კომპანია MCI GROUP -ის , საერთაშორისო სტანდარტების ორგანიზაცია ISO-ს და მის მიერ აკრედიტირებული გერმანული კომპანია H+S -ის ორგანიზებით, 11, 12, 13 თებერვალს ჩატარდება სამედიცინო მენეჯმენტის სერთიფიცირებული ტრეინინგი/სწავლება საერთაშორისო სტანდარტით.
ტრენინგს ჩაატარებს საერთაშორისო სტანდარტის ISO-9001 2008-ის ხელმძღვანელი მიშაელ ვებერი, გერმანია
ტრენინგი ითვალისწინებს ტესტირებას და ISO-ს და H+S ნიშნით სერტიფიცირებას.
ტრენინგის თემატიკა ითვალისწინებს სამედიცინო დაწესებულებების საერთაშორისო სტანდარტით მართვის ძირითად ასპექტებს.
ტრენინგი საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერთ ტარდება;
გაიგეთ რას ნიშნავს ხარისხის მართვა და რატომ არის ნიშვნელოვანი თქვენი სამედიცინო კომპანიების წარმატებისთვის ISO 9001:2008 საერთაშორისო სტანდარტის ცოდნა. აღმოაჩინეთ საუკეთესო გზა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებლად. აირჩიეთ ეფექტური მიმართულება, რათა დაზოგოთ დრო, ფული და რესურსები. გაეცანით პრობლემის გადაჭრის ახალ ოპერაციულ ქმედებებს, გაზარდეთ მოგება, გახადეთ თქვენი საქმიანობა კონკურენტუნარიანი და შეხვდით მომზადებული თანამედროვე ბიზნესის გამოწვევებს.
ტრეინინგის ძირითადი თემატიკა:
1. საერთაშორისო სტანდარტები და მათი მნიშვნელობა სამედიცინო სფეროში
2. ხარისხის მართვის ამოცანები
3. აუდიტი, მისი მნიშვნელობა და აუდიტორთა მომზადება სამედიცინო საქმიანობაში
4. კადრის მართვა სამედიცინო დაწესებულებებში
5. სამედიცინო მენეჯმენტის საფუძვლები და მართვის ამოცანები
6. მომხმარებელზე ორიენტაცია და ურთიერთობის სტანდარტები
8. ხარისხის მართვის სახელმძღვანელო და მისი მნიშვნელობა სამედიცინო დაწესებულებებში (თანამშრომელთა ფუნქცია/მოვალეობები, ჰიგიენური სტანდარტები, მომხმარებელთან ურთიერთობის ნორმები, რენტგენოლოგიური მომსახურეობის ნორმები, ტოპ მენეჯმენტის მართვის სტანდარტები, შინაგანაწესი და ა.შ)
9. დროის მენეჯმენტი
10.ხარისხის მართვაში პასუხისმგებლობის საფუძვლები
ტრენინგის მიზანი:
• კომპანიის სწორი მენეჯმენტი – გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს თანამშრომელთა მეტ ჩართულობას ორგანიზაციის მიზნების მიღწევაში.
• პროფესიული საქმიანობის და მასთან დაკავშირებული რესურსების სწორი მიმართულება მართვის პროცესში.
• მომხმარებელთან სასარგებლო ურთიერთობების ჩამოყალიბება.
• მომხმარებელთა საჭიროებების და მათი მოთხოვნების უკეთ შესწავლის მექანიზმების დაუფლება და მათი მოლოდინის უკეთ დაკმაყოფილების საშუალებების შემუშავება
• დროის და ხარისხის სწორი მართვა და სწორი მართვის პირობებში ხარჯების მაქსიმალური შემცირება
პროექტის არსია ხელი შეუწყოს ქართულ ბაზარზე სამედიცინო დაწესებულებების თანამედროვე სტანდარტებზე გადასვლას. მცირე ორგანიზაციებიების კონკურენტული უნარის გაზრდის შესაძლებლობას, უცხოელი მომხმარებლების მოზიდვას, მომხმარებელის გონებაში კომპანიის სანდოობის ხარისხის ამაღლებას.
ტრენინგის ბოლოს გაიცემა საერთაშორისო სერტიფიკატი;
სწავლების ხანგძლივობა: 11, 12, 13 თებერვალი.
9 საათიდან 17 საათამდე;
ღირებულება 350 ლარი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ,, ტიფლის ბიზნეს ცენტრის“ დიდი საკონფერენციო დარბაზი,
სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია
საკონტაქტო ინფორმაცია: info@gsa.ge მობ: 599 100 040
პროგრამა:
,, ხარისხის მართვის პროფესიული ტრენინგი ორგანიზაციების ხელმძღვანელებისთვის“
საერთაშორი სტანდარტების ორგანიზაციის წარმომადგენელი მიშაელ ვებერი, გერმანია
11 თებერვალი
09.00-09.15 სემინარის გახსნა
09.15-10.45 საერთაშორისო სტანდარტები და მათი მნიშვნელობა სამედიცინო სფეროში
11.00-11.30 ხარისხის მართვის ამოცანები
11.30-11.45 შესვენება
11.45-13.00 აუდიტი და მისი მნიშვნელობა სამედიცინო საქმიანობაში
13.00-13.45 მასტერ კლასი
13.45-14.00 შესვენება
14.00-15.00 ,,NASA” ექსპერიმენტი სამედიცინო საქმიანობაში
15.00-17.30 კადრის მართვა სამედიცინო დაწესებულებებში
12 თებერვალი
09.00-10.15 აუდიტორთა მომზადება სამედიცინო დაწესებულებებში
10.15-11.30 სამედიცინო მენეჯმენტის საფუძვლები და მართვის
ამოცანები
11.30-12.00 შესვენება
12.00-13.15 მომხმარებელზე ორიენტაცია და ურთიერთობის სტანდარტები
13.15-13.30 შესვენება
13.30-14.00 მოსმენილი სემინარების მიმოხილვა და დასმული შეკითხვები
14.00-14.45 ტესტი
13 თებერვალი
09.00-10.30 ხარისხის მართვის სახელმძღვანელო და მისი მნიშვნელობა
სამედიცინო დაწესებულებებში
10.30-12.00 დროის მენეჯმენტი
12.00-12.30 შესვენება
12.30-13.00 ხარისხის მართვაში პასუხისმგებლობის საფუძვლები
13.00-14.30 ტესტი/გამოცდა