თბილისის IV საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მეოთხე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი, 12-13 აპრილს, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, სასტუმრო „დიპლაზაში“ ჩატარდა. კონგრესი რეტრო ანსამბლმა „ჯორჯიამ“ გახსნა (ხელმძღვანელი სერგო ტყაბლაძე). მისასალმებელი სიტყვით „რადიქსის“ პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ახლადარჩეული პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი წარსდგნენ. კონგრესის გახსნის ფარგლებში ოფიციალურად გამოცხადდა ცენტრის ახალი პრეზიდენტი – ნინო გვასალია, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას მომავალი სამოქმედო გეგმა და ამოცანები გააცნო.

Nino Gvasalia & Tom Feeney

რადიქსის გამგეობის წევრებმა ცენტრის საპატიო წევრები საზეიმო ვითარებაში აირჩიეს და სერტიფიკატები და საჩუქრები გადასცეს ქეთევან გოგილაშვილს (საქართველო), ტომ ფინს (ირლანდია) და ქსენია ლაზარევას (უკრაინა). (ცენტრის წესდების შესაბამისად, საპატიო წევრი შეიძლება გახდეს ნებისმიერ ადამიანი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის სტომატოლოგიის დარგის განვითარებაში, მხარში უდგას და გულშემატკივრობს ორგანიზაციას და რიგით წევრებს.) თავის მხრივ, ტომ ფინმა (ევროპის წარმომადგენლობის პრეზიდენტი სტომატოლოგთა საერთაშორისო კოლეჯში, ირლანდიის სტომატოლოგთა ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი) რადიქსის და ირლანდიის სტომატოლოგთა ასოციაციის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი წარმოადგინა, რაც სურპრიზი აღმოჩნდა როგორც გამგეობის წევრებისთვის, ისე კონგრესის დელეგატებისთვის.

TIDC, Students' and Residents' Section
TIDC, Students’ and Residents’ Section

პროფესორმა გოგილაშვილმა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ახალ ვიცე პრეზიდენტად, რადიქსის ყოფილი ხელმძღვანელი, ზურაბ ალხანიშვილი წარადგინა.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

გახსნის ცერემონიაზე კონგრესის გენერალურმა მდივანმა, გვანცა ტაბაღუამ აუდიტორიას წარუდგინა კონგრესის ფარგლებში ჩატარებული სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციის გამარჯვებული, ქეთი ელიოზაშვილი, რომელიც გამოავლინა ჟიურიმ შემდეგი შემადგენლობით:

  • თათია ანდღულაძე – ქირურგი-იმპლანტოლოგი, სტომატოლოგიური კლინიკა „ინდიგოს“ დირექტორი.
  • ნათია რუსაძე – ექიმი სტომატოლოგი, კორპორაცია „დენტსპლაის“ ექიმი-კონსულტანტი ამიერკავკასიაში. სტომატოლოგიური კლინიკა „დენტოკლუბი”.
  • სვეტლანა მანია – ექიმი სტომატოლოგი. სტომატოლოგიური კლინიკა „ცედექსი“
  • გვანცა კოპალიანი – ფსიქოლოგიის მაგისტრი.
  • სოფიო ბაქრაძე – ექიმი ორთოდონტი (კლინიკა LIVE DENT)

    TIDC, Students' and Residents' Section
    TIDC, Students’ and Residents’ Section

დაჯოლდოვების ცერემონიაზე ასევე გამოვლინდა კონფერენციის მხარდამჭერი კომპანიების: „Colgate“, „გლაქსოსმიტკლაინი“,“პრეზიდენტი“, „ეურომედექსი“ ფავორიტი კონკურსანტები, „რომლებიც დაჯილდოვდნენ სახელობითი პრიზებით.

TIDC Winner Kate Eliozashvili, TIDC, Students' and Residents' Section
TIDC Winner Kate Eliozashvili, TIDC, Students’ and Residents’ Section

კონკურსი კონგრესის გახსნამდე 1 დღით ადრე, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსში“ ჩატარდა და მოხსენებებით წარსდგნენ:

  1. “ოზონი – მომავლის სტომატოლოგია.”

ავტორი: სალომე  მაჩიტიძე, სალომე იობიძე.

ხელმძღვანელი: ირმა იმნაძე –  სასწავლო ბაზა “დენტ-ივერი XXI”-ის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.

სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ბაზადენტივერი XXI”

  1. “კლასი II – დიაგნოსტიკის თანამედროვე მეთოდები და ანალიზი.”

ავტორი: ირენე მიქელაძე. თანაავტორი: თამარ ლაღიძე, თინათინ მამინაიშვილი.

ხელმღვანელი: თამარ თოფურია,  „ორთოდონტიის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი და სასწავლო ცენტრი ნიუდენტი“.Nino Gvasalia

  1. “მოდელების ბიომეტრიული ანალიზის მნიშვნელობა ორთოდონტიული მკურნალობის დასაგეგმად“.

ავტორი: თამარ ლაღიძე, თანაავტორი: ირინე მელიქიძე, თინათინ მამინაიშვილი.

ხელმღვანელი: თამარ თოფურია,  „ორთოდონტიის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი და სასწავლო ცენტრი ნიუდენტი“.

  1. “მკურნალობის ახალი ინფილტრაციული მეთოდი, საწყისი კარიესის მკურნალობა „ICON“-ის საშუალებით.”

ავტორი: ქეთევან ელიოზაშვილი.

ხელმძღვანელი: მაია წიკლაური, ქ. გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.

ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი.

  1. “სტომატოლოგიურ პრაქტიკაში გამოყენებული ფოტოპოლიმერიზატორები.”

ავტორი: ნინო ნებიერიძე

ხელმძღვანელი: მაია წიკლაური, ქ. გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი,

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი.

  1. ლაზერის გამოყენების პერსპექტივები თანამედროვე სტომატოლოგიაში”

ავტორი: ნინო დათუნიშვილი.

ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა – ქ. გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ ექიმი-სტომატოლოგი, სკც „რადიქსის“ გენერალური მდივანი.

ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი ალბიუსი.

  1. “ჰალიტოზი – დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე პრინციპები.”

ავტორი: ანა ჯინჭარაძე, თანაავტორები: ნათია ონიანი, ეკატერინე ლომიძე. ხელმძღვანელი – მაკა ბაბუნაშვილი, ექიმი-თერაპევტი, სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.

სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი და სასწავლო ცენტრი „ნიუ-დენტი“.

  1. “ორთოდონტიაში გამოყენებული იმპლანტები.”

ავტორი: ნიკოლოზ ჟორჟიკაშვილი, თანაავტორი: დავით ჩაკვეტაძე.

ხელმძღვანელი: თინათინ მიქაძე – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; თსსუ – ორთოდონტიის დეპარტამენტის ხემძღვანელი, სრული პროფესორი, ორთოდონტიაში სარეზიდენტო პროგრამის პროგრამდირექტორი. დიპლომის შემდგომი განათლების „მასტერ პროგრამის“ (უცხოელთათვის) ხელმძღვანელი.

..ორთოდონტიული ცენტრისსარეზიდენტო ბაზა

  1. “კომპოზიტები, ნანოკომპოზიტები, ბჟენი ქამელეონი.”

ავტორი: მარიამ მანჯგალაძე.

ხელმძღვანელი: ირინა ბარბაქაძე-თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის სარეზიდენტო ბაზა.

  1. “კარიესის მიმდინარეობის თავისებურებები დაზიანების კერის ლოკალიზაციის მიხედვით.”

ავტორი: ილონა ცაცუა.

ხელმძღვანელი: მაია წიკლაური, ქ. გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.

ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრიალბიუსი”.

  1. “მინანქრის ჰიპოპლაზიის გავრცელება, კლინიკური შემთხვევები და  მკურნალობის მეთოდები.”

