თბილისის მე-9 საერთ. სტომატოლოგიური კონგრესი

2019 წლის 13-14 აპრილს, სასტუმრო “ბილთმორში” თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიმართა. კონგრესი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსის” ორგანიზებით და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის მხარდაჭერით ჩატარდა. კონგრესს 600-მდე დელეგატი დაესწრო. მონაწილეების მიერ ღონისძიება შეფასდა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო  მისი ისტორიის მანძილზე. გახსნის ცერემონიალზე „რადიქსის“ ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმის მონაწილეები დააჯილდოვეს. ფორუმში სხვადასხვა უნივერსიტეტების სტუდენტები და…

2019 წლის ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი გაიმართა

2019 წლის 31 მარტს, სასტუმრო „იოტაში“, სამეცნიერო კვლევითი ცენტრ “რადიქსის” ახალგაზრდული დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული, ახალგაზრდა სტომატოლოგთა საერთაშორისო ფორუმი ჩატარდა. ღონისძიება ყოველწიურია და მისი მიზანი ახალგაზრდა და მოტივირებული სტუდენტებისა და რეზიდენტების წახალისება წარმოადგენს. სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსი სამეცნიერო ხასიათის კონფერენციებსა თუ კონგრესებს უკვე 9 წელია აქტიურად ატარებს და ყოველწიურად მსმენელთა და ფორუმში მონაწილე სტუდენტთა რაოდენობა იზრდება.…

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში „რადიქსის“ ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა

  2019 წლის 17 მარტს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის კლინიკური უნარ-ჩვევების ცენტრში, თბილისის მე-9 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში დაგეგმილი „რადიქსის“ ახალგაზრდული კონფერენციის მონაწილეებისთვის ვორქშოპი გაიმართა. ვორქშოპს SavvY-ის პარტნიორი თორნიკე ჩხაიძე უძღვებოდა, რომელმაც კონფერენციის შერჩეულ მონაწილეებს ეფექტური პრეზენტაციის წარდგენის მეთოდები გააცნო, „რადიქსის“ პრეზიდენტმა ლანდა ლურსმანაშვილმა და ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა სოფიო გვაზავამ კი მონაწილეებს კონფერენციის პირობები გააცნეს…

სახელმძღვანელოს “რადიოგრაფიის პრონციპები და რადიაციული უსაფრთხოება სტომატოლოგიაში” პრეზენტაცია გაიმართა

უკანასკნელ წლებში საქართველოში სტომატოლოგიის დარგი კიდევ უფრო განვითარდა. გაიზარდა როგორც პერსონალის, ისე პაციენტების ინფორმირებულობის დონე და მოთხოვნები მენეჯმენტის, ადმინისტრაციის და სერვისების მიმართ. გაზრდილმა კონკურენციამ ხარისხის განვითარებაზე ზრუნვის აუცილებლობა წარმოშვა. ინფექციების კონტროლის და რადიაციული უსაფრთხოების საკითხები არასდროს ყოფილა ისეთი აქტუალური, როგორიც დღესაა. მსოფლიო გამოცდილების გაზიარება ბუნებრივად ცვლის სტომატოლოგების დამოკიდებულებას, კლინიკების კონცეფციას, ხედვას და დამოკიდებულებას. აღნიშნული სახელმძღვანელოს…

რეგიონული სტომატოლოგიური კონფერენცია გურიაში | წინასწარი პროგრამა

2017 წლის 5 ნოემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ივლიტა ჯიბუტის სახელობის ბიბლიოთეკაში (მის. დუმბაძის N 25, გურიანიუსის შენობა) ჩატარდება სამეცნიერო-კვლევით ცენტრ რადიქსის პირველი სამეცნიერო კონფერენცია. ღონისძიება ტარდება საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის და სტომატოლოგიის ცენტრ ალბიუსის მხარდაჭერით. იხილეთ წინასწარი პროგრამა: რეგისტრაცია კონფერენციის გახსნა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსის ორგანიზაციის პრეზენტაცია – ლანდა ლურსმანაშვილი, „ სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი რადიქსი“ ვიცე-პრეზიდენტი. შესვენება პირის ღრუს…

კონფერენცია “სტომატოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისა და მომსახურების მენეჯმენტი”

2017 წლის 20 მაისს, ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია “სტომატოლოგიურ დაავადებათა მკურნალობისა და მომსახურების მენეჯმენტი” სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” და “პაროდონტოლოგიის საერთაშორისო სკოლა “ალბიუსის” მხარდაჭერით ჩატარდა. მოხსენებებით წარსდგნენ საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ქეთევან გოგილაშვილი, ასოციაციის ყოფილი პრეზიდენტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი გიორგი მენაბდე, ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ასისტენტ- პროფესორი…

ესთეტიკის ანალიზი, კომუნიკაცია სტომატოლოგიურ ლაბორატორიასთან, ციფრული სტომატოლოგიის გამოწვევები

2016 წლის 7-8 მაისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მიერ ორგანიზებული თბილისის მე-6 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი, „ჰოთელს & პრეფერენს ჰუალინგ თბილისში“  ჩატარდა კონგრესზე ორი დღის განმავლობაში განიხილებოდა თანამედროვე სტომატოლოგიაში არსებული ყველა აქტუალური პრობლემა, კლინიკური შემთხვევები, პრეპარატები და მკურნალობის უახლესი მეთოდები. დამსწრე საზოგადოებას საშუალება მიეცა მოესმინა სხვადასხვა ქვეყნის წამყვანი სპეციალისტებისათვის. უამრავ საინტერესო თემას შორის გამორჩეული და დასამახსოვრებელი აღმოჩნდა…

რადიქსის რეგიონული კონფერენცია 2016

სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსი“ რეგიონულ კონფერენციებს აგრძელებს. ცენტრის რეგიონული გაძლიერების პროგრამა რამდენიმე წლის წინ ამოქმედდა და დღეისათვის საქართველოში რადიქსის 4 რეგიონული ორგანიზაცია ფუნქციონირებს. პროგრამის მიზანია მედიცინის სფეროს ნოვაციების გავრცელება და რეგიონების წარმომადგენელი ექიმებისთვის უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების მეტი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. 2016 წლის 2-3 აპრილს სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენციები იმერეთსა და სამეგრელოში ჩატარდა. იმერეთში ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩატარდა.…

მასტერ კლასები | TIDC 2015 | ანონსი

მასტერ კლასი მასტერკლასი  იმპლანტოლგიაში ალოგენური მასალების გამოყენებით ძვლოვანი ქსოვილის რეკონსტრუქციის მოწინავე მეთოდები ერთმომენტიანი (immediat implant placement)  და შორეული იმპლანტაციის (delayed implant placement) დროს. მასტერკლასი ორგანიზებულია სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის RADIX-ის მიერ თბილისის 5 საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში. თეორიული კურსის თემატიკა: ძვლის ვერტიკალური აუგმენტაციის ახალი მეთოდები ალოგენური ძვლოვანი რგოლების გამოყენებით (BONE RING Technique) ძვლის ვერტიკალური და ჰორიზონტალური აუგმენტაციის…

სტომატოლოგია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში

2015 წელი, საქართველოს მთავრობის ინიციატივით, C ჰეპატიტთან ბრძოლის წლად გამოცხადდა. საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია შეუერთდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს აქციას “ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი” და 2015 წლის 24 იანვარს, C ჰეპატიტის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდისა და პრევენციის პროგრამის ფარგლებში, კონფერენცია “სტომატოლოგია C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში” ჩაატარა. კამპანიას შეუერთდა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი „რადიქსიც“ და კონფერენციის მონაწილეებს, „რადიქსის“ ვიცე…