ლიდერთა სახლი – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ახალგაზრდული კლუბია, რომლის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, მათთვის კულტურულ-შემოქმედებითი ინიციატივების განვითარება და დამოუკიდებელი აზროვნების ჩამოყალიბება.
პროექტი საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და გულისხმობს ახალგაზრდებისათვის სხვადასხვა ტიპის მრავალფეროვანი და საინტერესო ღონისძიებების ორგანიზებას, რომელთა მიწოდებაც მონაწილეთათვის, სირთულისა და კომპლექსურობის გათვალისწინებით ეტაპობრივად განხორციელდება.
2013 წლის 11 მარტს, იუსტიციის სახლში, ლიდერთა სახლის პროექტის “პროფესიული არჩევანი” ფარგლებში, სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეები ექიმ-სტომატოლოგებს შეხვდნენ. “რადიქსის” პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და”ჯანდაცვის პროფესიონალთა ლიგის” აღმასრულებელი დირექტორი ნუცა ზურაბიანი მონაწილეებს 2 საათის მანძილზე აცნობდნენ სტომატოლოგიის სფეროს პრიორიტეტებს, პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებს. შეხვედრის წარმატებულობაზე მეტყველებს ფაქტიც, რომ მოსაწვალეთა ნაწილმა, სემინარს დასრულების შემდეგ, სტომატოლოგის პროფესიის არჩევა გადაწყვიტა!
სემინარის სპონსორი – კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”