კულტურული პროგრამა
კონგრესი დაიხურება საზეიმო ბაკეტით!
ბანკეტზე ადგილები შეზღუდულია. მსურველები დაგვიკავშრდით:
514 00 00 16
555 777 895
6 აპრილი
სიახლეები და აქტუალური საკითხები სტომატოლოგიაში
სექციის ხელმძღვანელი: ნინო გვასალია;
10:00 – 11:00 კონგრესის გახსნა. კბილთა რესტავრაციის კონკურსის გამარჯვებულს საზეიმო დაჯილდოვება.
11:00 – 12:30
“კბილთა მხატვრული მოდელირება“
ლარისა ლომიაშვილი (რუსეთი)
პროფესორი, ომსკის სახელმწიფო-სამედიცინო აკადემიის თერაპიული კათედრის გამგე, სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი
ესთეტიკური სტომატოლოგიის მთავარი ამოცანა გახლავთ სრულყოფილი კბილთა მწკრივის შექმნა. ნებისმიერი სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდების დროს მაღალხარისხოვანი სამუშაოს შესრულება შესაძლებებლია მხოლოდ რესტრავრაციის ფერის, ფორმისა და ფუნქციონალური მახასიათებლების ჰარმონიულ ურთიერთწყობაში. რესტავრაციის დროს კბილების მოდელირება მათი ფორმისა და ფუნქციის აღდგენის მიზნით, ექიმისაგან მოითხოვს არა მხოლოდ მაღალ მანუალურ უნარ-ჩვევებსა და კბილის ანატომის სრულყოფილ ცოდნას, არამედ გარკვეულ ცოდნას ყბა-კბილთა ანატომიის ფორმირებაში, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს კბილთა რესტავრაციული სამუშაოს შესრულებას კლინიკურ სტომატოლოგიაში.
ჩვენს მიერ შემოთავაზებული კბილთა რესტავრაციის თეორეა ემყარება კბილის სტრუქტურულ-ფუნქციურ ერთეულს, ოდონტომერს, რომლის საშუალებითაც ადამიანის კბილის ფორმისა და აგებულების პრინციპები გაცილებით უფრო მარტივია კლინიკურ სტომატოლოგიაში.
12:30 -13:20
“შეცდომები იმპლანტოლოგიაში, რისკის ფაქტორები, კონტროლი, თავიდან აცილება”
ვიქტორ პოლარე (გერმანია)
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, კომპნია „AlfaGate-ის“ სამედიცინო კონსულტანტი
13:20-14:00 შესვენება
“ესთეტიკური რესტავრაცია – ოპტიმიზებული მეთოდები”
ელენე მენდოსა (რუსეთი)
სეჩენოვის სახელობის მსსუ – ს თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პედაგოგი; Tokuyama Dental – ის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი და ექიმი-კონსულტანტი
14:00-14:40
“სახის ესთეტიკა ორთოდონტიაში”
მიქაელ ნალბანდიანი (სომხეთი)
ერევნის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრა
ორთოდონტიაში პაციენტების მომართვის მთავარი მიზეზი საკუთარი გარეგნობით უკმაყოფილებაა. ორთოდონტული მკურნალობა გავლენას ახდებს პირის ღრუს რბილ ქსოვილებზე. ჩატარებული კვლევები ადასტურებს კავშირს სახის რბილი და მაგარი ქსოვილების ცვილებებს, სახის ოპტიმალურ ესტეთიკას, ჰარმონიულ პროპორციას და მკურნალობის პროცესში მიღწეულ სტაბლურს შედეგს შორის. ამ კვლევების შედეგებიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ აუცილებელია გავითვალისწინოთ როგორც ფუნქციური, ისე ესთეტიკური ფაქტორები მკურნალობის პერიოდში, რაც დღევანდელ დღეს ერთ-ერთი რთული და მნიშვნელოვანი ამოცანაა ექიმი ორთოდონტისთვის.
14:40 -15:00
“ორთოდონტია და ინტერდისციპლინარული დაგეგმარება-ესთეტიური და ფუნქციური წარმატება”
ლალი კოჭლაშვილი (საქართველო) – ექიმი ორთოდონტი (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”)
მოზრდილი პაციენტების ორთოდონტიული მკურნალობა, ხშირ შემთხვევაში, ერთი შემადგენელი კომპონენტია რამდენიმე სტომატოლოგიურ დისციპლინასთან ერთად რთულ, კომპლექსურ სტომატოლოგიურ მკურნალობაში. მოხსენებაში განხილულია პოტენციური პრობლემები, რომლებიც მკურნალობის სხვადასხვა მიდგომასთანაა დაკავშირებული. ნაჩვენებია პერიოდონტალური, ორთოდონტიული და ორთოპედიული მკურნალობის გუნდური მიდგომის პრინციპები.
სპეც. საჭიროების სტომატოლოგიის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
სექციის ხელმძღვანელი: ზურაბ ალხანიშვილი
15:10-15:20
“სპეც. საჭიროების სტომატოლოგიის მნიშვნელობა და გამოწვევები განვითარებულ ქვეყნებში”
ნინო გვასალია (საქართველო) – ექიმი-სტომატოლოგი, ს.კ.ც. “რადიქსის” ვიცე პრეზიდენტი;
1981 წელს ამერიკული სტომატოლოგიური ასოციაციის ინიციატივით, სტომატოლოგიური საავადმყოფოების ამერიკული ასოციაციის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტომატოლოგების აკადემიის და გერიატრიული სტომატოლოგიის ამერიკული საზოგადოების ჟურნალები გაერთიანდა, ჩამოაყალიბეს საერთო გამოცემა „განსაკუთრებული ზრუნვის სტომატოლოგია“. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა ტერმინი “განსაკუთებული/სპეციალური ზრუნვა ” იქნა გამოყენებული პროფესიის ფარგლებში.
