ჩემი პატივია, რომ ვაცნობო კოლეგებს პირველი ქართულ-სომხური ბინაციონალური კონგრესის შესახებ, რომელიც გაიმართა 22-23 მაისს ერევანში და 25-26 მაისს თბილისში.
კონგრესის ინიციატივა ეკუთვნის საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტ პროფესორ ვლადიმერ მარგველაშვილის და სტომატოლოგიური განათლების და კვლევის ასოციაციის პრეზიდენტ პროფესორ ლაზარ იესაიანს. ეს პიროვნებები გახლდნენ აგრეთვე ნაციონალური საორგანიზაციო კომიტეტების თავმჯდომარეები.
ბინაციონალურმა კონგრესმა გააერთიანა საქართველის იმპლანტოლოგთა ასოციაცია, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, სტომატოლოგიური განათლების და კვლევის ასოციაცია. კონგრესი ჩატარდა სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის“, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ერევნის სახლემწიფო სამედიცინო უნივერსისტეტის მხარდაჭერით.
კონგრესი მნიშვნელოვანია იმით, რომ შეკრიბა საქართველოს და სომხეთის პროფესურა, მკვლევარები, პრაქტიკოსი სტომატოლოგები, დოქტორანტები და სტუდენტები. ეს კი საშუალებას იძლევა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მოხდეს ცოდნა-გამოცდილების და სტომატოლოგიური მიღწევების გაზიარება. ამავდროულად, ამ ტიპის შეხვედრები ყოველდღიურ პრაქტიკაში გაჩენილ კითხვებზე პასუხის მოძებნის საშუალებაა.
კონგრესის სამეცნიერო პროგრამიდან უნდა აღინიშნოს ისეთი ნოვატორული და მნიშვნელოვანი თემები როგორიც არის ღეროვანი უჯრედები, დენტალური იმპლანტოლოგია, პირის ღრუს ჰიგიენის მნიშვნელობა და პრევენციული სტომატოლოგია.
საამაყოა აღინიშნოს, რომ ხუთი ქართველი სპიკერი წარსდგა კონგრესის სამეცნიერო პროგრამაში – პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი, დრ. გალაქტიონ მახვილაძე, დრ. ზურაბ გერსამია, დრ. თამარ ბარამიძე და დრ. მარიამ მარგველაშვილი.
სამეცნიერო პროგრამასთან ერთად, კონგრესი მოიცავდა სოციალურ ნაწილსაც. ქართული დელეგეცია ესტუმრა მათენადარანს, კონიაკის ქარხანას და მსოფლიოში უძველეს ეკლესია ეჩმიაწინს. საქართველოში, კი სომხეთის დელეგაცია წავიყვანეთ კახეთში. ტური დაიწყო ბოდბის მონასტერში, გაგრძელდა სიღნაღის და ხელოვნების მუზეუმის დათვალიერებით და დასრულდა ალექსანდე ჭავჭავაძის სახლმუზეუმში.
ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ეს კონგრესი დაახლოებს ამ ორ ქვეყანას. ამასთანავე, კონგრესის მთავარი მიზნის- სტომატოლოგიური სტანდარდტების ამაღლების გარდა, ჩვენ მიზნად ვისახავთ ამ ორი ქვეყნის საერთო სტომატოლოგიური პრობლემების დადგენას და შემდგომ გამოსავლების ერთად ძიებას.
ბოლოს, მინდა მადლობა გადავუხადო კონგრესის მონაწილეებს, განსაკუთრებული მადლობა იმ მონაწილეებს რომელბიც დასწრნენ როგორც ერევნის ასევე თბილისის საკონფერენციო დღეს. მათ გამოყვეს 6 დღე რათა ხელი შეეწყოთ კონგრესის წარმატებულად ჩატარებისათვის! დიდ დაფასება მინდა გამოვხატო კონგრესის ქართული ნაწილის სპნოსორის სრპინტ-დენტალის მიმართ. კონგრესს კი ვუსურვებ ყოვლეწლიურობას!
მარიამ მარგველაშვილი
ექიმი სტომატოლოგი, მეცნიერებათა მაგისტრი, მედიცინის მეცნიერიებათა დოქტორი
სპიკერი და წევრი
კონგრესის საორგანიზაციო კომიტეტი