2019 წლის 13-14 აპრილს, სასტუმრო “ბილთმორში” თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართება. კონგრესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადქისის” ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ტარდება.

 

პროგრამა

13 აპრილი

9:00-10:00 რეგისტრაცია

10:00-10:30 კონგრესის გახსნა

10:30-11:30 მკურნალობის მეთოდები ორთოგნათიულ ქირურგიაში

ემეკა კენკე – ვენის სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ავსტრია

12:00 – 12:15 ალოეს ექსტრაქტი, ფტორის შემცველობა, ვერცხლის იონები PIAVE-ს პირის ღრუს მოვლის საშუალებებში

ზურაბ ალხანიშვილი – საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი

12:15-13:15- ფრონტალური და საღეჭი კბილების მორფოლოგია

ალიბეკ ტლეუნაზაროვი – თერაპევტი, კომპანია Dentsply Sirona-ს ლექტორი. ყაზახეთი

13:15-13:30 დისკუსია განხილული საკითხების გარშემო. მონაწილეები:

  • ალიბეკ ტლეუნაზაროვი
  • ემეკა კენკე

13:30 – 14:30 შესვენება

14:30 – 16:00 HANDS-ON კურსი

პაროდონტიტისა და პერიიმპლანტიტის არაქირურგიული მკურნალობის შედეგების გაუმჯობესება მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენებით

მარისა რონკატი, პირის ღრუს რეგისტრირებული ჰიგიენისტი, ბოლონიის უნივერსიტეტის პროფესორი, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის” სპიკერი. იტალია

16:00-16:15 შესვენება

16:15 – 17:45 HANDS-ON კურსი

პაროდონტოლოგიური რეგენერაციული ქირურგია: რა? სად? როდის?

თეა ნაცვლიშვილი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ვიცე-პრეზიდენტი, პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის” ხელმძღვანელი

17:45 – 18:15 – ქსოვილების მართვა ესთეტიკურად მნიშნელოვან მიდამოებში პროთეზირების წინ

თენგო ბინიაშვილი, სტომატოლოგიის ცენტრი “ალბიუსი”, საქართველო

18:15-18:30 დისკუსია განხილული საკითხების გარშემო. მონაწილეები:

  • მარისა რონკატი
  • თეა ნაცვლიშვილი
  • თენგო ბინიაშვილი

 

14 აპრილი

10:00-11:00 მკურნალობა თუ პრევენცია? სტრატეგია და მიდგომის დაგეგმარება პედიატრიულ სტომატოლოგიაში

ნინო გვასალია – სტომატოლოგიის ცენტრ “ალბიუსის” ბავშვთა და მოზრდილთა თერაპევტი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” ყოფილი პრეზიდენტი და მრჩეველი;საქართველო

11:00-11:30 რემინერალიზაციის თერაპია სტომატოლოგის პრაქტიკაში.

ტატიანა კუპეცი – დიარსი ჯგუფის სამეცნიერო და სამედიცინო პროგრამების დეპარტამენტის დირექტორი, ესთეტიკური სტომატოლოგიის ეროვნული ასოციაციის წევრი და რუსეთის ჰიგიენისტთა პროფესიული საზოგადოების წევრი.

11:30 = 13:00 აპიკალური საყრდენის ფორმირებალიმიტი და რეალური შესაძლებლობები. HANDS ON კურსი

გვანცა ტაბაღუა, სტომატოლოგი, ალბიუსის ენდოდონტიის საერთაშორისო სკოლის ხელმძღვანელი, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსის“ არჩეული პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი, საქართველო

13:00-13:15 დისკუსია განხილული საკითხების გარშემო. მონაწილეები:

  • ტატიანა კუპეცი
  • ნინო გვასალია
  • გვანცა ტაბაღუა

13:15-14:15 შესვენება

14:15 – 15:00 თანამედროვე კომუნიკაცია და ტრადიციული მომსახურების შემოქმედებითი გარდასახვა.

ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, EEU ასისტენტ-პროფესორი

15:00 – 16:00 – ალერგია სტომატოლოგის პრაქტიკაში: მართვის, დიაგნოსტიკის და მკურნალობის თანამედროვე მიდგომები

ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი. ალერგიის და იმუნოლგიის ცენტრის კლინიკური გავითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. კსუ აფილირებული ასისტენტ-პროფესორი

16:00-16:15- შესვენება

16:15 – 17:15 პირველი დახმარება მითები, ფაქტები და რეალობა

ლაშა დოლიძე, ექიმი, ამერიკის გულის ასოციაციის BLS ინსტრუქტორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, კლინიკური სწავლების კოორდინატორი

17:15 – 17:45 – სედაცია სტომატოლოგიაში

ანზორ ჩომახიძე, ანესთეზიოლოგი – ინტენსიური თერაპიის ექიმი . ჯოენის სამედიცინო ცენტრი . კლინიკა დენტექსი; ევროპის ანესთეზიოლოგ – ინტენსივისტთა ორგანიზაციის ასოცირებული წევრი ESA. ლექტორი ევროპის ანესთეზიოლოგთა უწყვეტი განათლების ეგიდით CEEA; კლივლენდის საუნივერსტიტეტო კლინიკის , სტენფორდის საუნივერსტიტეტო კლინიკის ობზერვაციის კურსთადმავრებული.

17:45 – 18:00 – დისკუსია განხილული საკითხების გარშემო. მონაწილეები:

  • ზურაბ ალხანიშვილი
  • ბიძინა კულუმბეგოვი
  • ლაშა დოლიძე
  • ანზორ ჩომახიძე

18:00- დახურვა (სერტიფიკატების გადაცემა)

 

 რეგისტრაცია

რეგისტრირებულად ითვლება მონაწილე, რომელსაც კონგრესის დასწრების საფასური დაფარული აქვს. თანხის გადახდის გარდა, სხვა ტიპის რეგისტრაცია საჭიროებას არ წარმოადგენს.

რეკვიზიტები:

მიმღები ბანკი – ს.ს. საქართველოს ბანკი

ბანკის კოდი: BAGAGE22

მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300

ბენეფიციარი: სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი

დანიშნულებაში თქვენი სახელი და გვარი მიუთითეთ ლათინურად. ისე, როგორც სერტიფიკატზე გსურთ რომ იყოს მითითებული!

არ დაგავიწყდეთ, გადასახადის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი თან იქონიოთ კონგრესზე გამოცხადებისას.

დასწრების ღირებულება შეადგენს:

2019 წლის იანვარი

  • ექიმებისთვის – 150 ლარი
  • სტუდენტების და რეზიდენტებისთვის – 50 ₾
  • რეგიონების წარმომადგენელი ექიმებისთვის – 100 ₾

გვიანი რეგისტრაცია:

2019 წლის თებერვალი, მარტი

  • ექიმებისთვის -180 ლარი
  • სტუდენტების და რეზიდენტებისთვის – 70₾
  • რეგიონების წარმომადგენლებისთვის – 130 ₾

ადგილზე რეგისტრაცია:

  • ექიმებისთვის – 200 ₾
  • სტუდენტების და რეზიდენტებისთვის – 90 ₾
  • რეგიონების წარმომადგნელებისთვის – 150 ₾

შეთავაზება ექიმთა ჯგუფებისთვის:

  • I-10 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში წინასწარი რეგისტრაციით ერთი მონაწილესთვის -110 ლარი, გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში -140₾
  • II- 5 კაციანი ჯგუფის შემთხვევაში წინასწარი რეგისტრაციით ერთი მონაწილესთვის – 130 ₾; გვიანი რეგისტრაციის შემთხვევაში – 160₾

გაითვალისწინეთ, რეგისტრაციის შემდგომ, თანხის უკან დაბრუნება შესაძლებელია განცხადებით მომართვის შემთხვევაში არაუგვიანეს 1 აპრილისა. უკან ბრუნდება გადახდილი თანხის 60%.

ნებისმიერი კითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით:

514 00 00 16

555 777 895

Email: radixge@gmail.com