ამერიკის შეერთებული შტატებში, განსაკუთრებული ზრუნვის სტომატოლოგია განიხილებოდა როგორც “პირის ღრუს ჯანმრთელობის მართვის ისეთი მიდგომა, რომელიც მორგებულია ინდივიდუალური საჭიროებების მქონე ადამიანებზე, რომლებიც სამედიცინო პირობების ან მომსახურების იმაზე მეტ მიწოდებას საჭიროებენ, ვიდრე ეს რუტინულად არის გათვალისწინებული. “მომსახურება” მოიცავს პროფილაქტიკას, დიაგნოსტიკას და მკურნალობას.
სპეციალური საჭიროების სტომატოლოგია, ასევე ცნობილი როგორც, განსაკუთრებული ზრუნვის სტომატოლოგია, არის სპეციალობა, რომელიც ფიზიკური, ინტელექტუალური ან ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პაციენტთა პირის ღრუს ჯანმრთელობაზე ზრუნავს.
უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში, მზარდი მოთხოვნა გაჩნდა კარიერული სტრუქტურის არსებობაზე იმ პირებისთვის, რომლებიც სტომატოლოგიის ამ სფეროში მუშაობენ.
მოხსენებაში საუბარი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში განსაკუთებული საჭიროების სტომატოლოგიის განვითარების მიმდინარეობაზე, განათლების სტრუქტურაზე და ასევე, განხილული იქნება საქართველოს პერსპექტივა სტომატოლოგიის ამ დარგის განვითარებაში.
15:20-15:40
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ჯანდაცვის მომსახურების უფლების რეალიზაციის შესახებ საქართველოში”
ანა არგანაშვილი
საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი
მოხსენება ეძღვნება 2012 წელს საქართველოს სახალხო დმაცველის მიერ ჩატარებული კვლევებისა და მონიტორინგის შედეგების ანალიზს, რომელიც ასახავს შშმ პირთა მიერ დაზღვევის ვაუჩერის ფარგლებში ჯანდაცვის სერვისით, მათ შორის სტომატოლოგიური მომსახურებით სარგებლობის შეზღუდვას. მომხსენებელი ასევე მიმოიხილავს ეროვნული კანონდებლობისა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით უზრუნველყოფილს ვალდებულებებს შშმ პირთა მიმართ, ჯანდაცვის უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებით. მოხსენება შეეხება შშმ პირთა მიმართ პირდაპირი და არაპირდაპირი დისკრიმინაციის საკითხებს და გონივრული მისადაგების მიდგომისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპის დანერგვის აუცილებლობას ხელმისაწვდომი ჯანდაცვის მომსახურებების უზრუნველყოფისათვის.
15:40-16:10
“შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფის კვლევა საქართველოში”
ზურაბ ალხანიშვილი (საქართველო)- ფილოსოფიის მაგისტრი ჯანმრთელობის ხელშეწყობაში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტი;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სტომატოლოგიური მომსახურების მიღება, რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სოციალურ თუ ფიზიკურ ბარიერებთანაა დაკავშირებული.
კვლევის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობს მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურების მისაწავდომობის ზოგადი სურათის აღწერა.
გამოკითხულთა ერთობლიობას 142 ექიმი და რეზიდენტი წარმოადგენს (79% ექიმი-სტომატოლოგი, 21% – რეზიდენტ-სტომატოლოგი).
კვლევის შედეგებიდან ირკვევა, რომ სტომატოლოგების 77%-სთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს მკურნალობისთვის ერთხელ მაინც მიუმართავს, ხოლო მომსახურების გაწევაზე უარს, ყველაზე ხშირად, დაუნის სინრომის მქონე პაციენტებს ეუბნებიან.
კვლევის შედეგებმა დაადასტურა ცხადი კავშირი მომსახურების გაწევის მზაობასა და ინფორმირებულობას შორის. მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება მონაცემები, თუ როგორია ქრონიკული დაავადებების და განვითარების დარღვევების შესახებ სტომატოლოგთა ინფორმირებულობა, როგორ აფასებენ მკურნალობის ეფექტურობას, რა გართულებები და წინაღობები აღინიშნება მკურნალობის პროცესში, რომელი ნოზოლოგიების მიმართ ფიქსირდება ყველაზე ნეგატიური და პოზიტური დამოკიდებულება და რა ღონისძიებები შეიძლება გატარდეს ვითარების შესაცვლელად.
16:30-17:10
“ქრონიკული დაავადებების და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პაციენტთა მკურნალობის მენეჯმენტი თერაპიულ სტომატოლოგიაში”
სოფიო სამხარაძე (საქართველო) მედიცინის დოქტორი, სრული პროფესორი (გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი)
დღესდღეობით თერაპიული ჩარევის საჭიროების მქონე პაციენტთა დიდ ნაწილს გააჩნია რაიმე სახის შეზღუდული შესაძლებლობა ან რომელიმე ქრონიკული დაავადება, რომელთა მიმდინარეობის თავისებურებები, მკურნალობის პროცესში, აუცილებლად გათვალისწინებული უნდა იქნას. არასწორმა მიდგომამ და გამოყენებულმა პრეპარატებმა შესაძლებელია, გამოიწვიონ ამა თუ იმ დაავადების ან მდგომარეობის დამძიმება.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, საჭიროა თითოეული პაციენტის მკურნალობის გეგმის განსაზღვრის დროს გათვალისწინებულ იქნას მისი მდგომარეობის/დაავადების თავისებურებანი. ზემოაღნიშნული საშუალებას მოგვცემს, ჩვენ მიერ ჩატარებული მკურნალობა იყოს მაქსიმალურად ეფექტური და თავიდან აგვაცილებს ან მინიმუმამდე დაიყვანს შესაძლო გართულებებს.
