2012 წლის 24 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსას საბავშვო ბაღს  რადიქსის ექიმი სტომატოლოგები – ზურაბ ალხანიშვილი და ლანდა ლურსმანაშვილი ესტუმრნენ და აღსაზრდელებს ჰიგიენური მოვლის საშუალებებსა და აუცილებლობაზე ესაუბრნენ.

აღსაზრდელებს კომპანია ქოლგეით-პალმოლივის მიერ დაწესებული კბილის პასტები და ჯაგრისები გადაეცათ.

სემინარი საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა.

შეხვედრა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმით “კბილების სამეფოთი” დასრულდა.