ჩვენი დიდი პატივია მოგახსენოთ, რომ ამა წლის 27 აპირლს წარმატებით ჩატარდა თბილისის პირველი საერთაშორისო კონგრესი დენტალურ იმპლანტოლოგიაში. ამ კონგრესის იდეა  ეკუთვნის  საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტს პროფესორ ვლადიმერ (მამუკა) მარგველაშვილის და კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტის წევრებს გალაქტიონ მახვილაძეს, მარიამ მარგველაშვილს და ზვიად ციკოლიას. კონგრესს მხარი დაუჭირეს საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციამ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა და რადიქსმა (კვლევით სამეცნიერო ცენტრი).The first Tbilisi International Congress on Dental Implantology

კონგრესი მიზნად ისახავდა კონტაქტების შემჭიდროვებას საქართველოს და მეზობელი ქვეყნების იმპლანტოლოგებსა და მსოფლიო იმპლანტოლოგებს შორის. მართლაც, კონგრესის მომხსენებლები ჩამოსულები იყვნენ მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეებიდან (გერმანია, უკარიანა, რუსეთი, ისრაელი, საქართველო). კონგრესის მონაწილეებიც იყვნენ სხვადასხვა ქვეყნებიდან (საქართველო, სასომხეთი, რუსეთის ფედერაცია და ინდოეთი). კონგრესში მონაწილეობა მიიღეს როგორც უკვე გამოცდილმდა და წარმატებულმა იმპლანტოლოგებმა, ასევე ამ სფეროში დამწყებმა ექიმებმა, რეზიდენტებმა, დოქტორანტებმა და სტუდენტებმა.The first Tbilisi International Congress on Dental Implantology

დენტალური იმპლანტაციის კონგრესი არის ვიწრო სპეციფიკის მქონე შეხვედრა, რომელიც აახლოვებს ერთმანეთთან აკადემიის, მეცნიერეიბის, კვლევების, იმპლანტაციის ინდუსტრიიცს და ყოველდღიური პრაქტიკის პროფესიონალებს, რათა შესაძლებელი იყოს თანამშროლობა. ასევე, დენტალური იმპლანტაცია საქართველოში პოპულარული ცოტა ხნის წინ გახდა, ამიტომ ჩვენი კონგრესი მიზნად ისახავს იმპლანტოლოგიის კიდევ უფრო მეტ პოპულარიზაციას და ახალი თაობების გაზრდას.

კონგრესის დღეს მიმდენარეობა ლექციები და ვორქშოფები. ასევე, მოეწყო პატარა გამოფენა სადაც მსოფლიოს წამყვანმა კომპანებმა (OSSTEM Implant, Alpha-Bio, Alfa-Gate, MIS, Euro Teknika) წარმოადგინეს მათი უახლესი ტექნოლოგიები.

კონგრესის ფარგლებში 26 აპრილს ჩატარდა თეორიული სემინარი, რომელიც გამართა “MIS Georgia”-მ. ასევე 28 აპირლს გაიმართა სამი დამოუკიდებელი მასტერ-კლასი. საინტერესოა ის ფაქტი, რომ სამივე მასტერ-კლასზე დამსწრეთა რაოდენობამ მაქსიმუმს მიაღწია.The first Tbilisi International Congress on Dental Implantology

ჩვენ გვჯერა, რომ გარდა იმისა რომ დენტალური იმპლანტაციის კონგრესზე შესაძლებელია სწავლა და გამოცდილების მიღება, ასევე შესაძლებელია მსოფლიო იმპლანტოლოგიაში ინტეგრირება.  ეს კი თავისთავად გაზრდის პროფესიონალიზმს და ხელს შეუწყობს იმპლანტოლოგიის პოპულარიზაციას ქვეყანაში.

ჩვენ გვჯერა რომ თბილისის საერთაშორისო დენტალური იმპლანტაციის კონგრესი მიიღებს ყოველწლიურ სახეს და საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია განაგრძობს კონგრესის ორგანიზაციას.The first Tbilisi International Congress on Dental Implantology

მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის მონაწილეებს, განსაკუთრებული მადლობა იმ მონაწილეებს რომელბიც სხვადასხვა ქვეყნებიდან და რეგიონებიდან ჩმოვიდნენ. დიდ დაფასება მინდა გამოვხატო მომხსენებელბის მიმართ, ასევე მხარდამჭერი მიმართ, რომელთა მხარდაჭერის გარეშე კონგრესი ვერ შედგებოდა.

მარიამ მარგველაშვილი

ექიმი სტომატოლოგი, მეცნიერებათა მაგისტრი, მედიცინის მეცნიერიებათა დოქტორი

თავმჯდომარე

კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი

The first Tbilisi International Congress on Dental Implantology