7 აპრილი
სიახლეები და აქტუალური საკითხები სტომატოლოგიაში
სექციის ხელმძღვანელი: ლანდა ლურსმანაშვილი
10:00-11:20
„ყბა-კბილთა სისტემის ანომალიების მკურნალობის „სწორი რკალის (straight-wire) ტექნიკა”
გრანტ ტერ-პოღოსიანი (სომხეთი)
მედიცინის დოქტორი, ერევნის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრის გამგე
პირდაპირი რკალის (straight-wire) ტექნიკის გამოყენებას წინ უნდა უძღოდეს დიაგნოსტიკის და ორთოდონტული მკურნალობის დაგეგმარების ეტაპები, რომლის მთავარი შემადგენელი ნაწილიცაა კბილთა რკალის სივრცითი ანალიზი. მოხსენებაში წარმოდგენილი იქნება მოუხსნელი ტექნიკის გამოყენების მთვარი და აქტუალური ასპექტები, ყველაზე ხშირად დაშვებულ შეცდომები, არაპირდაპირი ფიქსაციის ბრეკეტების და კბილზედა ორთოდონტული რკალის თერმული ფორმირების მეთოდით დამზადების ტექნიკა.
პრეზენტაციაში ჩართული იქნება ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ორთოდონტული კათედრის უახლესი მიღწევები.
11:20-12:20
“კომპიუტერული ტომოგრაფიის შესაძლებლობები სტომატოლოგიური პაციენტების დიაგნოსტიკაში და მკურნალობის დაგეგმარებაში“
ვლადილენ ტომაშპოლსკი (უკრაინა) – კლინიკა „პრაქტიკ ტ“ – მთავარი ექიმი, დნეპროპეტროვსკი, სპეციალისტი კბილ-ალვეოლურ ქირურგიაში.
თანამედროვე სტომატოლოგია მაღალ-ტექნოლოგიური დარგია. ამ ტექნოლოგიების გამოყენება გამართლებული არ არის პირპდაპირი და ობიექტური დიაგნოსტიკური მეთოდების გამოყენების გარეშე. განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს კლინიკური შედეგის ობიექტური შეფასების შესაძლებლობა. მოხსენებაში განხილული იქნება სტომატოლოგიაში 3დ დიაგნოსტიკისადმი აპრობირებული მიდგომის ძირითადი კრიტერიუმები.
12:20-12:50
“მინაბოჭკოვანი ტექნოლოგიები, კბილების შინირების თანამედროვე მეთოდები”
ირენ ზენტეკი (საქართველო) – ექიმი რესტავრატორი, კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგი
ტექნოლოგიების განვითარებამ მინაბოჭკოვანი ტექნოლოგიების განვითარებას მთელ მსოფლიოში შეუწყო ხელი და, დღესდღეობით, შეუცვლელია თანამედროვე სტომატოლოგიაშიც.
პაროდონტის დაავადებები, კბილების ამოვარდნილობა ან ღრძობა, ყბის მოტეხილობა, პოსტორთოდონტიული მკურნალობის სარეტენციო პერიოდში გამოიწვია დროებითი ან მუდმივი კბილების იმობილიზაციის საჭიროება.
კბილების შინირება – ერთერთი მეთოდია, რომელიც ამცირებს კბილების ამოვარდნის ან ამოღების რისკს. არტაშნის კონსტრუქციის სიმტკიცე ამცირებს კბილების რყევის ამპლიტუდას და ამცირებს მათ მორყევას. თანამედროვე მოუხსნელი არტაშანის გამოყენებისას უპირატესობა მიენიჭება მინაბოჭკოვან ტექნოლოგიებს მათი ფიზიკური თვისებების და კონსტუქციის დამზადების მეთოდიკის გამო.
12:50-13:10
“ექიმის ტაქტიკა ბავშვთა მეზიალური ოკლუზიის ორთოდონტიული მკურნალობისას”
გოარ მაზმანიანი (სომხეთი) ერევნის სახელმწიფო უნვერსიტეტის ბავშვთა სტომატოლოგიის კათედრა
ცვლადი თანკბილვის პერიოდში ყბა-კბილთა ანომალიების ორთოდონტული მკურნალობა კვლევის საგანია. თითოეული შემთხვევის მკურნალობასთან სწორი მიდგომა განისაზღვრება სრულყოფილი ორთოდონტული ანალიზის შემდეგ, რაც გულისხმობს, კლინიკურ, ბიომეტრიულ და ცეფალომეტრიულ გამოკვლევას. ჩვენი კვლევის მიზანია: ყბის თაბაშირის მოდელების, კბილთა რკალის ზომის, აპიკაური ბაზისის, ყბის ძვლების და ამ ძვლების თავის ქალას სივრცეში მდებარეობის, პირდაპირ და გვერდით პროექციაში, მეზიალურ ოკლუზიაში ჩატარებული ორთოდონტული მკურნალობამდე და მკურნალობის შემდგომი ბიომეტრული მაჩვენებლების ცვლილებების ანალიზი.
14:10-14:50
“პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანების ყველაზე გავრცელებული ფორმები, მათი მკურნალობის ალგორითმი”
ქეთევან გოგილაშვილი (საქართველო) – მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ჟურნალ GSAnews-ის მთავარი რედაქტორი
სტომატოლოგიური დაავადებები – ადამიანის ორგანიზმის ყველაზე გავრცელებული დაზიანებებია, განსაკუთრებული ადგილი მათ შორის კი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებებს უკავია.
პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაავადებათა წარმატებული მკურნალობა მხოლოდ კომპლექსური თერაპიის პირობებშია შესაძლებელი, რაც მიზეზობრივ ფაქტორს, დაავადების განვითარების პათოლოგიურ მექანიზმებს და მისი სიმპტომების მოშორებას ითვალისწინებს.
რამდენადაც პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებათა მნიშვნელოვანი ნაწილი სხვადასხვა სომატურ დაავადებათა ფონზე წარმოიქმნება, აუცილებელია სტომატოლოგი კლინიკურ და ლაბორატორიულ გამოკვლევათა მთელ კომპლექსს დაეყრდნოს და მკურნალობა მხოლოდ სხვა სპეციალისტებთან ერთად წარმართოს.
14:50-15:50
“ფრონტალური კბილების რესტავრაცია ბიომიმეტიკურ კონცეფციაში“
ქსენია ლაზარევა (უკრაინა) – სერგეი რადლინსკის სტომატოლოგიური კლინიკა-სტუდია „აპოლონის“ ექიმი-სტომატოლოგი, სტომატოლოგიური ხელოვნების ჟურნალ ,,დენტარტის” რედაქტორი, რესტავრაციის საბაზისო კურსის ხელმძღვანელი სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური მეთოდის გამოყენებით, „პრიზმა ჩემპიონატის“ ექიმი-ინსტრუქტორი, სასწავლო ცენტრ “აპოლონის” ლექტორი
მოხსენებაში განხილული იქნება:
- პირდაპირი რესტავრაციის ჩვენებები.
- ფერის შერჩევა მომავალი რესტავრაციისთვის.
- კბილის გარეგნულ იერის მთავარი პარამეტრები – სიკაშკაშე და გამჭირვალობა.
- ს. რადლინსკის ბიომიმეტიკური კონცეფცია.
- ფრონტალური კბილების ესთეტიკის საბაზისო ობიექტური კრიტერიუმები: ჯანმრთელი ღრძილები, კბილის ღერძი, კბილთაშუა სივრცე, კბილთაშორისი კონტაქტის დონე, კბილის შედარებითი პარამეტრები.
- კბილის ესთეტიკის საბაზისო ესთეტიკური სუბიექტური კრიტერიუმები: კბილის ფორმა, გვირგვინოვანი ნაწილის პოზიცია, საჭრელი კიდის კონფიგურაცია.
- რთული კლინიკური შემთხვევების მაგალითები, მათი ანალიზი.
15:50–16:30
„ძლიერ დაშლილ კბილების კომპლექსური რესტავრაცია“
ზურაბ გერსამია (საქართველო) – მედიცინის დოქტორი, „კბილთა რესტავრაციის სკოლის” ხელმძღვანელი , სტომატოლოგიური ცენტრი „ელიტის” მთავარი ექიმი.
ავტორი გვთავაზობს დაშლილი კბილის აღდგენის ოპტიმალური მეთოდის შერჩევისათვის ფესვის დაშლის ხარისხის შეფასებას და გამოყოფს ფესვის დაშლის ორი ტიპს. ფესვის I ტიპის დაშლისას გვირგვინოვანი ნაწილის აღდგენა რეკომედებულია ადჰეზიური ტექნიკით ქარხნული წესით დამზადებული წკირებით. ფესვის II ტიპის დაშლისას დაკარგული დენტინის აღსადგენად რეკომენდებულია ქიმიურად გამყარებადი კომპოზიტით მიმართული კუმშვადობის ადჰეზიური ტექნიკის გამოყენება.
იმპლანტაციის დონეები
იმპლანტაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი აქტუალური საკითხი ჯერ კიდევ ღიად რჩება. ავტორი გვთავაზობს დენტალური იმპლანტაცია დაიყოს ოთხ სხვადასხვა დონედ და იმპლანტაციასთან დაკავშირებული ისეთი საკითხები როგორიცაა მაგალიტად სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები, იმპლანტოლოგის კვალიფიკაცია, იმპლანტაციის ფარმაკოლოგიური თანხლება, დიაგნოსტიკის მეთოდების შერჩევა იმპლანტაციაში გადაწყდეს იმპლანტაციის დონის მიხედვით. ასეთი მიდგომა საშუალებას იძლევა შეიქმნას ლოგიკური სქემა, რომლის მიხედვითაც მოწესრიგდება იმპლანტოლოგიის წინაშე მდგარი მოთხოვნები.
ახალგაზრდა და ასაკოვანი პაციენტის კბილის შეფერილობის თავისებურებების გამოხატვა კერამიკული მასით VITA VMK Master
ასაკთან ერთად ადამიანის კბილი ქსოვილები ცვლილებას განიცდის. იმის გასარკვევად, შესაძლებელია თუ არა VITA VMK Master-ით ნებისმიერი ასაკის კბილების თავისებურებების გამოხატვა, ზედა ყბის ორი ცენტრალური კბილი იქნა დამზადებული. კბილების დასამზადებლად გამოყენებული იქნა VITA VMK Master-ის ასორტიმენტის სხვადასხვა მასები. ახალგაზრდა კბილისთვის გამოყენებული იქნა: luminari, Dentin Modifier, Window და Opal Translucent. ასაკიან კბილისთვის გამოყენებული იქნა ძირითადად: : ლუმინარი ორანგე, ტრანსლუცენტ ანდ ენამელ მასები. მიღებული შედეგებიდან შეგვიძლია დავასკვნათ რომ, ახალი მეტალოკერამიკის მასალით VITA VMK Master ნებისმიერი ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გამოხატვაა შესაძლებელი.
16:30–16:50
“მოსახლეობის მოტივაციის პრობლემა სტომატოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკასა და მკურნალობაში”
ლალი კოჭლაშვილი (საქართველო) ექიმი ორთოდონტი (სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”)
კვლევის მიზანს წარმოადგენს ძირითად სტომატოლოგიურ დაავადებათა მკურნალობასა და პროფილაქტიკაში მოტივაციის ფაქტორების დადგენა და ფსიქოფიზიოლოგიური ასპექტებების მეთოდის გამომუშავება და ამაღლება.