ავტორი: მაია ცერცვაძე, ლელა ბოლოთაშვილი.

ხელმძღვანელი: მაია წიკლაური, ქ. გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.

ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრიალბიუსი”.

  1. “ღრძილის რეცესიის ქირურგიული მკურნალობის თანამედროვე მეთოდი.”

ავტორი:  თეონა ზარანდია, ეკატერინე იაშვილი.

ხელმძღვანელი: ირმა იმნაძე –  სასწავლო ბაზა “დენტ-ივერი XXI”-ის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.

სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ბაზა “დენტ-ივერი XXI”

  1. “პოსტიმპლანტაციური პროთეზირება.”

ავტორი: გიგა კიკნაძე, ნატა რამიშვილი, ირაკლი ქურციკიძე.

ხელმღვანელები:  დავით სუხიტაშვილი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მენაბდე.     სტომატოლოგიური კლინიკა: DENTEX95.

  1. “პრეპარატი ,,ფოტოდიტაზინი“.

ავტორი: ეკატერინე იაშვილი, თეონა ზარანდია .

ხელმძღვანელი: ირმა იმნაძე –  სასწავლო ბაზა “დენტ-ივერი XXI”-ის სარეზიდენტო პროგრამის ხელმძღვანელი.

სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ბაზა “დენტ-ივერი XXI”

  1. “ოზონოთერაპია სტომატოლოგიაში.”

ავტორი – სანთა პაჭკორია, თანაავტორები -ანა პაპისაშვილი, ნინო გოგიბერიძე.

ხელმძღვანელი – მაკა ბაბუნაშვილი, ექიმი-თერაპევტი, სარეზიდენტო პროგრამის მოდულზე პასუხისმგებელი პირი.

სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი და სასწავლო ცენტრი ნიუდენტი“.

  1. “ორთოპედიული რესტავრაციები: veneer,inlay,onlay ტექნოლოგიები.”

ავტორი: მარიამ გელაშვილი, ქეთევან კახუაშვილი-რეზიდენტი.

ხელმღვანელები:  დავით სუხიტაშვილი, პროფესორი გიორგი მენაბდე.

სტომატოლოგიური კლინიკა: DENTEX95.  

რადიქსი მადლობას უხდის თითოეულ მონაწილეს არაჩვეულებრივი პრეზენტაციების წარმოდგენისთვის, „DENTEX95-ის“, დენტივერი XXI-ის, ნიუდენტის“, ..ორთოდონტიული ცენტრის, სტომატოლოგიის ცენტრ „ალბიუსის“ და თბილისის სახელმწიფო სამეციდინო უნივერსიტეტის სასწავლო ცენტრებს და საკონფერენციო ნაშრომების ხელმძღვანელებს: ირინა ბარბაქაძეს, მაკა ბაბუნაშვილს, ირმა იმნაძეს, დავით სუხიტაშვილს, თინათინ მიქაძეს, გიორგი მენაბდეს,  მაია წიკლაურს, გვანცა ტაბაღუას, თამარ თოფურიას  პროფესიონალიზმით გამორჩეული მომავალი სტომატოლოგების მომზადებისთვის!

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კონგრესის გახსნის ფარგლებში კბილთა რესტავრაციის სკოლის დირექტორმა ზურაბ გერსამიამ კბილთა რესტავრაციის კონკურსის მიმდინარე ეტაპები აუდიტორიას გააცნო. ფინალში მოხვდა შესარჩევი ტურის გამარჯვებული საქართველოდან – ნია თოდუა (სტომატოლოგიური კლინიკა ინდიგო), სომხეთიდან – გევორგიან ნარეკი, რუსეთიდან…-…სავა კირიაკიდი. გამარჯვებულის გამოსავლენად სერგეი რადლინსკის  სტომატოლოგიური კლინიკა-სტუდია „აპოლონიას“ ექიმი-სტომატოლოგს, სტომატოლოგიურ  ჟურნალ ,,დენტარტის” რედაქტორს ქსენია ლაზარევას გადასცა სიტყვა. კონკურსის გამარჯვებული გევორგიან ნარეკი ქსენია ლაზარევამ (ურკაინა) და კომპანია “COLTENE” წარმომადგენელმა (გერმანია) დააჯილდოვეს. კომპანია „პრეზიდენტმა“ ტრადიციულად კონკურსის სამივე ფინალისტი დაასაჩუქრა.Contest in restorative dentistry

