თანამედროვე მედიცინის კლინიკური ასპექტები

2011 წლის 10 დეკემბერს, ქ. თელავში, სასტუმრო “ძველ თელავში” რადიქსის კახეთის რეგიონული წარმომადგენლობის ორგანიზებით, ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია

თბილისის I საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი

RADIX-ის ორგანიზებით, საფუძველი მორიგ ტრადიციას ჩაეყარა. 2011 წლის 30 აპრილს თბილისის პირველი საერთაშორისო სტომატოლოგიური კონგრესი გაიხსნა! კონგრესის პირველი დღე პაროდონტის დაავადებების  კომპლექსური მკურნალობის პრინციპებს დაეთმო. მისასალმებელი სიტყვით RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი, პროფესორი გიორგი მენაბდე, აზერბაიჯანის ესთეტიკური სტომატოლოგიის ასოციაციის პრეზდენტი რამიზ აჰმედბეილი და საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის გენერალური მდივანი, პროფესორი ვლადიმერ მარგველაშვილი წარსდგნენ.…

სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ორსულებში

2011 წლის 25 მარტს, სასტუმრო D’Plaza-ში,  სამეცნიერო-კვლევით ცენტრ  RADIX-ის და კომპანია “ქოლგეით-პალმოლივის” ორგანიზებით, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაციის,  საქართველოს გინეკოლოგთა ასოციაციის და კომპანია “სიმილია ფარმას” მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია “სტომატოლოგიური დაავადებების პროფილაქტიკა ორსულებში”. კონფერენციის 200-მდე სტომატოლოგი და გინეკოლოგი დაესწრო. მისასალმებელი სიტყვით RADIX-ის პრეზიდენტი ზურაბ ალხანიშვილი და კომპანია ქოლგეით-პალმოლივის წარმომადგენელი ქეთევან ჩხეიძე წარსდგნენ. პროფესორმა გიორგი მენაბდემ სტომატოლოგების და მედიცინის…

საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VI საერთაშორისო კონგრესი

2010 წლის 9-10 ივლისს, სამეცნიერო-კვლევით ცენტრ RADIX-ს მხარდაჭერით, ქ. ბათუმში, სასტუმროში “ინტურისტ პალასი” საქართველოს სტომატოლოთა ასოციაციის VI საერთაშორისო კონგრესი გაიმართა. კონგრესს 300-ზე მეტი სტომატოლოგი ესწრებოდა, როგორც საქართველოს რეგიონებიდან, ისე უცხოეთიდან.

მინიმალური ინვაზიური ესთეტიკური სტომატოლოგია

RADIX „The Geneva Smile Center“-თან თანამშრომლობას იწყებს 2010 წლის 12 ივნისს „The Geneva Smile Centre“-დან, RADIX-ის მოწვევით, საქართველოს დოქტორი ბენბაშირ ნასერი ( Benbachir Nacer) ეწვია.