2019 წლის 31 მარტს, სასტუმრო „იოტაში“, სამეცნიერო კვლევითი ცენტრ “რადიქსის” ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული, ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება ყოველწიურია და მისი მიზანი ახალგაზრდა და მოტივირებული სტუდენტებისა და რეზიდენტების წახალისება წარმოადგენს.
სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსი სამეცნიერო ხასიათის კონფერენციებსა თუ კონგრესებს უკვე 9 წელია აქტიურად ატარებს და ყოველწიურად მსმენელთა და ფორუმში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა იზრდება.
ახალგაზრდულ დეპარტამენტი, რომელიც საერთაშორისო ფორუმს ხელმძღვანელობს, 2014 წელს დაარსდა. დღესდღეობით კი ამ დეპარტამენტს ახალგაზრდა წარმომადგენლები არა მხოლოდ საქართველოში არსებულ სასწავლო დაწესებულებებში, არამედ ქვეყნის ფარგლებს გარეთ მყოფ უნივერსიტეტებშიც ჰყავს.
კვლევითი ცენტრის ამ წამოწყებას მხარს უჭერენ არა მხოლოდ პროფესიული ორგანიზაციები და კომპანიები, არამედ დარგში მოღვაწე წამყვანი სპეციალისტები. ისინი ყოველწლიურად ესწრებიან კონფერენციას, ისმენენ და აფასებენ ახალგაზრდა კოლეგების ნაშრომებს.
2019 წელს ორგანიზაციის მიერ შერჩეული ჟიურის წევრები იყვნენ:
- თეა ჩუბინიძე – თერაპევტი, კლინიკა უნისტომის დამფუძნებელი, ხელმძღვანელი
- ქეთი გელაშვილი – თერაპევტი, პაროდონტოლოგი, კლინიკა დეტეფექტი, სი ეს აი.
- გიგი მახარაძე – თერაპევტი, ორთოპედი, იმპლანტოლოგი, კლინიკა ცედექსის ხელმძღვანელი
- ელენე ხარაიშვილი – ბავშვთა სტომატოლოგი, ორთოდონტი, „ნინო ბერიძის ბავშვთა სტომატოლოგიური ცენტრის“ კლინიკური ხელმძღვანელი, საქართველოს ბავშვთა სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტი
- ქეთევან ხიზანიშვილი – თერაპევტი, ორთოპედი, პირის ღრუს ქირურგი, ორთოდონტი, პაროდონტოლოგი, კლინიკა „ქეთევან ხიზანიშვილის სტომატოლოგიური ცენტრის“ ხელმძღვანელი.
- გიორგი დონაძე – ფსიქოლოგი
ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმის გამარჯვებული 3 მონაწილე 2019 წლის 13 აპრილს, თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე, სასტუმრო „ბილთმორში“ გამოვლინდება.