ლიტერატურის მუზეუმში 27 ივნისს გამოფენა „ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან“ გაიხსნა. გამოფენილი მასალები პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო ისტორიის გამოაშკარავებასთან ერთად ცხადყოფს, რომ დარიანული ციკლის ავტორი არა მარტო პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძეც არის. განაგრძეთ კითხვა..
07.07.2013
„ცისფერყანწელთა“ სახელით მეოცე საუკუნის ოციან წლებში ის ქართველი პოეტები და პროზაიკოსები მოღვაწეობდნენ, რომლებიც საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების დარღვევას ცდილობდნენ. მათ შორის იყვნენ: გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები, გიორგი ლეონიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი და ბევრისთვის დღემდე უცნობი ელენე დარიანი.
ქართულ ლიტერატურაში პირველი ეროტიული ლექსების ავტორი – ამ ვარაუდმა ელენე დარიანის სახელი მსჯელობის საგნად აქცია. მკვლევრების აზრით, რომ არა გასული საუკუნის 30-იანი წლების პერიოდი და მის სახელთან დაკავშირებით დღემდე არსებული გაურკვევლობა, შესაძლოა, ელენე დარიანი ქართულ ლიტერატურაში ეროტიული პოეზიის ფუძემდებლად ქცეულიყო.
სინქრონები:
შარლოტა კვანტალიანი – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი;
ზურაბ ალხანიშვილი – ბლოგერი, გამოფენის ორგანიზატორი;
მარინე მხეიძე – ელენე დარიანის დისშვილი;
იხილეთ: http://garbonline.tv/news/elene-dariani-tsispherqhantseli-qali-video/