თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე (TIDC) მესამე წელია, სტუდენტების და რეზიდენტების სექცია არსებობს. სექციის მიზანია, ახალგაზრდა მკვლევარების წახალისება შემდგომი სამეცნიეროო მუშაობის გაგრძელების თვალსაზრისით.
სექციაში მონაწილეობა სტომატოლოგიის ფაკულტეტის ყველა სტუდენტს და ყველა რეზიდენტს შეუძლია. 2012 წლიდან სექციის ხელმძვანელია გვანცა ტაბაღუა – მკვლევარი და დოქტორანტი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი), “რადიქსის” გენერალური მდივანი, ექიმი-სტომატოლოგი (სტომატოლოგური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”)
2013 წლის შესარჩევი ეტაპები ოთხმა მონაწილემ გადალახა. შერჩევა განხორციელდა თეზისების საშუალებით. მონაწილეობის მსურველთა ნაშრომები, კოდირებული სახით, გადაეგზავნათ ჟიურის წევრებს. ჟიურის არც ერთმა წევრმა იცოდა, ვის თეზისს აფასებდა. შეირჩა 4 მონაწილე. მეხუთე მონაწილე კი ქუთაისის სამეცნიერო კონფერენციის “კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები” სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციის გამარჯვებული ლორიტა ამბროლაძე იყო.
სექცია კლინიკა „ცედექსის“ რეზიდენტების, ლიკა გოგილაშვილის და თამარ ბადრიძის მოხსენებით “MTA-ს საფუძველზე დამზადებლი მასალების გამოყენება ენდოდონტიურ პრაქტიკაში” გაიხსნა. (ხელმძღვანელი: მაია წიკლაური)
„ცედექსის“ რეზიდენტმა თეონა გაბედავამ კი, მაია წიკლაურის ხელმძღვანელობით, წარმოადგინა ნაშრომი “ფესვის არხის დაბჟენა თერმაფილის სისტემით”. ამავე კლინიკის რეზიდენტმა ლელა დუდუჩავამ, პროფესორ ქეთევან გოგილაშვილის ხელმძვანელობით, კლინიკური ნაშრომის “Icon – პირველი მასალა მსოფლიოში კარიესის ინფილტრაციისთვის” პრეზენტაცია გააკეთა.
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის “ჰიპოკრატეს” სტომატოლოგიის ფაკულტეტის V კურსის სტუდენტმა მაია კახიძემ, პროფესორ ნატალია დგებუაძის ხელმძღვანელობით, ოსტეოპლასტიკური საშუალებების პაროდონტოლოგიურ ქირურგიაში გამოყენების მეთოდებზე იმშავა და მოხსენება წარმოადგინა.
ჟიური ხუთი წევრისგან შედგებოდა:
1. თამარ ყურაშვილი – ექიმი-სტომატოლოგი; ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დოქტორანტი. სტომატოლოგიური კლინიკა “Live Dent-ის” დირექტორი.
2. ნათია რუსაძე – კორპორაცია Dentsply-ს სერტიფიცირებული ექიმი კონსულტანტი, თერაპევტ-სტომატოლოგი (სტომატოლოგიური კლინიკა “SapaRus”)
3. ირმა ბაკურაძე – ექიმი სტომატოლოგი, სკც. “რადიქსის” თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი, ი.მეჩნიკოვის სახელობის ჩრდილო-დასავლეთის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (ყოფილი MAPO) ორდინატორი. პეტერბურგი. რუსეთი.
4. მარიამ მარგველაშვილი – ექიმი სტომატოლოგი, მეცნიერების მაგისტრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (ფლორენციის და სიენას უნივერსიტეტი)
5. ცირა ბარქაია – ფსიქოლოგი, სპეციალური საჭიროების მქონე პირთა განათლების მაგისტრი ( ოსლოს უნივერსიტეტი. ნორვეგია )
გამარჯვებული კი კლინიკა „ცედექსის“ რეზიდენტი ლელა დუდუჩავა გახდა, რომელიც კომპანიებმა „ალფა დენტმა“ და „ქოლგეით-პალმოლივმა“ დააჯილდოვეს. „ალფა დენტის“ წარმომადგენელმა ესმა აბაშვილმა მონაწილეებს მადლობა გადაუხადა და სასაჩუქრე ბარათები გადასცა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე პრეზიდენტმა, პროფესორმა ქეთევან გოგილაშვილმა გამარჯვებული მომხსენებელი სტომატოლოგთა ასოციაციის მეცხრე საერთაშორისო კონგრესის მოსაწვევით დააჯილდოვა. გამარჯვებული მოხსენება და ჟურნალ GSAnews-ის მომდევნო ნომერში დაიბეჭდება.
1.ნინო ცინცაძე – (ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი)
2.ანა ბოკუჩავა – (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
3.გვანცა ტაბაღუა – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი.)
1.თამარ ნიბლაძე – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)
2.სოფო ფილიევი – (უნვერსიტეტი „ჯეომედი“)
3.ლიკა ხუციშვილი – (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი „ცედექსი“, რეზიდენტი)