სქესის ევოლუცია – ბიომოლეკულური და ფსიქოსოციალური ასპექტები

2010 წლის 10 აპრილს, თსუ-ის გაეროს აუდიტორიაში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ის ინიციატივით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის მხარდაჭერით წარმატებით ჩატარდა კონფერენცია “სქესის ევოლუცია – ბიომოლეკულური და ფსიქოსოციალური ასპექტები”

კონფერენციას 150-მდე მსმენელი ესწრებოდა თბილისის სხვადასხვა სამკურნალო და სასწავლო დაწესებულებებიდან.
მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები ბაჩო კერესელიძე და გვანცა ტაბაღუა.

კონფერენციას უძღვებოდა ექიმი დეა ყოლბაია შემდეგი სალექციო მასალებით:
სუნთქვიდან სქესამდე: მესამე თვალი, აურა და ბიომაგნიტური ველი;
ფსიქეა და ამური ანუ სულიერება და სექსუალურობა – ბიოქიმია და ფსიქოანალიზი.
რწმენის ბიოლოგია: სულის სამი „ტაძარი“;
რელიგიური ცნობიერება: კულტი და კულტურა; სამოთხის და ჯოჯოხეთის მიღმა;

განხილული იყო შემდეგი საკითხები:
სქესი – უცნაური წარსული და გაურკვეველი მომავალი. შუალედური ფორმები – ციკლურობა და პოლარობა, როგორ შეიქმნა Y ქრომოსომა, რა ევოლუციური გზა განვლო და რას უნდა ველოდოთ მომავალში.
სქესის ტრანსფორმაცია, პარტენოგენეზი – არენოტოკია, ტელიტოკია, დეიტეროტოკია; სქესობრივი დიფერენციაცია და გეომაგნიტური ველი.

ეპიფიზი, გირჩისებური სხეული, ანუ მესამე თვალი მსოფლიო კულტურაში – არქიტექტურა და მითოლოგია, ეპიფიზი ბიოლოგიასა და მედიცინაში, მისი ნეიროსეკრეტორული უჯრედები – ფოტორეცეპტორები და ჰორმონი მელატონინი. ანუ გზა თვალიდან ჯირკვლამდე. მელატონინის ანტიოქსიდანტური, ჰორმონმოდულაციური, იმუნომოდულაციური, სედაციური და სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება, უკმარისობის კლინიკური გამოვლინებები.
მესამე თვალი ფილოსოფიაში, ანუ ეპიფიზი – სულის ნავსაყუდელი.

ბიბლიური სიუჟეტი – ადამი, „თიხისგან შექმნილი“; ლილიტი, „ღამის მდუმარება“, ადამის პირველი ცოლი; ევა – „სიცოცხლის მომნიჭებელი“ მითი და ფსიქოსოციალური ანალიზი, მატრიარქატი და ქალთა ემანსიპაცია.
„გენეტიკური ევა“ – კაცობრიობის მიტოქონდრიული დნმ-ს „პირველწყარო“, რომელიც 84 000 წლით უსწრებს „გენეტიკურ ადამს“. დედამიწის ჰერმაფროდიტული ფორმები, როგორ ხდება სქესთა მიმოცვლა, ანუ სქესის ქრომოსომული ინვერსია.

სუნთქვიდან სქესამდე – მატერიის ელექტრო-მაგნიტური პოტენციალი, ბიოელექტრომაგნიტური გამოსხივება, ჟანგვა-აღდგენითი რეაქციები, ნერვულ-ენდოკრინული სისტემა და ეთერული სხეული, ანუ ევოლუციის აპოთეოზი.

სულიერება და სექსუალურობა – ქვეცნობიერის ფსიქოლოგიური დინამიკა.

ნეიროთეოლოგია – რწმენის ბიოლოგია, ანუ კავშირი ადამიანის თავის ტვინს, რელიგიასა და სულიერებას შორის.

კონფერენციის დასასრულს ყველა მონაწილეს გადაეცა შესაბამისი სერტიფიკატი და გაიჭრა საზეიმო ტორტი