გამოფენა: “ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან” {Media}

logoლიტერატურის მუზეუმში  27 ივნისს  გამოფენა „ელენე დარიანი – ქალი პაოლოს უკან“ გაიხსნა. გამოფენილი მასალები პაოლო იაშვილისა და ელენე ბაქრაძის სასიყვარულო ისტორიის გამოაშკარავებასთან ერთად ცხადყოფს, რომ  დარიანული ციკლის ავტორი არა მარტო პაოლო იაშვილი, არამედ ელენე ბაქრაძეც არის.  განაგრძეთ კითხვა..

ჟურნალი

07.07.2013

ბოლო დროის ქართული კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვანი მოვლენაა გიორგი ლეონიძის სახელობის ლიტერატურის მუზეუმში ელენე ბაქრაძის მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა, რომელიც ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. გამოფენის ავტორები შეგვახსენებენ ელენე დარიანის ფსევდონიმით დაწერილ ლექსებს, რომლებიც მეოცე საუკუნის ქართული ლიტერატურით დაინტერესებული ადამიანებისთვის კარგადაა ცნობილი, და გვაცნობენ ჰიპოთეზას, რომლის თანახმადაც, პაოლო იაშვილის მუზა ელენე დარიანი არის ელენე ბაქრაძე, ხოლო ამ ლექსების – ეგრეთ წოდებული “დარიანული ციკლის” – ავტორი არა პაოლო იაშვილი, არამედ ელენე დარიანია. მე გავესაუბრე გამოფენის ერთ-ერთ ორგანიზატორს, ზურაბ ალხანიშვილს, და ვკითხე, როდის დაინტერესდა იგი, პროფესიით სტომატოლოგი, ელენე დარიანის პიროვნებით. მოუსმინეთ! რადიო თავისუფლება.
Zurab Alkhanishvili
gender.ge – ინტერნეტ მაუწყებლობა ქალთა საკითხებზე. გადაცემა “ნუ იქნები ჩუმად”. პროექტი “50 ქალი საქართველოდან”. გადაცემის წამყვანი ანუნა ბუკია. სტუმარი ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დირექტორი ნინო ლეჟავა.

garbonlinetv_logo

„ცისფერყანწელთა“ სახელით მეოცე საუკუნის ოციან წლებში ის ქართველი პოეტები და პროზაიკოსები მოღვაწეობდნენ, რომლებიც საყოველთაოდ დამკვიდრებული სტერეოტიპების დარღვევას ცდილობდნენ. მათ შორის იყვნენ: გალაკტიონ და ტიციან ტაბიძეები, გიორგი ლეონიძე, ვალერიან გაფრინდაშვილი, პაოლო იაშვილი და ბევრისთვის დღემდე უცნობი ელენე დარიანი.

ქართულ ლიტერატურაში პირველი ეროტიული ლექსების ავტორი – ამ ვარაუდმა ელენე დარიანის სახელი მსჯელობის საგნად აქცია. მკვლევრების აზრით, რომ არა გასული საუკუნის 30-იანი წლების პერიოდი და მის სახელთან დაკავშირებით დღემდე არსებული გაურკვევლობა, შესაძლოა, ელენე დარიანი ქართულ ლიტერატურაში ეროტიული პოეზიის ფუძემდებლად  ქცეულიყო.

სინქრონები:

შარლოტა კვანტალიანი – ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი, მკვლევარი;

ზურაბ ალხანიშვილი – ბლოგერი, გამოფენის ორგანიზატორი;

მარინე მხეიძე – ელენე დარიანის დისშვილი;

იხილეთ: http://garbonline.tv/news/elene-dariani-tsispherqhantseli-qali-video/

ლიტერატურული საქართველო

ლიტერატურული საქართველო


Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

You may use these HTML tags and attributes: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>