2011 წლის 8 დეკემბერს, ბავშვთა პროგრამის ფარგლებში,რადიქსი რედიქსის საბავშვო ბაღს ეწვია. სასიამოვნოდ გაგვაოცა ბაღის ფიზიკურმა გარემომ, აღმზრდელებმა და სხვა პერსონალმა. სემინარს 4-5 წლის აღსაზრდელები შემოუერთდნენ. აქციას რადიქსის ექიმები – ნინო გვასალია და ზურაბ ალხანიშვილი უძღვებოდნენ. ბავშვებმა ბაჭია “ბინის” ზღაპარი მოისმინეს, შემდეგ ოცნება რეალობად იქცა და მათ ნამდვილმა, დიდმა და კეთილმა კურდღელმა “ქოლგეით-პალმოლივის” მიერ დაწესებული საჩუქრები, კბილის ჯაგრისები და “პროტექსის” საპნები, ხურჯინით მოუტანა. ბოლოს უამრავი სამახსოვრო ფოტოც გადავიღეთ და მომავალი შეხვედრის სურვილით დავშორდით.
აღსაზრდელებს სპეციალური, სიმბოლური სერტიფიკატები იმის დასტურად გადაეცათ, რომ ჰიგიენური მოვლის უნარ-ჩვევებს წარმატებით დაეუფლნენ.
იხილეთ ფოტოგალერეა: http://on.fb.me/sY2V0o