2013 წლის 30 მარტს,“ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის“ ორგანიზებით და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ მხარდაჭერით,  სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში”, ჩატარდება  კონფერენცია – „ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის პირველი გაერთანებული კონფერენცია“

სამეცნიერო პროგრამა მოიცავს მედიცინის სამ მიმართულებას – სტომატოლოგიას, გინეკოლოგიასა და პედიატრიას.

რეგისტრაციისთვის დაგვკავშირდით: HPleague@ymail.com

დასწრება უფასოა. ადგილები – შეზღუდული.

პროგრამა:

10:00-10:30  – კონფერენციის გახსნა.

10:30-11:10 –  „ინფექციური დაავადებებით გამოწვეული უშვილობის პრობლემები“ – ექიმი-გინეკოლოგი, რეპროდუქტოლოგი, ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტ-რეპროდუქტოლოგი, საქართველოს გინეკოლოგ-ენდოსკოპისტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქტოლოგიური კლინიკის დირექტორი – არსენ გვენეტაძე

11:10 – 11: 25  – „საშოს ტროფიკა და ინფექციური პრობლემების გადაწყვეტა თანამედროვე კომბინირებული პრეპარატებით“ – მზია სულიკაშვილი (კომპანია „Euromedex“)

11:25-12:10 –  „ინფექციური დაავადებების გამოვლინება   პირის ღრუში. სწორი მიდგომა აღნიშნული დაავადებების მქონე პაციენტებთან“ – ექიმი-სტომატოლოგი, ყბა-სახის ქირურგი, იმპლანტოლოგი – კახაბერ გურგენიძე                          

12:10-12:25  „ფლუქოლდის სიროფი და დოლარენის სუსპენზია“ –  კომპანია “კონტა ფარმას“ წარმომადგენელი დიანა დავითაშვილი.

12:25-13:10 სადილით შესვენება.

ფოტოჟურნალისტ  გოგა ჩანადირის ფოტოების გამოფენა თემაზე “100 წელს გადაცილებული ადამიანები საქართველოში“

13:10-14:00   –     „თანდაყოლილი ინფექციები და მათი  კლინიკური გამოვლინებები ახალშობილებშ. ექიმი-პედიატრი, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის უფროსი, კლინიკა „კურაციოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსი თემურ მიქელაძე

14:00-14:15  “ტკივილის მართვა ბავშვთა ასაკში” (Nurofen)

    ექიმი-პედიატრი, ი.ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური სამსახურის უფროსი, კლინიკა „კურაციოს“ პედიატრიული სამსახურის უფროსი თემურ მიქელაძე

 

14:15-14:30 – პრეპარატ „კამელინზე“ განხორციელებულ ადრეული (პრეპარატის ავტორის, მაგული მაღლაკელიძის მიერ წარმოებული) და თანამედროვე ექსპერიმენტულ –კლინიკური კვლევების შედეგები მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში  – ფარმაცევტული კომპანია “კამელინის” გენერალური დირექტორი, ბიოლოგიურ მეცნიერებთა დოქტორი, 2009 წლის მსოფლიოს “ტოპ” ასეულში შესული მეცნიერი – კობა გურიელიძე.

14:30 – 15:45   – „ალტერნატიული კომუნიკაციის საშუალებები და მისი როლი აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვების სტომატოლოგიური მომსახურების მაგალითზე –  ფილოსოფიის მაგისტრი ჯანმრთელობის ხელშეწყობაში, სამეცნერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი.

15:45 კონფერენციის დახურვა 

რეგისტრაცია შეწყდა!