ევრაზიის პირველი მულტიდისციპლინური ფორუმი

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის, ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის (მაკედონია) და აზორეს უნივერსიტეტის (პორტუგალია) ურთიერთთანამშრომლობით ჩაატარდა ევრაზიის პირველ მულტიდისციპლინარული ფორუმი.

ფორუმი გახსნა სასტუმროში “Holiday Inn” 2013 წლის 24 ოქტომბერს. ქართველი და უცხოელი მეცნიერების გარდა, გახნის ცერემონიალს ესწრებოდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მრჩეველი თამარ გამილაღდიშვილი და სხა მოწვეული სტუმრები.

ფორუმი გახსნა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ. მონაწილეებს და მოწვეულ სტუმრებს მიესალმნენ საქართველოს ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრის დირექტორი ელენე ჯიბლაძე, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე ნინო ქემერტელიძე და ევროპის სამეცნიერო ინსტიტუტის პრეზიდენტი იოვან შოპოვსკი. ფორუმის გახსნაზე მოხსენებები წაიკითხეს როჩესტერის ტექნოლოგიის ინსტიტუტის პროფესორმა კერბი კანდიფმა (აშშ) და სტენდენის უნივერსიტეტის პროფესორმა იან ვოლკენსმა (ჰოლანდია).

1 st Eurasian Multidisciplinary Forum, EMF 2013
1 st Eurasian Multidisciplinary Forum, EMF 2013

სამი დღის მანძილზე ფორუმის მუშაობაში ქართველ მეცნიერებთან ერთად მონაწილეობას იღებდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროში მოღვაწე მსოფლიოს გამოჩენილი მეცნიერები 35 ქვეყნიდან: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, მაკედონია, ფინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, პოლონეთი, ლიტვა, ლატვია, რუმინეთი, უკრაინა, საბერძნეთი, ჩეხეთი, სლოვაკია, იორდანია, ირანი და სხვ.

საქართველოდან კვლევით ნაშრომები შემდეგმა მეცნიერებმა წარმოადგენეს:

  • დავით სიხარულიძე &  ვასილ კიკუტაძე
  • ზურაბ ალხანიშვილი, სოფიო სამხარაძე & მაია ოსიპოვა-შონაი
  • რევაზ კორინთელი
  • მალხაზ ბაქრაძე
  • ნინო ჭიპაშვილი
  • ვიოლეტა კუპრაშვილი
  • გიორგი თავაძე
  • ნინო ქემერტელიძე, თამარ მანჯავიძე
  • დალი ქადაგიშვილი
  • ივანე იმერლიშვილი
  • ლალი ჩაგელიშვილი-აგლაძე
  • გიორგი ღლონტი
  • იოსებ მამეცარაშვილი
  • ქეთევან კუხიანიძე
  • თამარ გამსახურდია
  • ხათუნა კაჭარავა
  • მურთაზ კვირკველია
  • ამირან თავართქილაძე
  • თინათინ ჩხეიძე & ვახტანგ ნადარეიშვილი
  • გოგი ბატიაშვილი & ოთარ გერძმავა
  • მაია მელაძე & მაკა პირანაშვილი
  • დოდო ლაბუჩიძე
  • ნინო იმნაშვილი & მარინა თაქთაქიშვილი
  • ლალი ზაქარაძე
  • ლილი გელუკაშვილი & ლია ჭიღლაშვილი
  • პაატა ნაცვლიშვილი
  • თამარ გაგოშიძე
  • მანანა ქაჯაია

რადიქსის პრეზიდენტმა ზურაბ ალხანიშვილმა, პროფესორებთან სოფიო სამხარაძესთან და  მაია ოსიპოვასთან ერთად, ერთობლივი მოხსენება  წარადგენა თემაზე “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფის კვლევა საქართველოში”.

ფორუმის ფარგლებში, 25 – 26 ოქტომბერს გაიმართა სექციური მუშაობა გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში.

აღნიშნული ფორუმი აღსანიშნავი იყო არა მარტო იმით, რომ მასში მოსაწილეობა მიიღეს მრავალი ქვეყნის წარმომადგენლებმა, არამედ იმითაც, რომ მეცნიერ-მკვლევარებს შესაძლობლობა მიეცათ, გასცნობოდნენ მეცნიერების სხვადასხვა სფეროს მიღწევებს, გაეზიერებინად ერთმანეთისთვის საკუთარი კვლევების შედეგები და გამოცდილება.

ღონისძიება დასრულდა გალა სადილით.

პროგრამა:  http://emforum.eu/index.php/programme


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *