Implant Line Georgia

ლექცია-მასტერკლასები დენტალურ იმპლანტოლოგიაში

16-17 ნოემბერს კომპანია Implant Line Georgia გეპატიჟებათ სამეცნიერო კონფერენციაზე. თემა – დენტალური იმპლანტაცია.  ჩატარდება ლექცია-მასტერკლასები.  რეგისტრაციისთვის მიმართეთ Implant Line Georgia-ს ადმინისტრაციას. გრაფიკი: 16 ნოემბერი – 17 საათი 17 ნოემბერი: 11 საათი. თითოეული დამსწრე Implant Line Georgia-სგან საჩუქრად ერთ იმპლანტს მიიღებს! ღონისძიებები ხორციელდება სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით  და  რადიქსის წევრებისთვის გათვალისწინებულია 30%-იანი ფასდაკლება. მსურველები დაგვკავშირდით შემდეგ ტელეფონებზე:…

სტომატოლოგიური მომსახურების თანამედროვე სტანდარტები

2012 წლის 24 აგვისტოს, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით და საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოების და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, ლანჩხუთის რაიონში, გრიგოლეთში, სასტუმრო „ანდამატში“  სამეცნიერო კონფერენცია “სტომატოლოგიური მომსახურების თანამედროვე სტანდარტები” ჩატარდა. მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს გენერალური დირექტორი, საპრეზიდენტო პროგრამა „ღიმილიანი საქართველოს“ ხელმძღვანელი ნუცა ზურაბიანი და კონფერენციის ორგანიზატორი, საბჭოს გენერალური მდივანი ზურაბ ალხანიშვილი. ნუცა ზურაბიანმა…

საბავშვო პროგრამა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში

2012 წლის 24 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსას საბავშვო ბაღს  რადიქსის ექიმი სტომატოლოგები – ზურაბ ალხანიშვილი და ლანდა ლურსმანაშვილი ესტუმრნენ და აღსაზრდელებს ჰიგიენური მოვლის საშუალებებსა და აუცილებლობაზე ესაუბრნენ. აღსაზრდელებს კომპანია ქოლგეით-პალმოლივის მიერ დაწესებული კბილის პასტები და ჯაგრისები გადაეცათ. სემინარი საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმით “კბილების სამეფოთი” დასრულდა.

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი

2012 წლის 13-14 ივლისს ქ. ბათუმში,  სასტუმროში  “რედისონ ბლუ ბათუმი”, რადიქსის მხარდაჭერით,  საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. კონგრესი გახსნა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ. მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ კოლეგები საქართველოდან და მოწვეული სტუმრები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან. კონგრესზე სამეცნიერო მუშაობა სამი მიმართულებით, სამ სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობდა. ყბა-სახის ქირურგთა და იმპლანტოლოგთა სექციაზე საინტერესო მოხსენებები…

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი

საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი 13-14 ივლისი ბათუმი, სასტუმრო “რედისობ ბლუ”  პროგრამა 13 ივლისი 2012 წელი (დიდი დარბაზი) 08:30 – 09:30 რეგისტრაცია 09:30 – 09:45 კონგრესის ოფიციალური გახსნა სხდომის თავმჯდომარე მედ. მეცნ. დოქტ. პროფესორი, ვლადიმერ მარგველაშვილი 09:45-11:15 პროფ. მ. გლიკი (ბუფალო, ნიუ-იორკი, აშშ) “სტომატოლოგიური მკურნალობის პროტოკოლი სამედიცინო თვალსაზრისით რთული პაციენტებისთვის” 11:15 – 11:45 დრ-ი …

ორთოდონტიის მუდმივმოქმედი კურსები თბილისში

კომპანია “ემ აი ეს საქართველოს” (ალფა–დენტი) ინიციატივით და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, თბილისში ორთოდონტიის და მხატვრული რესტავრაციების მუდმივმოქმედი კურსები გაიხსნა. კურსის პრეზენტაცია 2012 წლის 25-26 მაისს გაიმართა. ჩატარდა პირველი მასტერკლასები. თერაპიულ სექციას დრ.სლატსკი ხაგაი  – იერუსალიმის, ადასის უნივერსიტეტის   პირის ღრუს რეაბილიტაციის განყოფილების წარმომადგენელი უძღვებოდა.  ბატონი სლატსკი  2004 წლიდან  ექიმთა სპეციალიზაციის პროგრამას ხელმძღვანელობს. თბილისის მხატვრული რესტავრაციების კურსის პროგრამაც…

რადიქსელები სტამბულის სტომატოლოგიურ კონგრესზე

სტუდენტ–სტომატოლოგთა კვლევითი კლუბი სტამბულის უნივერსიტეტში გასული საუკუნის 90 წლებში (1991-92) დაარსდა და დღემდე ორიენტირებულია, მსოფლიო მასშტაბით შეკრიბოს ახალგაზრდა სტომატოლოგები, რომლებიც კვლევით საქმიანობას ეწევიან. დაფუძნებიდან ორ წელიწადში, 1994 წელს, კლუბმა გაუკეთა ორგანიზება ევროპის სტუდენტ სტომატოლოგთა მეთოთხმეტე ყოველწლიურ შეხვედრას. კლუბი მალევე გაწევრიანდა სტუდენტ სტომატოლოგთა საერთაშორისო ასოციაციაში და ამ ცხრამეტი წლის მანძილზე, 18 ნაციონალურ და 6 საერთაშორისო მასშტაბის…

ლექცია–მასტერკლასები ორთოდონტიასა და ესთეტიკურ რესტავრაციებში

2012 წლის 25–26 მაისს, კომპანია “ემ აი ეს საქართველოს” (ალფა–დენტი) ორგანიზებით და სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, ჩატარდება ლექცია–მასტერკლასები ორთოდონტიასა და ესთეტიკურ რესტავრაციებში.   The Magic and Illusion of Anterior Teeth Restoration პარასკევი 25. 05 .2012 სალექციო კურსის თემები: აღდგენით სტომატოლოგიაში გამოყენებული მასალები, სრული მიმოხილვა; ჰელიო დასხივების აპარატები, მიმოხილვა; ესთეტიკა და სინათლის ფერის ფიზიკური თვისებები; კბილის…

კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები

28 აპრილს, ქალაქ თელავში, რადიქსის კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით, რადიქსის მეორე სამეცნიერო კონფერენცია „კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ სასტუმრო “ძველ თელავში” ჩატარდა,  რომელსაც სიღნაღის, თელავის, ყვარლის, გურჯაანის, ლაგოდეხის, საგარეჯოს, დედოფლისწყაროს, წნორის და თბილისის ექიმი-სტომატოლოგები ესწრებოდნენ. კონფერენცია კომპანია „ჯი-პი-სის“, კომპანია „ნიკომედის“, სტომატოლოგიური კლინიკა „ცედექსის“, ესთეტიკური სტომატოლოგიის ცენტრ „ელიტის“, კბილთა რესტავრაციის სკოლის, კომპანია…

მეორე სამეცნიერო კონფერენცია კახეთის რეგიონში

28 აპრილს, ქალაქ თელავში, რადიქსის კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით, რადიქსის მეორე სამეცნიერო კონფერენცია „კლინიკური სტომატოლოგიის თანამედროვე გამოწვევები“ ჩატარდება. პროგრამა: 11.00-12:00 „სტომატოლოგიურ დაავადებათა  მკურნალობის  თავისებურებები აუტისტური სპექტრის აშლილობის მქონე ბავშვებში“ – ზურაბ ალხანიშვილი, ექიმი სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი 12:00-12:30 „დაბინძურებასთან ბრძოლა სტომატოლოგიურ პრაქტიკაში“ – ლევან ჟორჟოლიანი ( კომპანია „ჯი-პი-სი“) 12:30-13:00 ლანჩი 13:00-13:15 “თანამედროვე მიდგომა აასს…