ყოველწლიურად, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია / კონფერენცია ტარდება.
სექციის მიზანს, ახალგაზრდა მკვლევარების სამეცნიერო მუშაობის მოტივაციის შექმნა და წახალისება წარმოადგენს.
სექციას ხელმძღვანელობს ორგანიზაციაში დაარსებული ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტი.
კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკაში 2016 წლის 10 აპრილს ჩატარდა და სამეცნიერო მოხსენებების ყველაზე დიდი რაოდენობა, 25 თემა იქნა წარმოდგენილი.
სხვადასხვა ნომინაციებში გამარჯვებულთა დაჯილდოვება თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის გახსნაზე, 7 მაისს გაიმართება.
კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა სხვადასხვა სარეზიდენტო ბაზები და უნივერსისტეტები, მათ შორის დენტ-ივერი XXI, დენტექს-95, ნიუ-დენტი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, საქართველოს უნივერსიტეტი და სხვ.
წლევანდელი სამეცნიერო კონფერენცია გარკვეული სიახლეებით გამოირჩეოდა, პირველად ჩატარდა სარეზიდენტო ბაზების გამოფენა, სადაც სტუდენტებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ მათთვის საინტერესო ინფორმაციას.
ასევე კონფერენციაში პირველად მონაწილეობდნენ უცხოელი სტუდენტები საქართველოს უნივერსიტეტიდან. მადლობას ვუხდით საქართველოს უნივერსიტეტის და ყველა მონაწილეს დიდი შრომის, პროფესიონალისზმისა და ენთუზიაზმისთვის!
კონფერენცია რადიქსის ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის მიერ იყო ორგანიზებული, კონფერენცია აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნინო ნებიერიძემ გახსნა, მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ რადიქსის პრეზიდენტი ნინო გვასალია და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი ქეთევან გოგილაშვილი.
ახალგაზრდული სექციას უძღვებოდნენ ანკა მაჩაიძე და ბექა ოსეფაშვილი.
დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ კონფერენციის შარშანდელ მონაწილეებს: მარია მუშკუდიანს, სალომე ბასაშვილს და სალომე კვანტალიანს. სამივე მონაწილე წელს პროექტის საროგანიზაციო საკითხებში იყო ჩართული.
ღონისძიება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის, Dr. Theiss Naturwaren-ის, შპს “ოდრის” (Presindet), პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის” მხარდაჭერით ჩატარდა.
სექციაში შემდეგი მოხსენებები იყო წარმოდგენილი:
11:00 “მედიკამენტებით გამოწვეული ქსეროსტომია”
ანა კუპრეიშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი.
ხელმძღვანელი – თეა ნაცვლიშვილი, ქირურგი- პაროდონტოლოგი, “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი
11:10 “ყბების ტოქსიკური ოსტეომიელი, როგორც შედეგი კუსტარულად სინთეზირებული ნარკოტიკული ნივთიერების გამოყენებისას”
მარიამ ხარძიანი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტი.
ხელმძღვანელი – ნინო ჭუჭულაშვილი, ყბა-სახის ქირურგიის დეპარტამენტის ასისტენტ- პროფესორი. ს. ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკა
11:20 “ჭეშმარიტი მტკიცებულებების ინტეგრაცია კლინიკურ პრაქტიკაში.მტკიცებითი სტომატოლოგია-რეგულაციები vs კლინიკური პრაქტიკა”
ანა ბენდელიანი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი.
ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და დოქტორანტი.
11:30 “თერმოპლასტიური მასალების გამოყენება თანამედროვე ორთოპედიულ სტომატოლოგიაში BIO HPP- ის მაგალითზე”
გიორგი ბახუტაშვილი, სტომატოლოგიური კლინიკა “დენტექსი-95″, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: გიორგი მენაბდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი
ავთანდილ მაჭავარიანი, ექიმი-სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
11:40 “პირის ღრუს ჰიგიენის როლი პერიიმპლანტიტის განვითარებაში”
ალი ალჯობორი, საქართევლოს უნივერსიტეტი, სტუდენტი
ხელმძღვანელი: მარია ჭელიძე, მარია ჭელიძის სტომატოლოგიის ცენტრის ხელმძღვანელი.
11:50 “ამელობლასტომა”
სალომე ხორავა, სოფია გველებიანი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტები
ხელმძღვანელი: გიორგი ბერიაშვილი, მედიცინის აკადემიური დოქტორი/ასოცირებული პროფესორი. თბილისის ჰუმანიტარული სასწავლო უნივერსიტეტი, ს.ს “ტრავმატოლოგიური ჰოსპიტალი”
12:00 “ბიოაქტიური მინა”
ლიკა ცისკარაშვილი, სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: ირმა იმნაძე, „დენტ-ივერი XXI-ის” რეზიდენტთა ჯგუფის ლოკალური
ხელმძღვანელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
12:10 “პერიოდონტიტების მკურნალობა ახალი სამამულო პრეპარატით – “ფაგო-ფლავანოიდი”
ნათია გოგობერიშვილი, სალომე კულუა, სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“, რეზიდენტები
ხელმძღვანელი: მარინა კობახიძე -„დენტ-ივერი XXI-ის” რეზიდენტთა ჯგუფის ლოკალური ხელმძღვანელი. მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი, სარეზიდენტო პროგრამის ხელმაძღვანელი.
გია დავითაია – ბიოლოგიის დოქტორი
12:20 “ღეროვანი უჯრედების გამოყენების პერპექტივა სტომატოლოგიაში”
ლელა დოლიშვილი, სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: მარინა კობახიძე -„დენტ-ივერი XXI-ის” რეზიდენტთა ჯგუფის ლოკალური ხელმძღვანელი. მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი, სარეზიდენტო
პროგრამის ხელმაძღვანელი.
