საბავშვო პროგრამა ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსაში
2012 წლის 24 აგვისტოს ლანჩხუთის რაიონის სოფელ სუფსას საბავშვო ბაღს რადიქსის ექიმი სტომატოლოგები – ზურაბ ალხანიშვილი და ლანდა ლურსმანაშვილი ესტუმრნენ და აღსაზრდელებს ჰიგიენური მოვლის საშუალებებსა და აუცილებლობაზე ესაუბრნენ. აღსაზრდელებს კომპანია ქოლგეით-პალმოლივის მიერ დაწესებული კბილის პასტები და ჯაგრისები გადაეცათ. სემინარი საპრეზიდენტო პროგრამა “ღიმილიანი საქართველოს” ფარგლებში, საქართველოს სტომატოლოგთა საბჭოს ორგანიზებით ჩატარდა. შეხვედრა სპეციალურად ბავშვებისთვის შექმნილი მულტიპლიკაციური ფილმით “კბილების სამეფოთი” დასრულდა.