კვლევა ჩატარებულ იქნა ქ.თბილისის რამდენიმე სტომატოლოგიური კლინიკის 2008-2011 წლების სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე. ასევე ჩატარებულია სტომატოლოგიური და ზოგადი პროფილის პაციენტთა გამოკითხვა და ექიმ ექსპერტთა (სახელმწიფო და არასახელმწიფო კლინიკების ექიმ-სტომატოლოგთა ) გამოკითხვა და მათ მიერ სიტუაციის შეფასება.
პაციენტთა პროფილაქტიკის და მკურნალობის მოტივაციის კომპლექსური შეფასების ობიექტური მეთოდიკის შემუშავება საშუალებას იძლევა, სანიტარულ-საგანმანათლებლო სამუშაოს ახალი პერსპექტივების დამკვიდრების, რაც, თავის მხრივ, ამცირებს სტომატოფობიის დონეს, ეფექტურად ზრდის თანამედროვე სტომატოლოგიური მომსახურების მიღების მოტივაციას.
16:50-18:00
სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია
“MTA-ს საფუძველზე დამზადებლი მასალების გამოყენება ენდოდონტიურ პრაქტიკაში”
ავტორები: რეზიდენტები – ლიკა გოგილაშვილი, თამარ ბადრიძე
ხელმძღვანელი: მმდ. მაია წიკლაური
სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “Cedex “MTA (მინერალ ტრიოქსიდ აგრეგატი) ინოვაციურ მასალას წარმოადგენს, რომელიც ფართოდ დაინერგა თანამედროვე სტომატოლოგიაში. მისი გამოყენების არეალი ენდოდონტიურ სტომატოლოგიაში საკმაოდ ფართოა. ის კონკურენციას უწევს ისეთ მასალებს, როგორიცაა კალციუმის ჰიდროქსიდი, ევგენოლის საფუძველზე დამზადებული სილერები და სხვა. აღნიშნული მასალა ხასიათდება მაღალი ბიოშეთავსებადობით, დაბალი პოლიმერიზაციული კუმშვადობით, კარგი რენდგენოკონტრასტულობით, ჰიდროფილურობით, კბილის მაგარი ქსოვილების წარმოქმნის სტიმულაციის უნარით და დაბალი ხსნადობით. პრეპარატის გამოყენების ჩვენებას წარმოადგენს პულპის შემთხვევითი გახსნა, აპექსის, არხის კედლისა და კბილის ღრუს ფსკერის პერფორაცია, არხის რეტროგრადული დაბჟენა.
დღესდღეობით, ენდოდონტიურ პრაქტიკაში, ძირითადად, MTA PROROOT და MTA ANGELUS გამოიყენება. ჩვენი კვლევის მიზანს MTA -ის შემადგენელი ახალი საბჟენი მასალის MTA FILLAPEX ANGELUS -ის გამოიყენება წარმოადგენს, რომელიც სხვა პრეპარატებისგან განსხვავებით მხოლოდ მუდმივი კბილების არხთა დასაბჟენად გამოიყენება.
“ფესვის არხის დაბჟენა თერმაფილის სისტემით”
ავტორი: რეზიდენტი-თეონა გაბედავა
ხელმძღვანელი: ექიმი-სტომატოლოგი მაია წიკლაური
სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”
ფესვთა არხების დაბჟენა თერმაფილის და MicroSeal-ის სისტემით ინოვაციური ტექნიკაა, რომელიც თერმულად დარბილებული გუტაპერჩის გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული მეთოდების გამოყენება უზრუნველჰყოფს ფესვის არხის სამგანზომილებიან ობტურაციას, რაც დადასტურებულია რენტგენოლოგიური გამოკვლევევბით, ასევე ახდენს ფესვის არხის აპიკალური ნაწილის და ლატერალური არხების საიმედო ჰერმეტიზაციას. თერმაფილის და MicroSeal-ის სისტემების საშუალებით არხის დაბჟენა სპეციალური აპარატურის და ინსტრუმენტების გამოყენებას მოითხოვს, ხოლო ობტურაციის წარმატება შესრულების ტექნიკის სისწორეზეა დამოკიდებული. აღნიშნული ნაშრომის მიზანია ამ მეთოდებისთვის საჭირო ინსტრუმენტების და დაბჟენის კლინიკური ეტაპების აღწერა.
“Icon – პირველი მასალა მსოფლიოში კარიესის ინფილტრაციისთვის”
ავტორი: რეზიდენტი- ლელა დუდუჩავა
ხელმღვანელი: მმდ., პროფ., ქეთევან გოგილაშვილი
სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი”
ფტორირება თუ ”დაველოდოთ და ვნახოთ” ან პრეპარირება და აღდგენა? დღემდე ეს იყო ვარიანტები დაწყებითი კარიესის მკურნალობაში. ნოვაციური მეთოდი – ”კარიესის მიკროინვაზიური ინფილტრაცია” გვთავაზობს ახალ მიდგომას კარიესოლოგიაში: ჯანმრთელი მაგარი ქსოვილების დაზოგვა, მხოლოდ ერთი ვიზიტი, უმტკივნეულო (ანესთეზიის გარეშე) და პრეპარირების გარეშე მკურნალობა.
