2012 წლის 13-14 ივლისს ქ. ბათუმში, სასტუმროში “რედისონ ბლუ ბათუმი”, რადიქსის მხარდაჭერით, საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VIII საერთაშორისო კონგრესი გაიმართა.
კონგრესი გახსნა საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, პროფესორმა გიორგი მენაბდემ. მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ კოლეგები საქართველოდან და მოწვეული სტუმრები შვეიცარიიდან, გერმანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან.
კონგრესზე სამეცნიერო მუშაობა სამი მიმართულებით, სამ სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობდა. ყბა-სახის ქირურგთა და იმპლანტოლოგთა სექციაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს მ. უგრინმა (ლვოვი, უკრაინა), ი. გიუნტერმა (გერმანია), ა. ჯონსონმა (აშშ). ა. კავაკანტი-ადამმა, პროფ. ჰ. შნორბახმა, (გერმანია), მ. ვიეტამ (გერმანია), მოჰამედ ზაჰალკამ (ისრაელი), ს. ელ ტაველმა (იორდანია), მ. შტოკნერმა (შვეიცარია), რ. ლევანდოვსკიმ (უკრაინა), დავიდ კეინანმა (ისრაელი), ბ. ფრიდზონმა (ისრაელი), მ. კიმმა (კორეა).
მეორე სექციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მოესმინა პროფ. მ. გლიკის (ბუფალო, ნიუ-იორკი, აშშ), ა. მარგველაშვილის (ციურიხი, შვეიცარია), პროფ. ქ. გოგილაშვილის (საქართველო), პროფ. ნ .სავიჩუკის (უკრაინა), ი. შიუნემანის (გერმანია), ო. როგაჩოვას (გერმანია), პროფ. ი. ჩუმაკოვას (ოდესა, უკრაინა), ვ. დაუბის (გერმანია), პროფ. ს. სამხარაძის (საქართველო), კ. ტირანას (შვეიცარია) მიერ წარმოდგენილი სტომატოლოგიაში არსებული საინტერესო და აქტუალური საკითხები.
მოხსენებით წარსდგა რადიქსის კონგრესის სტუდენტებისა და რეზიდენტების სექციის 2012 წლის სეზონის გამარჯვებული თამარ ნიბლაძეც.
კონგრესის პარალელურად, დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა ორი მასტერ-კლასი: ”კბილთა რეკონსტრუქციული რესტავრაცია ფუნქცია და ესთეტიკა” (მდ. ზურაბ გერსამია) და “CAD/CAM” სისტემის სტომატოლოგიური შესაძლებლობების მიმოხილვა CEREC-ის მეთოდზე” (ო. როგაჩოვა-კომპანია ”სირონა”, გერმანია).
კონგრესის ფარგლებში გაიმართა გამოფენა, რომელშიც მონაწილეობა სტომატოლოგიური მასალებისა და დანადგარების მწარმოებელმა სხვადასხვა კომპანიამ მიიღო: “ელკამედი”, “ეს–თი–ეს–ჯი “, “სიმპლ სვის ჯორჯია”, შპს “დენტალ–მარკეტ”, “ალფა–გეიტი”, შპს “სპრინტ–დენტალი”, “ნიუ ლაინ დენტალი”, “ალფა–ბიო”, “ეურომედექს ფრანსი”,“სირონა”, შპს “ოდრი” .
კონგრესის გენერალური სპონსორი იყო კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”, ოქროს სპონსორები: კომპანია “გლაქსო სმიტკლაინი” და ფარმაცეპტული კომპანია “ჯი-პი-სი”.
მხარდამჭერები:
• ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
• თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი
• საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია
• საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პირის ღრუს ქირურგთა და იმპლანტოლოგთა საზოგადოება
• საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია
• ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება
• სამეცნიერი კვლევითი ცენტრი “რადიქსი”