რადიქსის მე-13 ახალგაზრდული ფორუმი 20 აპრილს Hotel and Preference Hualing Tbilis-ში ჩატარდება.
ფორუმი რამდენიმე ნაწილიად იქნება დაყოფილი:
ნაწილი პირველი
უნივერსიტეტების საგანმანათლებლო პროგრამის ხელმძღვანელები პანელური დისკუსიას გამართავენ, ასევე ამავე ნაწილში საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი (GSA) და თსუ-ს თერაპიული სტომატოლოგიის კათედრის გამგე, მედიცინის დოქტორს, პროფ. ქეთევან გოგილაშვილს ექნება მოხსენება – “მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრინციპების გამოყენების უნარი პრაქტიკულ საქმიანობაში”. თემის მიზანია სტუდენტებს, რომელებიც აუდიტორიის ძირითად ნაწილს წარმოადგნენ განუმარტოს როგორ მოიძიონ მტკიცებულებებზე დაფუძნებული და საიმედო ინფორმაცია.
ნაწილი მეორე
რადიქსის ახალგაზრდული დეპარტამენტის წევრები არასაკონკურსო რეჟიმში დასმწრე აუდიტორიას წარუდგენენ მოხსენებებს, ასევე პარალელური რეჯიმში იქნება მატი პოსტერების გამოფენა.
მესამე ნაწილი
ფორუმის მესამე ნაწილი საკონკურსო მოხსენებებს და პოსტერებს დაეთმობა.
შეგახსენებთ, რომ ფორუმში მონაწილეობა შეუძლია მხოლდო სტუდენტსა და რეზიდენტს.