2011 წლის 10 დეკემბერს, ქალაქ თელავში რადიქსის კახეთის რეგიონული ორგანიზაცია დაფუძნდა. ორგანიზაციის პრეზენტაციას სამეცნიერო კონფერენცია “თანამედროვე მედიცინის კლინიკური ასპექტები” დაერთო, რომელიც სასტუმრო “ძველ თელავში” ჩატარდა.
კონფერენცია ზურაბ ალხანიშვილის მოხსენებით “აივ ინფექციის თავისებურებები და შიდსთან ასოცირებული სტიგმა” გაიხსნა. კლინიკა “დენტექსი95-ს” ექიმმა სტომატოლოგმა, ილიას უნივერსიტეტის მედიცინის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მკვლევარმა, მარიკა ზურმუხტაშვილმა თანამედროვე პაროდონტოლოგიის ასპექტებზე: პაროდონტიტის ეტიოლოგიზე, დიაგნოსტიკასა და კონსერვატული მკურნალობის პრიციპებზე ისაუბრა. პირველი ბლოკი რადიქსის გენერალური მდივნის, კლინიკა “ცედექსის” ექიმი -სტომატოლოგის, გვანცა ტაბაღუას მოხსენებით “კბილის გათეთრების მეთოდები და გამოყენებული საშუალებები” დასრულდა.
კონფერენციას სხვა და სხვა პროფილის, კახეთის სხვა და სხვა რაიონების წარმომადგნელები ესწრებოდნენ. მოხსენებით წარსდგა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი სოფიო სამხარაძე. ქალბატონმა სოფიომ ლორწოვანი გარსის დაავადებები მიმოიხილა და კოლეგებს პრაქტიკული უნარ-ჩვევები გაუზიარა.
ღონისძიება რადიქსის პრეზიდენტის, ზურაბ ალხანიშვილის მოხსენებით: “აუტისტური სპექტრის აშლილობა და ქცევის პოზიტიური მართვა” დასრულდა.
კახეთის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელად ექიმი – სტომატოლოგი თეა გიგაშვილი დაინიშნა.
კონფერენციის მხარდამჭერები იყვნენ: “სტომატოლოგიური კლინიკა “CEDEX”, კომპანია “გლაქსოსმიტკლაინი”, საქართველოს სტომატოლოგთა ასოციაცია, კომპანია “ქოლგეით-პალმოლივი” და კომპანია “ნიკომედი”. ღონისძების ყველა სტუმარს მათ მიერ დაწესებული სამკურნალო და ჰიგიენური მოვლის საშუალებები გადაეცათ.
კლინიკა “ცედექსის” ინიციატივით, რადიქსის ექიმები თელავის ბავშვთა სახლს ეწვივნენ და საჩუქრად კბილის ჯაგრისები გადასცეს.