კონფერენციის მიმდინარეობისას წარმოდგენილი იქნა არაერთი საინტერესო მოხსენება ადგილობრივი  და უცხოელი სპიკერების მიერ სხვადასხვა დარგში: რესტავრაციული სტომატოლოგია, ორთოპედია, ქირურგიული სტომატოლოგია, პაროდონტოლოგია და ა.შ.

კონგრესის მიმდინარეობისას გაიმართა კომპანია დენტალ მარკეტის ახალი პროექტის, სტომოლოგიური გაზეთის „სტომატოლოგია დღეს“ პრეზენტაცია. გაზეთი დამსწრე საზოგადოებას თამარ სხვიტარიძემ წარუდგინა.

პირველი სამეცნიერო სესია გაიხსნა ირლანდიელი სპიკერის, ტომ ფინის მოხსენებით: „ბასრი ინსტრუმენტით მიყენებული ტრავმის შედეგად ვირუსების სისხლის გზით გადაცემის რისკის მენეჯმენტი“, სადაც წარმოდგენილი იყო ირლანდიაში არსებული გაიდლაინებისა და პროტოკოლების ძირითადი მნიშვნელოვანი ასპექტები ბასრი ინსტრუმენტებით მიყენებული ტრავმების მართვაზე სტომატოლოგიურ პრაქტიკაში.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კომპანია “გლაქსოსმიტკლაინისა” და “ნატუროპათის” მოწვეულმა სპიკერებმა კონგრესზე წარმოადგინეს მათ მიერ წარმოებული პრეპარატები და ხელოვნური კონსტრუქციის მოვლის საშუალებები.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კონგრესზე ლიტვიდან სპეციალურად მოწვეულმა სპიკერმა, პროფესორმა გინტარას იაზნუზისმა დამსწრე საზოგადოებას წარმოუდგინა პრეზენტაცია თემაზე: “თრომბოციტებით მდიდარი კონცენტრატები – თავისებურებები და გამოყენების კლინიკური ჩვენებები“. მოხსენების დროს განხილული იქნა სხვადასხვა კლინიკური მაგალითი და თავისებურებები აღნიშნული მეთოდით კონცენტრატების გამოყენების თაობაზე.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კონგრესის პირველ დღეს ქართველმა სპიკერმა სოფიო სამხარაძემ გააკეთა მოხსენება „პაროდონტის ანთებით დაავადებათა პათოგენეზი და “Colgate Pro-gum Health” კომპლექსის გამოყენების კლინიკური შედეგებზე“. წარმოდგენილი იქნა პაროდონტის დაავადებათა ეტიო-პატოლოგიური სქემა და მკურნალობის კომპლექსური მეთოდი “Colgate Pro-gum Health” -ის გამოყენებით.

