სამეცნიერო კვლევითი ცენტრი რადიქსი ახალგაზრდულ ფორუმზე მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.
ყოველწლიურად, თბილისის საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესის ფარგლებში, სტუდენტებისა და რეზიდენტების სექცია / კონფერენცია ტარდება. საუკეთესო მომხსენებლს დ ჟიური გამოავლენს და თბილისის მე-8 საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე დააჯილდოვებს.
ახალგაზრდული ფორუმი 22 აპრილს გაიმართება.
ვის შეუძლია ფორუმში მონაწილეობის მიღება?
სამეცნიერო ფორუმში მონაწილეობის მიღება შეუძლია სტომატოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტებს, 2017-2018 წლის რეზიდენტებს.
რა თემატიკა შეიძლება გამოვიტანო მოხსენებით?
კონფერენციაზე შესაძლებელია გამოიტანოთ ნებისმიერი თემა სტომატოლოგიის და მომიჯნავე მეცნიერებების დარგში.
რა არის კონფერენციაში მონაწილეობის წესები?
კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად უნდა შეარჩიოთ თქვენთვის საინტერესო სამეცნიერო თემატიკა, აიყვანოთ სამეცნიერო ხელმძღვანელი, მოამზადოთ 7 წუთიანი მოხსენება Microsoft Power Point-ში.
საჭიროა თუ არა სამეცნიერო აბსტრაქტის დარეგისტრირება?
კონფერენციაზე გამოსვლამდე აუცილებელია წარმოადგინოთ თქვენი მოხსენების აბსტრაქტი, სადაც მოცემული იქნება: თემის სახელი, მომხსენებლის/მომხსენებლების სახელი, ხელმძღვანელი, სამეცნიერო ნაშრომის მოკლე აღწერილობა.
სექციას რადიქსის ახალგაზრდა ლიდერთა დეპარტამენტი ხელმძღვანელობს.
შევსებული ფორმა გადმოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: tidcyouth@gmail.com
იხილეთ ფორმა: YLD თეზისი
საკონტაქტო ნომერი:
+995 598 95 11 89
+995 555 11 36 64
+995 558 90 11 21