ინტელექტუალური პრინციპის თანახმად, კაპილარული ძალებით ინფილტრატი ანუ აიკონი-მაღალი დენადობის მასალა, აღწევს რა დაწყებითი კარიესის კერაში, ახდენს დემინერალიზებული უბნის ჩანაცვლებას, ბლოკავს კარიესოგენული მჟავას დიფუზიას, რაც, თავის მხრივ, ხელს უშლის ისეთი ზედაპირების დაზიანებას, როგორიცაა პროქსიმალური და გლუვი ზედაპირები. ზოგადად ხელს უშლის კარიესის შემდგომ პროგრესირებას და იცავს მაგარ ქსოვილებს შემდგომი დაზიანებისაგან. იგი გამოდის ორი სახის: აპროქსიმალური და გლუვი ზედაპირებისათვის. იმის გარდა, რომ იგი ბლოკავს კარიესის შემდგომ გავრცელებას, ამასთანავე, შესწევს უნარი დაფაროს თეთრი ლაქები ვესტიბულურ თუ სხვა ზედაპირებზე.
“ოსტეოპლასტიკური საშუალებების გამოყენება პაროდონტოლოგიურ ქირურგიაში”
ავტორი: მე-5 კურსის სტუდენტი – მაია კახიძე
ხელმძღვანელი: მმდ., პროფ., ნატალია დგებუაძე
თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტი “ჰიპოკრატე”
თანამედროვე პაროდონტოლოგია მოითხოვს ყველა სტომატოლოგიური პროფილის ინტეგრაციას და ფუნდამენტურ თეორიულ ცოდნას. პაროდონტის დაავადებების დროს ავადმყოფის მკურნალობა არის ერთ – ერთი მთავარი და აქტუალური პრობლემა სტომატოლოგიაში. პაროდონტის კომპლექსურ მკურნალობაში შედის არა მარტო თერაპიული, ორტოპედიული და ორტოდონტული მკურნალობა, ასევე პაროდონტოლოგიური ქირურგია, რომლის მთავარი მიზანია კბილის მორფოფუნქციური აქტივობის აღდგენა, ოსტეოპლასტიკური საშუალებების გამოყენებით.
დღესდღეობით უამრავი ოსტეოპლასტიკური საშუალებაა სტომატოლოგიურ ბაზარზე, მინდა ყურადღება გავამახვილო Botiss Biomaterials-ის ახალ პროდუქციაზე. ბიოპროდუქტი, რომელიც მის შემადგენლობაშია, გვაძლევს საშუალებას, მივაღწიოთ ოპტიმალურ რეზულტატს ნებისმიერ კლინიკურ შემთხვევაში. სასიამოვნო სურპრიზი არის ის, რომ მწარმოებელს გააჩნია სრული კრებული ნებისმიერი კლინიკური შემთხვევისთვის. ჩვენი თემა უფრო ნათელი რომ გავხადოთ, მოვიყვან ერთ კლინიკურ შემთხვევას: 36 წლის ქალბატონმა მიმართა ექიმს შემდეგი ჩივილებით: ჩირქდენა კბილ – ღრძილოვანი ჯიბეებიდან, არასასიამოვნო სუნი პირის ღრუდან, ტკივილი, ქვედა ფრონტალური კბილების მორყევა, ანამნეზიდან გაირკვა: 16 წლიდან უჩივის ღრძილების ანთებას, მკურნალობა არ ჩატარებულა. მშობიარობის შემდეგ პირი ღრუს მდგომარეობა გართულდა, მიმართა ადგილობრივ სტომატოლოგს, მკურნალობა მოიცავდა ნადების მოცილებას, აპლიკაციებს და ფიზიოთერაპიას. პაციენტმა აღნიშნა დროებითი გაჯანსაღება, ბოლო ორი წელი გამწვავება ვითარადებოდა ყოველ 3 თვეში ერთხელ.
კლინიკურ-რენდგონოლოგიური გამოკვლევებით დაისვა შემდეგი დიაგნოზი: სწრაფად პროგრესირებადი, მძიმე ხარისხის პაროდონტიტი. როგორ შეიძლება დავეხმაროთ ასეთ პაციენტს? რა შედეგს მივიღებთ ქირურგიული ჩარევის შემდეგ, კერძოდ Botiss ბიოპროდუქტის გამოყენებით.
ჩვენს მიერ გამოყენებული იყო Botiss Biomaterials-ის ერთ-ერთი ბიოპროდუქტი „cerabone“ რომელიც ხარის ძვლის საფუძველზეა დამზადებული, მისი ბიოლოგიური შემადგენლობა ანალოგიურია ადამინის ძვილის შემადგენლობასთან, აქვს ჰიდროფილური ზედაპირი, სამგანზომილებიანი სტრუქტურა იძლევა საშუალებას კარგად შეიჭრას სისხლში, ცილებში და მისცეს დასაბამი ძვლის სტიმულაციას, გააჩნია ოპტიმალური წებოვნება და პლასტიკურობა, მისი გამოყენება აუგმენტაციის მიდამოში წარმოებს კონტროლირებადი ინტეგრაციის პროცესით ვიდრე რეზორბციის, რაც დადასტურებულია კლინიკური და ლაბორატორიული გამოკვლევებით.
„მინაბოჭკოვანი წკირების უპირატესობანი და მათი გამოყენების ტექნიკა“
რეზიდენტი- ლორიტა ამბროლაძე
სარეზიდენტო ბაზა „ცედექსი“
თემის ხელმძღვანელი მ.მ.დ. ქეთი გოგილაშვლი
მინაბოჭკოვანი წკირების დაახლოებით 60%-ს შეადგენს მინის ბოჭკო, დანარჩენს ეპოქსიდის ფისი და კოქსი. ის იმეორებს არხის ანატომიურ ფორმას. არის ცილინდრული და მწვერვალის მიდამოში ოდნავ ბრტყელი. მის უპრატესობას წარმოადგენს ისიც, რომ არის რენდგენოკონტრასტული და მეტალის წკირისგან განსხვავებით, არ განიცდის კოროზიას, შესაბამისად, ფერს არ უცვლის კბილის ქსოვილებს. ამავდროულად არის ნაკლებ ალერგიული და გამოირჩევა ელასტიურობით. რის გამოც, მცირეა ფესვის მოტეხვის რისკი.