კომპანია კოლტენის შვეიცარელმა სპიკერმა ისაუბრა „ფრონტალური კბილების პირდაპირი რესტავრაცია კომპოზიციური ვინირების სისტემა “Componeer TM”-ზე, რამაც დიდი ინტერესი გამოიწვია დარბაზში და მომხსნებელმა განიხილა არაერთი კლინიკური სიტუაციის მართვის ალგორითმი ვინირების სისტემით.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა ბ-მა გიორგი ქოჩიაშვილმა წარმოადგინა მოხსენება „ბიორეგულაციური პრეპარატების გამოყენების უპირატესობაზე დენტალურ იმპლანტოლოგიაში”. მოხსნებაში განხილული იქნა დენტალური იმპლანტაციის მიღწევები და ბიორეგულაიური პრეპარატების როლი წარმატებულ იმპლანტაციაში.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კონგრესის პირველი დღე დასრულდა სკც რადიქსის ვიცე-პრეზიდენტის ლანდა ლურსმანაშვილის მოხსენებით: “შრომითი სეგრეგაცია სტომატოლოგიაში“. მოხსნება გაკეთდა საქართველოს მაშტაბით გაკეთებული კვლევის საფუძველზე, რომელიც შრომითი სეგრეგაციისა და გენდერული თანასწორობის შესწავლას ემსახურებოდა სტომატოლოგიაში და დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კონგრესის მეორე დღე გაიხსნა სერგეი რადლინსკის  სტომატოლოგიური კლინიკა-სტუდია „აპოლონიას“ ექიმი-სტომატოლოგის, სტომატოლოგიური ხელოვნების ჟურნალ ,,დენტარტის” რედაქტორის, მოხსენებით „ექსტრემალური რესტავრაცია, წკირით თუ წკირის გარეშე?!”. წარმოდგენილი იქნა წკირით რესტავრაციის ჩვენებები და უკუჩვენებები, კლინიკური შემთხვევები და გართულებები.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

საქართველოს ორთოპედ სტომატოლოგთა კავშირის თავჯდომარემ ლევან პერტენავამ ისაუბრა ”კორეგას ეფექტურობის კლინიკური კვლევაზე” და წარმოადგინა საინტერესო მოხსენება კლინიკური მაგალითებით ორთოპედიულ სტომატოლოგიაში.

სტომატოლოგიის სასწავლო ცენტრის  CIS/Baltics ხელმძღვანელმა ვიქტორ დაუბმა წარადგინა მოხსენება: ”მასალის შესწავლა – ფერის არჩევა – სწორი ფიქსაცია. უმეტალო კერამიკის სისტემა “IPS e.max” რომელსაც თან ერთვოდა საინტერესო კლინიკური რეკომენდაციები და რჩევები პრაქტიკული უნარ-ჩვევების ასამაღლებლად.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კონგრესის დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა ლიტვიდან მოწვეული სტუმრის, არუნას ტურსას მოხსენებამ: “კბილთა რესტავრაციის კომპლექსური მიდგომა. ფუნქციიდან ესთეტიკამდე“. განხილული იქნა კომპექსური მიდგომის მნიშვნელობა და პრაქტიკული შედეგები არაერთ რთულ კლინიკურ შემთხვევაში.

ლიტვიდან მოწვეული სპიკერმა, არტურას სტუმბრასისმა,  მოხსნებაში განიხილა „დენტალური იმპლანტაცია: დაგეგმვა, გუნდური მუშაობის მნიშვნელობა, გამოსავალი რთული სიტუაციებში“. პრეზენტაცია წარმოდგენილი იყო საავტორო კლინიკური შემთხვევებით და მნიშვნელოვანი პრაქტიკული ღირებულების რეკომენდაციებით.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კონგრესის დღის მეორე ნახევარი გაიხსნა სკც რადიქსის გენერალური მდივნის გვანცა ტაბაღუას მოხსენებით თემაზე: „სტომატოლოგიური მკურნალობის მენეჯმენტი ორსულ პაციენტებში“. პრეზენტაცია ეხებოდა ორსულობის დროს გამოწვეული ჰორმონული ცვლილებებით განპირობებულ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს ქალის ორგანიზმში და მათ გავლენას ორსული პაციენტის სტომატოლოგიურ მენეჯმენტზე. ასევე წარმოდგენილი და განხილული იქნა მტკიცებითი სტომატოლოგიის  გაიდლაინები ორსული პაციენტის მართვასთან დაკავშირებით სტომატოლოგიურ კაბინეტში. მოხსენებამ აუდიტორიის დიდი გამოხმაურება და ჩართულობა გამოიწვია.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

კონგრესის მეორე დღე დაიხურა უკვე არაერთხელ მოწვეულმა სპიკერმა რუსეთიდან, ელენა მენდოსამ, სეჩენოვის სახელობის მსსუ – ის თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პედაგოგმა და Tokuyama Dental  – ის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელმა. პრეზენტაციაში წარმოდგენილი იქნა რესტავრაციული სტომატოლოგიის ძირითადი პრინციპები და ესთეტიკური რესტავრაციის მიმართულებით მიღებული შედეგების მნიშვნელობა პაციენტის ჯანმრთელობისთვის.

გენერალური სპონსორი: კომპანია “გლაქსოსმიტკლაინი”

ოქროს სპონსორი: კომპანია “ნატუროპათი”

მონაწილე კომპანიები:

SprintDental, Euromedex, President, dr. theiss naturwaren- Lacalut, Heel – Naturopathy, Colgate-Palmolive company, DentalGeorgia, Pharmaceutical Company “Gea”, ОАО შ.პ.ს. “ყაზანის სამედიცინო ინსტრუმენტების ქარხანა”, Dental Market.

Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

მხარდამჭერები:

  • საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია;
  • კბილთა რესტავრაციის სკოლა;
  • ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”;
  • საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება;
  • საქართველოს ექიმთა ასოციაცია;
  • დაზღვეულ მედიკოსთა სააგენტო;
  • ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგა;
Tbilisi 4th International Dental Congress
Tbilisi 4th International Dental Congress

მასტერკლასები:

კონგრესის ფარგლებში სკც რადიქსის მხარდაჭერით ჩატარდა არაერთი მასტერ-კლასი და ვორქშოპი სტომატოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ექიმი სტომატოლოგებისთვის ასევე კბილის ტექნიკოსებისათვის.

სტომატოლოგიის სასწავლო ცენტრის CIS/Baltics კბილის ტექნიკოსის ალექსანდრე შუმახერის ხელმძღვანელობით ჩატარდა მასტერ-კლასი “The Fascination of IPS e.max” სისტემებზე. მასტერ კლასი ზაზა ხატიაშვილის სტომატოლოგიურ კლინიკაში ჩატარდა.

კბილთა რესტავრაციის სკოლის ორგანიზებით, კონგრესის ფარგლებში, მასტერ-კლასი ჩაატარა ქსენია ლაზერავამ “კბილის აღდგენა წკირზე ან წკირის გარეშე? ქსენია ლაზარევა –  ექატრემალური რესტავრაციები“.

კომპანია “COLTENE” კლინიკური კონსულტანტმა, ქრისტიან გიორნხარდტმა ჩაატარა მასტერ კლასი კომპანიის ერთერთ პროდუქტზე: „Componeer ფრონტალურ კბილთა ჯგუფის რესტავრაციის ახალი მეთოდიკაზე“ სასტუმრო დიდუბე პლაზაში

ქეთევან გოგილაშვილის სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსში“ ჩატარდა 2 მასტერ-კლასი: ენდოდონტიასა და ლაზერულ სტომატოლოგიაში. ენდოდონტიაში მასტერ-კლასი განიხილავდა კომპანია კომეტის ახალ ”ენდოდონტიური ინსტრუმენტების Easyshape F 360-ის გამოყენებას სტომატოლოგიურ პრაქტიკაში”. მასტერ კლასი  კომპანია „SprintDental-ის“ მიერ იყო ორგანიზებული. ხოლო ლაზერული სტომატოლოგიაში წარმოდგენილი იქნა ამერიკული ლაზერის „Biolase” თვისებები და მისი კლინიკური შედეგები სტომატოლოგიის არაერთ დარგში. მასტერ კლასი კომპანია „დენტალ მარკეტის“ ორგანიზებით ჩატარდა.TIDC

ორდღიანი კონგრესი 13 აპრილს საღამოს, მთაწმინდის პარკში, კლუბ “ანდერვილში” საზეიმო გალა ბანკეტით დაიხურა.

შევხვდებით 2015 წლის გაზაფხულზე, საიუბილეო მეხუთე კონგრესთან ასოცირებულ გრანდიოზულ ღონისძიებებზე!


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *