ პროექტის აღმასრულებელი დირექტორი ნინო ოსეფაშვილი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი  წასრდგნენ.Nino Gvasalia

კონფერენციაზე მოხსენებით წარსდგნენ საქართველოს კოალიციის ტუბერკულოზის წინააღმდეგ წარმომადგენლები, ექიმ-ფტიზიატრები ეკა სანიკიძე და ლელა წაქაძე. ასევე, სამეცნიერო კვლევით ცენტრ „რადიქსის“ წარმომადგენელი, ექიმ-პაროდონტოლოგი, თეა ნაცვლიშვილი.Ketevan Gogilashvili

ტუბერკულოზთან ბრძოლის ძირითად ასპექტებზე ისაუბრა კოალიციის წარმომადგენელმა ეკა სანიკიძემ. მოხსენებაში წარმოდგენილი იყო ისტორიული ფაქტები, რომლებიც ადასტურებს ქართველი მოსახლეობის აქტიურობას ტუბერკულოზთან ბრძოლაში. ასევე განხილული იყო ის ძირითადი  საკითხები, რაც დაავადების გავრცელბის თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი.Nino Osepashvili

ტუბერკულოზის დიაგნოსტიკა და მკურნალობა ეროვნული პროგრამის ფარგლებში განიხილა კოალიციის წარმომადგენელმა ლელა წაქაძემ. თემაში წარმოდგენილი იყო ის ძირითადი სადიაგნოსტიკო  ნიშნები, რომელიც ექიმს ეხმარება ეჭვის მიტანის შემთხვევაში  სპეციალურად შედგენილი მკითხვარის საშუალებით პაციენტი კონკრეტულ რისკ-ფაქტორის ჯგუფს მიაკუთვნოს. რაც მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მკურნალობის დაგეგმვის თვალსაზრისით, არამედ სამედიცინო პერსონალის დაინფიცირების თავიდან აცილებისთვის.Eka Sanikidze

სამეცნიერო კვლევით ცენტრ „რადიქსის“ წარმომადგენელმა თეა ნაცვლიშვილმა განიხილა ტუბერკულოზის გამოვლინება პირის ღრუს ლორწოვან გარსზე. ისაუბრა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში დაავადების დიაგნოსტიკის და მკურნალობის თავისებურებაზე.Tea Natsvlishvili

დასასრულს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციიაცის პრეზიდენტმა, პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა ღონისძიება შეაჯამა.

კონფერენცია ორგანიზებული იყო სამეცნიერო კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის მიერ.Anka Machaidze


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *