სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსი ახალგაზრულ კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად აბსტაქტების მიღებას აგრძელებს. კონფერენცია ტრადიციულად თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში ტარდება.
კონფერენცია გაიმართება 2019 წლის 31 მარტს, სასტუმრო „იოტაში“. 17 მარტს კი ჩატარდება ვორქშოფი ეფექტურ პრეზენტაციაზე, სადაც დასწრება სავალდებულო იქნება იმ 15 მონაწილისათვის, რომლებიც შეირჩევიან აბსტრაქტების საშუალებით. ვორქშოფი ჩატარდება კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში, რომელიც უკვე II წელია სამეცნიერო კვლევითი ცენტრ „რადიქსის“ ახალგაზრდული დეპარტამენტის მხარდამჭერია. კონფერენციის გამარჯვებული გამოვლინდება 2019 წლის 13 აპრილს, რადიქსის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე, სასტუმრო „ბილთმორში“.
შეგახსენებთ, რომ :
- კონფერენციაში მონაწილეობის მიღება შეუძლია მხოლოდ ბაკალავრის (სტუდენტი) ან პოსტ დიპლომური პროგრამის (რეზიდენტი) წარმომადგენელს.
- მომხსენებლის ან თემაზე მომუშავე სტუდენტების/რეზიდენტების რაოდენობა ორს არ უნდა აღემატებოდეს.
დაწვრილებითი ინფორმაცია და აბსქტრაქტის ფორმა შეგიძლიათ ბმულზე იხილოთ –YLD თეზისი ქართულად
აბსტრაქტების გადმოაგზავნეთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: tidcyouth@gmail.com
საკონტაქტო ინფორმაცია:
995 593 937 798