საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება
19 მაისი – სალექციო ნაწილი ”შერატონ მეტეხი პალასი”
20 მაისი – მასტერ კლასი კლინიკა ”დენტო კლუბი”
საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების ორგანიზებით და კომპანია ”president”-ის გენერალური სპონსორობით, ამაწლის 19-20 მაისს ჩატარდება ლექცია – მასტერ კლასი ლაზერულ სტომატოლოგიოაში.სემინარის ფარგლებში საქართველოს ეწვევა რუსეთის დიპლომის შემდგომი განათლების მედიცინის აკადემიის, სტომატოლოგიის კათედრის გამგე, რუსეთის ლაზერული სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი იგორ შუგაილოვი.
19 მაისს ”შერატონ მეტეხი პალასში” ჩატარდება ლექცია – ”ლაზერული სტომატოლოგია: პაროდონტოლოგია, ენდოდონტია, ქირურგია, კოსმეტოლოგია”. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სემინარის ფარგლებში განხილული იქნება ნოვატორული კონცეფცია – ”კოსმეტოლოგიური მანიპულაციების ჩატარება სტომატოლოგის კაბინეტში”.
20 მაისს კლინიკა ”დენტო კლუბში” ჩატარდება მასტერ კლასი აპარატ ”STLaze”ის საშუალებით პაციენტებზე, ასევე ნაჩვენები იქნება პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის უახლესი მეთოდი – ”ფოტოდინამიური თერაპია”.
სემინარში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს წამყვანი სტომატოლოგები, სხვადასხვა კლინიკის წარმომადგენლები, სხვადასხვა კომპანიები.
რეგისტრაცია მიმდინარეობს 20 აპრილიდან 12 მაისის ჩათვლით.
ლექციაზე დასწრების საფასური – 50 ლარი; მასტერ კლასი – 80 ლარი;
ლექცია – მასტერ კლასი – 110 ლარი.
რეგისტრაციისა და დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: 599232396; 555300306
იგორ შუგაილოვი – კლინიკის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ადამიანის მიერ, ტკივილის აღქმის ობიექტურობის და გაუტკივარების ეფექტურობის (სტომატოლოგიაში) ტექნოლოგიის ავტორი.
მოსკოვის მედიკო-სტომატოლოგიური ინსტიუტის, სტომატოლოგთა დახელოვნების ფაკულტეტის, ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის კათედრის დამფუძნებელი და გამგე (1986-1997), რუსეთის, დიპლომისშემდგომი განათლების, მედიცინის აკადემიის, სტომატოლოგიის კათედრის გამგე 1997 წლიდან დღემდე.
რუსეთის ლაზერული სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზიდენტი.
შემუშავებული აქვს კარპულური ინექტორები, რომელმაც გაიარა შემოწმება რუსეთში, დასავლეთ ევროპაში, ამერიკაში, ახალ ზელანდიაში და მიიღო სპეციალისტთა მაღალი შეფასება.
”ლაზერი – ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში”
19 მაისი
10:00 – სემინარის საზეიმო გახსნის ცერემონიალი
10:30 – 12:30 – ლაზერული სტომატოლოგია: შესავალი, ახალი მეთოდები და მოწყობილობები.
12:30 – 12:45 – შესვენება
12:45 – 13:00 – კომპანია ”სპრინტდენტალი” : კბილთა ლაზერული გათეთრება ახალი მათეთრებელი სისტემებით”.
13:00 – 14:30 – ლაზერული ქირურგია, იმპლანტოლოგია: ყბა-სახის მიდამოს რბილი და მაგარი ქსოვილების მკურნალობის მეთოდები.
14:30 – 15:00 – შესვენება – ლანჩი
15:00 – 15:20 – კომპანია ”პრეზიდენტი”-ს სამედიცინო წარმომადგენელი – ეკა ქაჯაია: ”პრეზიდენტი – ახალი სიტყვა სტომატოლოგიაში”.
15:20 – 16:45 – ლაზერული ენდოდონტია, პაროდონტოლოგია. პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის არაინვაზიური მეთოდი – ფოტოდინამიური თერაპია.
16:45 – 17:00 – ფარმაცევტული კომპანია ”გეა”-ს პროდუქციის მენეჯერი ნათია ციცქიშვილი: ”ხოლესალი”-ს გელის გამოყენება სტომატოლოგიურ პრაქტიკაში”.
17:00 – 17:10 – შესვენება
17:10 – 17:30 –კლინიკა ”ელიტი”-ს ექიმი თერაპევტი ირენ ზენტეკი – ”ოსტეოპოროზი და პაროდონტის დაავადებები.ოსტეოგენონის როლი ოსტეოპოროზისა და პაროდონტის დაავადებათა მკურნალობაში”.
17:30 – 18:30 – ყბა-სახის მიდამოს ლაზერული კოსმეტოლოგია ,სტომატოლოგის კაბინეტში. ახალი კონცეფცია სტომატოლოგიაში.
20 მაისი კლინიკა ”დენტო კლუბი”
10:00 – მასტერ კლასი – “STlase ”საშუალებით ქირურგიული მკურნალობა პაციენტებზე, პაროდონტის დაავადებების არაინვაზიური მკურნალობა ”ფოტოდინამიური თერაპია”.
12:00 – შესვენება
13:00 – მასტერ კლასი – “STlase ”საშუალებით ქირურგიული მკურნალობა პაციენტებზე, პაროდონტის დაავადებების არაინვაზიური მკურნალობა ”ფოტოდინამიური თერაპია”.
მასტერ-კლასი
ფოტოდინამიური ლაზერო თერაპია ღრძილების მკურნალობის ქირურგიული მეთოდის ალტერნატივა
ფოტოდინამიური ლაზერო თერაპია-უახლესი მეთოდისგამოყენებით ულტრათანამდეროვე დიოდური ლაზერიის აპარატის საშუალებით:
- პაროდონტიტის მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- ვირუსული ჰერპესის მკურნალობა;
- ალვეოლიტის მკურნალობა;
- პერიიმპლანტიტის მკურნალობა;
- გინგივიტის მკურნალობა;
პროცედურა მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
- პროფესიული ჰიგიენა;
- კაპისა და მასში მოთავსებული ფოტოსენსიბილიზატორის პაციენტის პირის ღრუში განთავსება 40 წუთის განმავლობაში;
- ფოტოდინამიური ლაზერით დასხივება.
ფოტოდინამიური ლაზერო თერაპიის დადებითი მხარეები:
- პაროდონტიტის არაქირურგიული მეთოდით მკურნალობა;
- მკურნალობის ეფექტურობის მაღალი დონე;
- ანტისენპიური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების გარეშე მკურნალობა;
- გვერდითი მოვლებების გარეშე;
- არატოქსიური,მცენარეული წარმოშობის ფოტოსენსიბილიზატორის გამოყენება;
- დოზის გადამეტების საფრთხის არ არსებობა;
- პროცედურის მრავალჯერ ჩატარების საშუალება;
- ერთდროულად გინგივიტისა და კბილების დისკოლორიტის მკურნალობა;
ლაზერული სისტემა STlase – კომპაქტური ლაზერული მოწყობილობა, გამიზნულია რბილ ქსოვილებზე სხვადასხვა სახის პროცედურებისა და მკურნალობის მეთოდისთვის.
სისტემა შედგება ძირითადი კონსოლისგან, 7 დიუმიანი, ინტერაქტიული სენსორული ეკრანისგან, და მისამაგრებელი მოდულისგან (რომელიც საშუალებას იძლევა, ჩატარებულ იქნას როგორც კლასიკური, ისე უნიკალური მკურნალობის მეთოდები) ოპერაციული ჩარევა ხორციელდება ოპტიკური ბოჭკოთი რბილს ქსოვილებთან კონტაქტური და არაკონტაქტური გზით. ახალი ლაზერული სისტების უპირატესობა მდგომარეობს მის კომპაქტურობაში, მულტიფუნქციებში, ერგონომიულობასა და შედარებით ხელმისაწვდომ ფასში.
გენერალური სპონსორი – კომპანია ”President”
სპონსორები: კომპანია “სპრინტდენტალი”
კომპანია ”ეურომედექსი”
ფარმაცევტული კომპანია ”GEA“
მხარდამჭერები : კლინიკა ”დენტო კლუბი” ; სამეცნიერო კვლევითი ცენტრი ”Radix“; საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია; კლინიკა ”მედიჰელფი”; GeoHR Ge;