2012 წლის 30 ნოემბერს რადიქსის რეგიონული ორგანიზაციის პრეზენტაცია და სამეცნიერო კონფერენცია “კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები” ქუთაისში ჩატარდება!

პროგრამა:

რადიქსი – ჯანმრთელი მომავლისთვის” – ნინო გვასალია (ექიმი-სტომატოლოგი, სკც. რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი)

“კბილთა გათეთრების მეთოდები და გამოყენებული საშუალებები” – გვანცა ტაბაღუა (სკც. რადიქსის გენერალური მდივანი,სტომატოლოგიური კლნიკა “ცედექსის” ექიმი-სტომატოლოგი,
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინს სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და დოქტორანტი)
“კბილთა რესტავრაციის სტანდარტები”, “საღეჭი კბილების მხატვრული რესტავრაცია” – ირენ ზენტეკი (ექიმი-რესტავრატორი, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგი, ესთეტიკური
სტომატოლოგიის ცენტრი “ელიტი”)

“დენტინის მომატებული მგრძნობელობა –  CSPR in office” – ლანდა ლურსმანაშვილი ( სკც. რადიქსის ვიცე-პრეზიდენტი, ექიმი-სტომატოლოგი, კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის” წარმომადგენელი)

“სტომატოლოგიური მკურნალობის თავისებურებები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში” – ზურაბ ალხანიშვილი ( სკც. რადიქსის პრეზიდენტი, ექიმი-სტომატოლოგი)

“პაროდონტის დაავადებათა მკურნალობის ძირითადი ასპექტები” – სოფიო სამხარაძე (მმდ. პროფესორი)

რეზიდენტების სექცია:

“ბრუქსიზმი-პრობლემა თანამედროვე სტომატოლოგიაში” – კლინიკა ცედექსის რეზიდენტი თამუნა კალაძე
ხელმძ: მმდ, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი

კარიესის მკურნალობა მინაიონომერული ცემენტების გამოყენებით” – კლინიკა ცედექსის რეზიდენტი თამთა მანაგაძე
ხელმძ: მმდ. მაია წიკლაური

“MTA-ს გამოყენება სტომატოლოგიაში პერფორაციებისა და გახსნილი აპექსის დროს; კლინიკა ცედექსის რეზიდენტი ანა გოლეთიანი
ხელმძ: მმდ. მაია წიკლაური;

“მინაბოჭკოვანი წკირების უპირატესობანი და მათი გამოყენების ტექნიკა თანამედროვე რესტავრაციებში” – კლინიკა ცედექსის რეზიდენტი ლორიტა ამბროლაძე. ხელმძ: მმდ, პროფ. ქეთევან გოგილაშვილი;

რეზიდენტების მიერ წარმოდგენილი ნაშრომებიდან ჟიური შეარჩევს ერთ საუკეთესოს, რომელიც უკონკურსოდ მოხვდება თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციაში.

ჟიურის წევრები:

გვანცა ტაბაღუა –  ექიმი სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი და დოქტორანტი; თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციის კოორდინატორი;

ლევან მორჩაძე – ექიმი სტომატოლოგი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის დოქტორანტი, რადიქსის იმერეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი;

თენგიზ ლობჟანიძე – ექიმი სტომატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი;

თამარ ხაჭაპურიძე – ექიმი სტომატოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარი; რადიქსის თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელმძღვანელი;

კონფერენცია დაიწყება 11 საათზე. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მხარდამჭერები:

კომპანია “ტაკედა ნიკომედი”

კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია

საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება

სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი.