2012 წლის 16-17 ნოემბერს, სასტუმრო D-პლაზაში, კომპანია Implant Line Georgia-ს ორგანიზებით და რადიქსის მხარდაჭერით, ჩატარდა ლექცია-სემინარი იმპლანტოლოგიაში, რომელსაც უძღვებოდა ყბა-სახის ქირურგი, ქირურგი-იმპლანტოლოგი, ამერიკის სტომატოლოგთა ასოციაციის წევრი, მოსკოვის დიპლომის შემდგომი სწავლების ქირურგიული სტომატოლოგიის და ყბა-სახის ქირურგიის კათედრის ასისტენტი არტურ ზაქარიანი.
ბატონი არტური, როგორც მან აღნიშნა, მუშაობს იმპლანტოლოგიაში 1993 წლიდან. რამაც მას საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვა.
ლექცია გამოდგა ძალზედ საინტერესო, ჩაიარა დიალოგის რეჟიმში. განხილული იქნა ანატომიის, ფიზიოლოგიის და ჰისტოლოგიის საკითხები, თანამედროვე იმპლანტაციის არსი, მიზნები და მეთოდები.
ბატონი არტური გახლავთ პრაქტიკოსი ექიმი, რამაც გააორმაგა ლექციის ინტერესი, მან გაუზიარა დამწყებ და უკვე ჩამოყალიბებულ ექიმ იმპლანტოლოგებს საკუთარი პრაქტიკული გამოცდილება, თუ რას და როგორ აკეთებს კონკრეტულ სიტუაციაში.
ასევე მინდა აღვნიშნო ის ფაქტიც, რომ ბატონმა არტურმა, ზოგადი მიმოხილვის შემდეგ, საუბარი დაიწყო გართულებებით, რასაც ყოველთვის თავს არიდებენ, როგორც მწარმოებლები ასევე ლექტორები. ლექციაზე წარმოდგენილი იქნა სამხრეთ კორეული ფირმა “Snucone”- ფირმის იმპლანტები. ასევე მაღალი ხარისხის ქირურგიული ინსტრუმენტები და ანაწყობები.
ბატონი არტური მსმენელებს ჩამოსვლას და ლექციის წაკითხვას უკვე იმპლანტაციის ორთოპედიულ ნაწილზე დაჰპირდა.
მე, როგორც რიგითმა მსმენელმა მინდა დიდი მადლობა მოუხადო ორგანიზატორებს და მივმართო თხოვნით, რომ მოხდეს ასეთი პრაქტიკოსი ექიმების ჩამოყვანა და სემინარების ორგანიზება.
პავლე ხუჯაზე
ექიმი-სტომატოლოგი (ნინო ბერიძის ორთოდონტული ცენტრი)