- საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის საერთაშორისო კონგრესი, 2013 წლის 19-20 ივლისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” მხარდაჭერით, უკვე მეცხრედ გაიმართა ქალაქ ბათუმში. კონგრესი სტომატოლოგთა მსოფლიო ფედერაციის მხარდაჭერით ტარდება და ყოველწლიურად მსოფლიოს წამყვანი პეციალისტები ლექცია-მასტერკლასებს ქართველი და უცხოელი კოლეგებისთვის ატარებენ. კონგრესი მისასალმებელი სიტყვით ასოციაციის პრეზიდენტმა, გიორგი მენაბდემ გახსნა. დილის სექციას მედიცინის მეცდნიერებათა დოქტორი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა. პირველი მოხსენებით ““პულპის მკურნალობის ახალი ხედვა სარძევე და ახლადამოჭრილ მუდმივ კბილებში” პროფ. ბენიამინ ჰერესი (ისრაელი) წარსდგა. კომპანია COLTANE-ის კლინიკურმა კონსულტანტმა, (მოსკოვი, რუსეთი), მმკ. ჟანა ლიპკინდმა წაიკითხა ლექცია „პირდაპირი კომპოზიტური ვინირები (კომპონირები), ფრონტალური კბილების ინოვაციური და საოცრად მარტივი რესტავრაცია “, შემდეგ კი კბილთა რესტავრაციის სკოლის პედაგოგთან, ირენ ზენტეკთან ერთად ჩაატარა მასტერ კლასი.
საქართველოს მეორედ ეწვია დოქტორი ქსენია ლაზარევა, რომლის მასტერ-კლასმა და მოხსენებამაც თბილისის მესამე საერთაშორისო სტომატოლოგიურ კონგრესზე შეკრებილი აუდიტორია განსაკუთრებით მოხიბლა. ქსენია ლაზარევამ მოხსენება” საღეჭი კბილების რესტავრაცია და ფერის შერჩევა” გააკეთა. 20 ივლისს კი მასტერ-კლასი ჩაატარა იმავე თემაზე. შუა დღის ხდომაზე, პროფესორ გია მენაბდეს თავმჯდომარეობით, მოხსნებებით წარსდგნენ: დ-რი. ალფრედ ბერგერ მარბახი (გერმანია) “პაროდონტიტი და დიაბეტი”, დ-რი მარიაგრაცია პრავეტონი, „პრეზიდენტის“ ბრენდ და პროდაქტ მენეჯერი „პრეზიდენტი“ – პირის ღრუს დაცვის უნიკალური და ინოვაციური გადაწყვეტილება იტალიიდან”, ელენა მენდოზა (მოსკოვი, რუსეთი) Tokuyama Dental– ის ექიმი – კონსულტანტი – “ესთეტიკური რესტავრაცია. ოპტიმიზებული მეთოდები”, დორინ ისტრატი (DENTSPLY) „არხების განმეორებითი მკურნალობა”, პროფ. ზურაბ კაკაბაძე – ილიას უნივერსიტეტის მკვლევარი (საქართველო) “ქსოვილოვანი ბიო-ინჟინერის გამოყენების პერსპექტივები სტომატოლოგიაში”.