12:30 “მეზიალური თანკბილვის მკურნალობა, ორთოგნათიული ქირურგიის გარეშე, თანამედროვე მეთოდების : ცეფალომეტრიისა და არნეტის ანალიზის გამოყენებით”
მარინე მახარაძე, სტომატოლოგიურ კლინიკათა ქსელი და სასწავლო ცენტრი “ნიუ-დენტი”, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: თამარ თოფურია, მედიცინის დოქტორი, ნიუ-დენტის ორტოდონტიული სარეზიდენტო ბაზის კლინიკური და სასწავლო პროგრამის ხელმძღვანელი
12:40 “სედაცია სტომატოლოგიაში”
დარიკო მელიქოვი, ტატიანა მარხვაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტები
ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და დოქტორანტი.
12:50 “აივ ინფექცია/შიდსის ორალური მანიფესტაცია. სტომატოლოგთა ინფორმირებულობისა და ინფიცირებული პაციენტის მიმართ დამოკიდებულების კვლევა”
თემურ შუკაკიძე, ციალა ჩხიროშვილი, ქეთევან მოდებაძე, სტომატოლოგიური კლინიკა “დენტექსი-95″, რეზიდენტები
ხელმძღვანელი: გიორგი მენაბდე, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი
მარიკა ზურმუხტაშვილი, ექიმი-სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
13:00 13:30 შესვენება
13:30 “ორალური კონტრაცეპტივების გავლენა ქალის პირის ღრუს ჯანმრთელობაზე”
თამარ ორდენიძე, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და დოქტორანტი.
13:40 “კარიესი და ზოგადი დაავადებები”
თათია ბართავა, ლია ნამიჭეიშვილი, თამთა ღონღაძე, სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“, რეზიდენტები
ხელმძღვანელი: ირმა იმნაძე, „დენტ-ივერი XXI”-ის რეზიდენტთა ჯგუფის ლოკალური
ხელმძღვანელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
13:50 “ენდოდონტიური მკურნალობის წარმატების ალგორითმი”
ნათია მსხვილიძე, სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და დოქტორანტი.
14:00 “ფიზიკური მეთოდების აქტუალობა თნამედროვე სტომატოლოგიაში – კრიო და ლაზეროთერაპია”
მარიამ ხაჩატურიანი, სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: მარინა კობახიძე „დენტ-ივერი XXI”-ის რეზიდენტთა ჯგუფის ლოკალური ხელმძღვანელი. სრული პროფესორი, სარეზიდენტო პროგრამის ხელმაძღვანელი.
14:10 “არხების დეზინფექციის ეფექტურობა ფოტოდინამიური ლაზერო თერაპიით“
აჰმედ აბდულვაჰაბ, საქართევლოს უნივერსიტეტი, სტუდენტი
ხელმძღვანელი: ვერიკო თევზაძე, მარია ჭელიძის სტომატოლოგიის ცენტრის ექიმი სტომატოლოგი. საქართველოს უნივერსიტეტის ლექტორი
14:20 “დოქსიციკლინის სუბ-ანტიმიკრობული დოზის გამოყენება პაროდონტოლოგიაში”
ლილე ნაჭყებია, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: თეა ნაცვლიშვილი, ქირურგი პაროდონტოლოგი, “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი
14:30 “სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები ორსულობის პერიოდში”
სოფიო გვაზავა, სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: თეა ნაცვლიშვილი, ქირურგი პაროდონტოლოგი, “ალბიუსის” პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი
14:40 “ენდოდონტია – მოხრილი არხების მაღალეფექტური პრეპარირება – Pro Taper Ni-Ti სისტემის გამოყენებით”
მარი მეტრეველი, ვერონიკა აკოფოვი, მიხეილ მეტრეველი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტები
ხელმძღვანელი: ხათუნა გაბიტაშვილი, MD doctor ; Dentist DD “ნიუ-დენტ”ი-პოსტდიპლომური განათლების ცენტრი
14:50 “კბილის ფერის განსაზღვრა, თანამედროვე ციფრული ტექნოლოგიის გამოყენებით”
ილია აბელაშვილი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, სტუდენტი
ხელმძღვანელი: ნატა რამიშვილი, ექიმი ორთოპედი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
15:00 “ახალი გამოწვევები ორსულობის დროს არსებული პირის ღრუს ინფექციური დაავადებების მკურნალობის მეთოდებში”
თამარი მაცაბერიძე, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და დოქტორანტი.
15:10 „პირის ღრუს საიზოლაციო სისტემები“
მაია ფოლადაშვილი, სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი – ნესტან შონია, სარეზიდენტო ჯგუფის ხელმძღვანელი, ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი
15:20 “ქრონიკული ალკოჰოლიზმი და პირის ღრუს სიმსივნე”
ანნა ბაღათურია, სტომატოლოგიის ცენტრი „ალბიუსი“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი: გვანცა ტაბაღუა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მკვლევარი და დოქტორანტი.
15:30 “შინირება”
თეა მინდაძე, სტომატოლოგიური სასწავლო-კლინიკური ცენტრი „დენტ-ივერი XXI“, რეზიდენტი
ხელმძღვანელი:
ნესტან შონია, „დენტ-ივერი XXI”-ის რეზიდენტთა ჯგუფის ლოკალური ხელმძღვანელი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი.
ნინო ვასილევა, „დენტ-ივერი XXI”-ის რეზიდენტთა ჯგუფის ლოკალური
ხელმძღვანელი.