ტექნიკა:
1. ენდოდონტიური მკურნალობა;
2. არხის განბჟენა;
3. წკირის მორგება;
4. სასურველ სიგრძეზე გადაჭრა;
5. ჩაცემენტება (შესაბამისი ტექნიკით);
სექციის ჟიურის წევრები:
კონგრესზე რეგისტრაცია დაიწყო. ღირებულება შეადგენს 60 ლარს (არ შედის მასტერ-კლასების საფასური) . რეგისტრაციისთვის დაგვიკავშირდით: 514000016; 555 777 895
თანხის გადახდა ხდება საქართველოს ბანკში შემდეგ რეკვიზიტებზე:
მიმღები ბანკი – ს.ს.საქართველოს ბანკი
ბანკის კოდი: BAGAGE22
მიმღები ანგარიშის ნომერი: GE47BG0000000874599300
ბენეფიციარი: სამეცნიერო–კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
დანიშნულება: III სტომატოლოგიური კონგრესის ღირებულებათანხის გადახდის შემდეგ შეგძლიათ შეავსოთ ელექტრონული სარეგისტრაციო ფორმა: http://bit.ly/XmTFLg
ხოლო ქვითრის ასლი გამოგვიგზავნოთ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: radix.ge@gmail.com
ან დაგვკავშირდით ზემოთმითითებულ ტელეფონებზე.
1
7 აპრილი 2013წ.
პრაქტიკული მასტერ-კლასი გნათოლოგიაში
გრანტ ტერ-პოღოსიანი,
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი,
DDS, PhD
- Ø ბავშვთა სტომატოლოგიისა და ორთოდონტიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი;
- Ø სომხეთის სტომატოლოგთა ასოციაციასთან არსებული გნათოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი;
- Ø ერევნის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი;
- Ø ევროპის ორთოდონტთა ასოციაციის წევრი;
- Ø N2 საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი;
- Ø ავტორია 7 მეთოდოლოგიური რეკომენდაციის, 2 გამოგონების, 4 რაცინალიზაციის წინადადების და 60ზე მეტი პუბლიკაციის. გავლილი აქვს პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლების 11 კურსი სომხეთში, რუსეთში, გერმანიაში, თურქეთში, ლიტვასა და საფრანგეთში.
მასტერ–კლასის თემატიკა:
სპლინტ– თერაპია ფუნქციონალური დარღვევების დროს სტომატოგნათიურ სისტემაში
მასტერ კლასი გათვალისწინებულია: ექიმი–ორთოპედებისათვის, ორთოდონტებისათვის,
კბილის ტექნიკოსებისათვის და ზოგადი პროფილის სტომატოლოგებისათვის
მასტერ კლასი შედგება პრაქტიკული და თეორიული ნაწილებისაგან
თეორიული ნაწილი:
1. ფუნქციური დარღვევები სტომატოგნათიურ სისტემაში
2. სპლინტ-თერაპიის ჩვენება
3. საოკლუზიო არტაშნების ნაირსახეობები და მოქმედების მექანიზმი
4. არტაშნის შერჩევის კრიტერიუმები ზედა და ქვედა ყბაზე
5. დამზადების მეთოდები,სისქის კონტროლი
6. საოკლუზიო ზედაპირის გაფორმება
7. ზუსტი საოკლუზიო კორექცია,ჩაბარება
მასტერ კლასის პრაქტიკული ნაწილი:
საოკლუზიო არტაშანის დამზადება.
Øყველა მონაწილე დაამზადებს საოკლუზიო არტაშანს მოდელზე პროფესორ ტერ-პოღოსიანის ხელმძღვანელობით.
მასტერ-კლასის დასრულების შემდეგ გაიცემა სერტიპიკატი
მასტერ-კლასის ღირებულება 130 ლარი
მასტერ-კლასზე რეგისტრაციისთვის მოგვმართეთ შემდეგ ტელეფონებზე: 2 22 30 51; 2 91 52 26; 595 53 23 53
2
კბილთა მხატვრული მოდელირება
8 აპრილი 2013 წ.
მასტერ-კლასი განკუთვნილია იმ ექიმებისთვის, რომლებიც დაინტერესებულნი არიან რესტავრაციული ტექნოლოგიებით და სურთ კვალიფიკაციის ამაღლება კბილების სივრცით მოდელირებაში.
მასტერ-კლასს ატარებს:
ლარისა ლომიაშვილი – პროფესორი, სტომატოლოგიური ფაკულტეტის დეკანი, ომსკის სახელმწიფო-სამედიცინო აკადემიის თერაპიული კათედრის გამგე, უმაღლესი კატეგორიის ექიმი, წიგნი-ბესტსელერის ავტორი „კბილთა მხატვრული მოდელირება და რესტავრაცია”, რომელიც ნათაგმნია რამდენიმე ენაზე.
მასტერ-კლასი მოიცავს:
– თეორიულ ნაწილს (საავტორო ფილმებისა და კლინიკური სიტუაციების დემონსტრირებით).
– პრაქტიკულ ნაწილს (მუშაობა ფოტოპოლიმერული მასალით და პლასტელინით).
თეორიული ნაწილი
- ყბა-სახის სისტემის კლინიკო-მორფოლოგიური მახასიათებლები მხატვრული რესტავრაციის დროს.
- კბილების სივრცითი მოდელირება.
- მოდულური ტექნოლოგიების საფუძველზე კბილთა მოდელირების პრინციპები.
- კარიესის მკურნალობის მინიმალურ-ინვაზიური მეთოდები
პრაქტიკული მეცადინეობა
მიზანი: კბილთა მხატვრული მოდელირების ძირითადი პრინციპების ათვისება
- კბილების მოდელირება დამხმარე მასალებით.
- მოლარების ზედაპირის ოკლუზიური შენების ალგორითმი.
- მოლარების რესტავრაცია კომპოზიტური მასალებით (პირდაპირი მეთოდი).
პრაქტიკული მეცადინეობის დროს ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება დამხმარე მასალებით (პლასტელინით და ფოტოპოლიმერული მასალით) დახვეწოს მანუალური უნარ-ჩვევები და გამოცდილი ტრენერების ხელმძღვანელობით შეასრულოს კბილების სივრცითი მოდელირება.
პრაქტიკული მეცადინეობის დროს აუცილებელია თან იქონიოთ შტოპფერი და საბჟენი (კონუსისებრი და მსხლისებრი).
კურსის დამთავრებისას გაიცემა სერტიფიკატი
ჯგუფები შეივსო!
3
წინა კბილების ფორმისა და ტოპოგრაფიის მოდელირება ბიომიმეტიკურ კონცეფციაში
2013 წლის 5 აპრილი
მასტერ-კლასს ატარებს:
ქსენია ლაზარევა (ქ.პოლტავა, უკრაინა) – სერგეი რადლინსკის სტომატოლოგიური კლინიკა-სტუდიის ,,აპოლონის” ექიმი-სტომატოლოგი, სტომატოლოგიური ხელოვნების ჟურნალ ,,დენტარტის” რედაქტორი, რესტავრაციის საბაზისო კურსის ხელმძღვანელი სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური მეთოდის გამოყენებით, ,,პრიზმა ჩემპიონატის” ექიმი-ინსტრუქტორი, სასწავლო ცენტრ “აპოლონის” ლექტორი;
თეორიული ნაწილი
• ფრონტალური კბილების კლინიკური ანატომიის საერთო მახასიათებლები და ძირითადი წესები: ფორმა, ანატომიური ელემენტები, ფრონტალურ კბილთა რელიეფი და კონტურები
• -კბილთა რკალში ფრონტალური კბილების ურთიერთშეთანასოვნება, მეზიოდისტალური ზომების გათვლა, ღიმილის ესთეტიკაში ,,ოქროს პროპორციის” როლი
• -მომავალი რესტავრაციის ფერის განსაზღვრა, ესთეტიკური რესტავრაციის ოპტიკური ილუზიები: შუქი და ფერი
• -სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური კონცეფცია. კბილის შიგნითა ტოპოგრაფიის დეტალური განხილვა და მისი ზეგავლენა კბილის გარეგნულ მახასიათებელზე.
• -კბილთა III, IV, Vკლასის დეფექტების რესტავრაციის ალგორითმი: იზოლაცია, ადჰეზიური ტექნიკა, კბილის შრეობრივი შენება
• -ფრონტალური კბილების საკონტაქტო პუნქტები და მათი აღდგენის მეთოდები რესტავრაციაში
• -ოკლუზიაში ფრონტალური კბილების ინტეგრაციის წესები. საფინიშო დამუშავების მნიშვნელობა რესტავრაციაში
• -ფრონტალურ კბილთა ჯგუფის რესტავრაციის კლინიკური მაგალითები, მათი ანალიზი;
პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ვიდეოდემონსტრაციას ეკრანზე ჩვენებით:
- ზედა ცენტრალური საჭრელის გვირგვინის რესტავრაცია ბიომიმეტიკური პრინციპით კბილთა შორისი საკონტაქტო პუნკტების შენებით
- რესტავრაციის საბოლოო დამუშავება აშენებული ფორმის შენარჩუნებით
- დისკუსია
კურსის დამთავრებისას გაიცემა სერტიფიკატი
ჯგუფები შეივსო!
4
7 აპრილი 2013 წ.
მასტერ-კლასი: ესთეტიკური რესტავრაცია. ოპტიმიზირებული მეთოდები
ელენა მენდოსა (მოსკოვი, რუსეთი)
სეჩენოვის სახელობის მსსუ – ს თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის პედაგოგი; Tokuyama Dental – ის სასწავლო ცენტრის ხელმძღვანელი და ექიმი-კონსულტანტი
მასტერ–კლასის ღირებულება 60 ლარი (40$)
მასტერ–კლასი შედგება თეორიული და პრაქტიკული ნაწილებისაგან
თეორიული ნაწილი
1) მუშაობა ფორმასა და ფერთან. ოპტიკური ილუზიები წინა კბილების რესტავრაციისას;
2) ფრონტალური რესტავრაციის კონტურირება;
3) საკონტაქტო ზედაპირების აღდგენა;
4) საღეჭი კბილების რესტავრაციის ალგორითმები;
5) კბილის კედლებისა და ბორცვების აღდგენის რაციონალური თანმიმდევრობა;
6) ანატომიური ორიენტირები და კრიტერიუმები;
7) Estelite sigma Quick – Estelite Posterior – Estelite Palfique и Estelite flow quick (TokuyamaDental, იაპონია)–ით მუშაობისა და მასალების არჩევის მახასიათებლები.
მასტერ–კლასის პრაქტიკული ნაწილი (მოდელებზე)
1) ფრონტალური რესტავრაციები;
2) გამჭოლი დეფექტები;
3) ვინირის შენება;
4) everStick NET–ის პირდაპირი რესტავრაციის დროს საჭრელი კიდის არმირება;
5) კლასი Ι–ΙΙ დეფექტების აღდგენა Сb-Flow и Flow-ს ტექნიკით საღეჭი კბილების ბორცვების შენების ალგორითმის გამოყენებით.
კურსის დამთავრებისას გაიცემა სერტიფიკატი