კონგრესი მეცხრე სეზონს სიახლეებით შეხვდა. მათ შორისაა ახალგაზრდა მკვლევართა სტომატოლოგიური სექცია, რომელსაც სამეცნიერო-კვლევით ცენტრ “რადიქსის” პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი ხელმძღვანელობდა. სექცია ზურაბ ალხანიშვილის და პროფესორ ქეთევან გოგილაშვილის მისასალმებელი სიტყვით გაიხსნა. პირველი მოხსენება კი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რეზიდენტმა ლიკა ყარალაშვილმა წარმოადგინა თემაზე ”პაროდონტის რეპარაციული რეგენერაციის ახალი მეთოდი ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების გამოყენებით”. მოხსენებებით წარსდგენ:
გვანცა ტაბაღუა- (საქართველო) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრ „ცედექსის“ ექიმი-სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ გენერალური მდივანი;
თამარ ყურაშვილი – (საქართველო) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტომატოლოგიური კლინიკა „ლაივდენტის“ ექიმი-სტომატოლოგი. “პირის ღრუს კიბოს ქიმიოთერაპიული ზემოქმედების ფონზე მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის ეფექტი ორგანიზმის ზოგად მდგომარეობაზე”
ნინო გვასალია – (საქართველო) ექიმი-სტომატოლოგი, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ ვიცე პრეზიდენტი. “სტომატოლოგთან ნაკლები მიმართვიანობის მიზეზების და ინტენსივობის კვლევა – შიშის ფაქტორი, მისი ზეგავლენა და სტატისტიკა”
ნესტან შონია – (საქართველო) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტომატოლოგიური სასწავლო კლინიკური ცენტრი „დენტივერი 21“-ის ექიმი-სტომატოლოგი. „ადამიანის პაპილომა ვირუსის როლი, პირის ღრუს ეპითელური ქსოვილის ბრტყელუჯრედოვანი კარცინომის განვითარებაში.“
პარალელურად მიმდინარეობდა იმპლანტოლოგთა სექცია, რომელსაც პროფესორები ვლადიმერ მარგველაშვილი და თენგიზ ლობჟანიძე ხელმძღვანელობდნენ. სადაც მოხსენებებით წარსდგნენ: მ.მ.დ. ალექსანდრე შტერენბერგი (კანადა) – “სინუს-ლიფტინგის ოპერაციის DASK ბიოლოგიური კონცეფცია ორფაზიანი, ოსტეოკონდუქტიური მასალის Easy-Graft CRYSTAL® გამოყენებით”;
პროფ. ჰერმან შნორბახი (გერმანია) – “ნაზოლიფტინგი” – აუგმენტაციის თანამედროვე მეთოდი ფრონტალურ მიდამოში”.
ედუარდ ბრელენკო (გერმანია) – “შემცირდეს იმპლანტებზე ღეჭვითი დატვირთვის ძალა Bio-Hpp მასალით დამზადებული ინდივიდუალური აბატმენტების გამოყენებით”
ენრი დიდერიჩი, მმკ (ლუქსენბურგი)- „ბაზალური იმპლანტაციის მიზანშეწონილობა და იმპლემენტაცია ატროფიული ძვლის შემთხვევაში“ კლინიკური შემთხვევები;
კ. მარდალეიშვილი, თ. ბარამიძე , კ. მარდალეიშვილის სამედიცინო ცენტრი, (საქართველო) – “ონკოლოგიურ პაციენტთა დენტალური იმპლანტაციის როლი”.
ალექს პუპკო ” – იმპლანტის სისტემის სწორი არჩევანი – ერთ ერთი უპირველესი ნაბიჯი კლინიკის წარმატებისკენ”
დრ-ი. ელი მიქაელი (ისრაელი) – „კომპიუტერით მართული მინიმალურად ინვაზიური იმპლანტოლოგია“
დრ-ი. რ.ა. ლევანდოვსკი ბუკოვინის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (უკრაინა) – „დენტალური იმპლანტაცია და პრტეზირება ყვა-სახის მიდამოს სიმსივნეების მქონე პაციენტებში. მაიონიზებელი გამოსხივების გავლენა იმპლანტატებზე. “
დ-რი. ტომას კლიაპუტა (პოლონეთი) – „აკრილი – კვლავ შეუცვლელი მასალა სტომატოლოგიურ სატექნიკოში“
20 ივლისს კონგრესის სხდომებს პროფესორები მანანა კალანდაძე და ქეთევან გოგილაშვილი თავმჯდომარეობდნენ. მოხსენებებით წარსდგენ:
დ-რი. ვიქტორ დაუბი (გერმანია)-“Ivoclar-ის ფორმის e.max სისტემის მასალების მიმოხილვა”
დ-რი. ირინა მაზური (უკრაინა) – „პაროდონტის დაავადებების მქონე პაციენტების სამკურნალო-სარეაბილიტაციო ღონისძიებები დენტალური იმპლანტაციის ჩატარების მომზადების პროცესში“
დ-რი. მ. მარგველაშვილი (საქართველო) – “ადგეზიური სტომატოლოგიის მიღწევები”
მმდ. პროფ. ქეთევან გოგილაშვილი, ილიას უნივერსიტეტის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი, სტომატოლოგიური კლინიკა და სასწავლო ცენტრი “ცედექსი” (საქართველო)
“პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ჰერპესული დაზიანება და მისი მკურნალობის მენეჯმენტი”
პროფ. სოფიო სამხარაძე , გრ. რობაქიძის სახ. უნივერსიტეტი (საქართველო) – “შაქრიანი დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტთა მკურნალობის მენეჯმენტი თერაპიულ სტომატოლოგიაში”
გვანცა ტაბაღუა (საქრთველო) – “ Virofex – სრულყოფილი დეზინფექციის იდეალი სტომატოლოგიაში დიდი ბრიტანეთიდან”
მუშაობა განაახლა ახალგაზრდა მკვლევართა სექციამ და მოხსენებით წარსდგნენ:
ზურაბ ალხანიშვილი – (საქართველო) ფილოსოფიის მაგისტრი ჯანმრთელობის ხელშეწყობაში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი. “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სტომატოლოგიური მომსახურებით უზრუნველყოფის კვლევა საქართველოში”;
ანა ვიშნევსკაია– (ოდესა,უკრაინა) მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. უკრაინის სტომატოლოგიის ინსტიტუტი, პაროდონტის დაავადებათა განყოფილება. „პაროდონტის პათოლოგიების ექსპერიმენტული მოდელი ვირთხებში.“
მარიამ ზურმუხტაშვილი-(საქართველო) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტომატოლოგიური კლინიკა „დენტექსის“ ექიმი-სტომატოლოგი. მაია წიკლაური – (საქართველო) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტომატოლოგიური კლინიკა „ცედექსის“ ექიმი-სტომატოლოგი. ”პირის ღრუს ეპითელური კიბოს მკურნალობა კომბინირებული: ქიმიოთერაპიული და მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციის მეთოდით.”
ლანდა ლურსმანაშვილი – (საქართველო) ექიმი-სტომატოლოგი, სამეცნიერო კვლევით-ცენტრ „რადიქსის“ ვიცე პრეზიდენტი. ირმა ბაკურაძე – (საქართველო) ექიმი-სტომატოლოგი, სამეცნიერო კვლევითი-ცენტრი „რადიქსის“ თერაპიული სტომატოლოგიის მიმართულების ხელძღვანელი. ”გენდერული სტერეოტიპების გავლენის კვლევა სტომატოლოგიაში.”
მარიამ სიჭინავა – (საქართველო) ორთოდონტული ცენტრის რეზიდენტი. ”სტომატოლოგიური ფობიები, შიში თუ ღელვა? მიზეზები და დაძლევის გზები”
ნატალია სუხიტაშვილი-(საქართველო) ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, სტომატოლოგიური კლინიკა „დენტექს 95”-ის ექიმი-სტომატოლოგი. „ მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია, პირის ღრუს ლორწოვანის ფიზიკური და ქიმიური დაზიანების დროს.
კომპანია “ქოლგეით-პალმოლივმა” თავისი ფავორიტები გამოავლინა და გვანცა ტაბაღუას და ნინო გვასალიას სპეციალური საჩუქრები გადასცა.
