სიახლეები

2011 წლის 8-9 ივლისს ქ. ბათუმში,  სასტუმრო  “ინტურისტ პალასში” , RADIX-ის მხარდაჭერით,  საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის VII საერთაშორისო კონგრესი ჩატარდა. კონგრესს 300-ზე მეტი სტომატოლოგი ესწრებოდა, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე უცხოეთიდან.

კონგრესზე მისასალმებელი სიტყვით წარსდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი მენაბდე, კონგრესის აღმასრულებელი დირექტორი პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი და მოწვეული სტუმრები.

კონგრესზე სამეცნიერო მუშაობა სამი მიმართულებით, სამ სხვადასხვა დარბაზში მიმდინარეობდა. ყბა-სახის ქირურგთა და იმპლანტოლოგთა სექციაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს ქართველმა და უცხოელმა კოლეგებმა: დავიდ კეინანმა, მოჰამედ ზაჰალკამ, გიორგი მენაბდემ, იაროსლავ ზაბლოცკიმ,  იულია ჩუმაკოვამ, ჰერმან შნორბახმა, ოლეგ პრიტულამ და ჯაბარ ჰასანოვმა.

მეორე სექციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მოესმინა მოხსენებები თემებზე: ენდოდონტიურ პრაქტიკაში როტაციული ინსტრუმენტებით მუშაობის თანამედროვე ტექნიკა (მომხს. მურატ სავური),  ნანოშემავსებლებით ოპტიმიზებული პლასტიკური კერამიკა (მომხს. ვიქტორ დაუბი), რესტავრაციები სტომატოლოგიაში ბოლო თაობის კომპოზიტებით (მომხს. ელენა მენდოზა), თანამედროვე კონცეფციები ენდოდონტიაში (მომხს. ჯოიან კალიფი), ადამიანის ღეროვანი უჯრედები და სტომატოლოგიის მომავალი (მომხს. მარიამ მარგველაშვილი), მედიკამენტური ალერგიის მართვის თანამედროვე პრინციპები (მომხს. რუსუდან ქარსელაძე) და სხვა.

კონგრესის პარალელურად, დაინტერესებული პირებისთვის ჩატარდა კომპანია DENTSPLY–ს მასტერ-კლასი, სადაც თითოეულ მონაწილეს ნიკელ-ტიტანის ინსტრუმენტების  PathFile და Protaper–ების დახმარებით ენდობლოკებზე,  ენდომოტორის გამოყენებით არხის დამუშავების საშუალება მიეცათ. მასტერ-კლასის მონაწილეებს გადაეცათ  DENTSPLY -ის სერტიფიკატი და ენდოდონტიური ანაწყობი.

კონგრესის ფარგლებში  კომპანიებმა “ელკამედი”,  “ეს-თი-ეს-ჯი”,  “დენტალ-მასტერ ჯი”, “ალფა-დენტი”,  “პლანმეკა”,  “ალფა-გეიტი”, “ჯი-პი-სი”,  ს.ს “ეურომედექს ფრანსი” სტომატოლოგიური მასალებისა და დანადგარების გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა.

კონგრესის გენერალური სპონსორი იყო კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი”, ოქროს სპონსორი კომპანია “გლაქსო  სმიტკლაინი”