2017 წლის 20 მაისს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია “სტომატოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისა და მომსახურების მენეჯმენტი” სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” და “პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის” მხარდაჭერით ჩატარდა.
მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი, ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მენაბდე, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ასისტენტ- პროფესორი ზურაბ ალხანიშვილი და “რადიქსის” გამგეობის წევრები: “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი, ასისტენტ-პროფესორი გვანცა ტაბაღუა და ორგანიზაციის სამეცნიერო ხელმძღვანელი, ასისტენტ-პროფესორი თეა ნაცვლიშვილი.
კონფერენციაზე განხილული იყო:
➡ პულპის და პერიოდონტის დაავადებების მკურნალობის თანამედროვე მიდგომები – პრეპარირების თავისებურებები, ენდოდონტიური მკურნალობის დროს გამოყენებული საირიგაციო სისტემები
➡ ქრონიკული პაროდონტიტის მკურნალობის თანამედროვე მეთოდები
➡ ოდონტოგენური კისტების მკურნალობა ძვლისშემცველი პრეპარატებით და ოსტეოინტეგრაციის პრონციპები
➡ დენტალური რადიოგრაფია – გამოყენების წესები, თავისებურებები და რადიაციული უსაფრთხოების სტანდარტი
ღონისძიებას მხარდაჭერას უწევდა კომპანია „ასფარმა-საქართველო“. „ასფარმა-საქართველო“. ორგანიზაციის პროდუქციის მენეჯერმა, თინათინ დანელიამ პრეპარატი “ლორობენი” წარადგინა.