გარდა ამისა, მოხსენებები, პოსტერების სახით წარადგინეს:
ლევან მორჩაძე – (საქართველო) თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ქუთაისის რეგიონული სტომატოლოგიური ცენტრის ექიმი-ორთოპედი. „საქართველოს ხანდაზმული მოსახლეობის სტომატოლოგიური სტატუსი და მათი ორთოპედიული მომსახურების ოპტიმიზაცია“
ლანდა ლურსმანაშვილი- – (საქართველო) ექიმი-სტომატოლოგი, სამეცნიერო კვლევით-ცენტრ „რადიქსის“ ვიცე პრეზიდენტი. ზურაბ ალხანიშვილი– (საქართველო) ფილოსოფიის მაგისტრი ჯანმრთელობის ხელშეწყობაში, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ „რადიქსის“ პრეზიდენტი. გიორგი ლოლაძე-(საქართველო) უჯრედული ტექნოლოგიებისა და თერაპიის ცენტრის დირექტორი. “პაროდონტის ქსოვილების ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ, მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების მიღების წყაროს შერჩევა”
კონგრესის ფარგლებში კბილთა რესტავრაციის სკოლის ორგანიზებით ჩატარდა მასტერ კლასები:
მასტერ-კლასი: «კბილთა ფერის არსი. ფრონტალური კბილების რესტავრაციის სტრატიგრაფიული პრინციპი»
მასტერ კლასი ჩაატარა ზურაბ გერსამიამ – ექიმი–რესტავრატორი, მედიცინის დოქტორი, „კბილთა რესტავრაციის სკოლის“ ხელმძღვანელი, (ქ.თბილისი), სტომატოლოგიური ცენტრ „ელიტის“ მთავარი ექიმი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის რესტავრაციული სტომატოლოგიური განყოფილების ხელმძღვანელი.
მასტერ–კლასი: «გვერდითი კბილების პირდაპირი რესტავრაცია ბიომიმეტიკურ კონცეფციაში – მარტივი გადაწყვეტილებები»
მასტერ კლასი ჩაატარა ქსენია ლაზარევამ – სერგეი რადლინსკის კლინიკა–სტუდია „აპოლონიის“ ექიმი, ჟურნალის რედაქტორი სტომატოლოგიური ხელოვნების შესახებ – „დენტარტი“, რესტავრაციის საბაზისო კურსის ხელმძღვანელი სერგეი რადლინსკის ბიომიმეტიკური მეთოდის გამოყენებით, „პრიზმა ჩემპიონატის“ ექიმი–ინსტრუქტორი, სასწავლო ცენტრ „აპოლონიის“ ლექტორი.
მასტერ-კლასი: «ესთეტიკური რესტავრაცია. ოპტიმიზირებული მეთოდები»
მასტერ კლასი ჩაატარა ელენა მენდოსამ – დიპლომისშემდგომი განათლების მსსსუ–ს საერთო და ესთეტიკური კათედრის ასისტენტი, სასწავლო ცენტრ «Tokuyama Dental»–ის (იაპონია) ხელმძღვანელი.
მასტერ–კლასი: «COMPONEER–ფრონტალურ კბილთა ჯგუფის რესტავრაციის ახალი მეთოდიკა»
მასტერ კლასი ჩაატარეს: ჟანა ლიპკინდმა – კომპანია „COLTENE“ (შვეიცარია), კლინიკა „ ღიმილის დიზაინი “–ს მთავარი ექიმი (ქ. მოსკოვი). და ირენ ზენტეკმა – სტომატოლოგიური ცენტრ „ელიტის“ პრაქტიკოსი ექიმი–რესტავრატორი, „კბილთა რესტავრაციის სკოლის“ პედაგოგი (ქ.თბილისი)
მონაწილე კომპანიები:
- გენერალური სპონსორი – “ქოლგეით-პალმოლივი”
- ოქროს სპონსორი – “გლაქსოსმიტკლაინი”
- “ელკადენტი”
- “დენტალმარკეტი”
- “იმპლადენტი”
- “ალფა-გეიტი”
- “სპრინტ დენტალი”
- “ბრედენტი”
- “ოდრი”
- “ჯი-პი-სი”
- “სირონა”
მხარდამჭერები:
- სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი “რადიქსი”
- საქართველოს სტომატოლოგთა და ყბა-სახის ქირურგთა ასოციაცია
- საქართველოს იმპლანტოლოგთა ასოციაცია
- კბილთა რესტავრაციის სკოლა
- საქართველოს ახალგაზრდა სტომატოლოგთა საზოგადოება
კონგრესი საზეიმო ბანკეტით დაიხურა.